ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ასრულებს პენალტებსა და ჯარიმებს “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა.
ჭდე: გვარდიოლა
ნოიერი: გვარდიოლა მუდმივად მუშაობს “ბაიერნის” თამაშის გაუმჯობესებაზე
მიუნხენის “ბაიერნის” მეკარემ მანუელ ნოიერმა, განაცხადა რომ მის გუნდს თამაშის გარკვეულ ასპექტებზე სამუშაო აქვს. ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მიუნხენელების მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა დაუღალავად შრომობს გუნდის პროგრესის გასაგრძელებლად.
“ბევრი რამ არის, რისი გაუმჯობესებაც შეიძლება. მაგალითად, რამოდენიმე საშინაო შეხვედრა ჩვენთვის საკადრის დონეზე ვერ ჩავატარეთ. მეორე წრეში ასეთი ფაქტები აღარ უნდა იყოს. გვარდიოლას ხელმძღვანელობით ნახევარი წელია ვმუშაობთ და ბუნებრივია ეს პროცესი ჯერ დასრულებული არ არის. ის მუდმივად ცდილობს “ბაიერნის” თამაშის გაუმჯობესებას” – განაცხადა გერმანიის ნაკრების გოლკიპერმა.
გვარდიოლა: “რიბერის მსგავსი ფეხბურთელი არასოდეს მინახავს”
მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა ფრანკ რიბერის აქებს და ამბობს, რომ მას მისი მსგავსი ფეხბურთელი არასოდეს უნახავს.
“რიბერის მგავსი ფეხბურთელი არასოდეს მინახავს. მას ყველასაგან განსხვავებული, კარგი თვისებები გააჩნია. ფრანკი ყოველთვის მოტივირებულია და მოედანზე ბოლომდე იხარჯება, რაც უფასდება კიდეც. რა თქმა უნდა, ჩემთვის, დიდი პატივია, რომ მისი მწვრთნელი ვარ”, – ამბობს ესპანელი სპეციალისტი.
გვარდიოლა: რიბერი, რონალდუ და მესი წარმოუდგენლად ძლიერი ფეხბურთელები არიან
მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთენლმა პეპ გვარდიოლამ, “ოქროს ბურთის” მთავარ პრეტენდენტებზე ისაუბრა.
ესპანელმა სპეციალისტმა საკუთარი გუნდის ნახევარმცველი ფრანკ რიბერი, “რეალის” თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ და “ბარსელონას” ფორვარდი ლიონელ მესი გამოყო.
“სამივე ფეხბურთელი წარმოუდგენლად ძლიერია. რაც შეეხება “იოროს ბურთს”, ჩემი აზრით მას იბერი იმსახურებს. ამ დონეზე ჯერ არ მინახავს ფეხბურთელი, რომელსასც რიბერის ნაირი ხასიათი აქვს. ის ყოველთვის იბრძვის საკუთარი გუნდის წარმატებისათვის. ჩემთვის დიდი პატივია მასთან ერთად მუშაობა” – განაცხადა გვარდიოლამ.
გვარდიოლა: “მანჯუკიჩი ჩვენთან რჩება”
“ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ უარყო ინფორმაცია მანჯუკიჩის გასხვისებასთან დაკავშირებით.
“მანჯუკიჩი ძალიან ძლიერი მოთამაშეა. ის ჩვენი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო და ახლაც არის. ჩემი აქ მოღვაწეობის პერიოდში, ის ძალიან მნიშნველოვანი ფიგურა იყო. მას კონტრაქტი აკავშირებს ჩვენს კლუბთან და ის რჩება” – განაცხადა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ მანჯუკიჩის აგენტის განცხადებით, მისი კლიენტის მიმართ ინტერესს ტურინის “იუვენტუსი” იჩენდა.
ჩავი: “გვარდიოლა გვაკლია, მასთან ბედნიერები ვიყავით”
“ბარსელონას” ნახევარმცველმა, ჩავიმ განაცხადა, რომ მას და მის თანაგუნდელებს პეპ გვარდიოლა ენატრებათ.
“ბუნებრივია, ის ჩვენ გვაკლია. იგივეს ვიტყოდი ტიტო ვილანოვაზეც. ახლა ჩვენი მწვრთნელი ხერარდო მარტიონოა. ბუნებრივია სამივეს ფეხბურთის თავისი ხედვა აქვს და ისინი ძალიან მაღალი დონის სპეციალისტები არიანა, მაგრა გვარდიოლასთან ჩვენ თავს ბედნიერად ვგრძნობდით, ვინაიდან მისი ხელმძღვანელობით კლუბის ისტორიაში მრავალი ახალი ფურცელი ჩავწერეთ” – განაცხადა ჩავიმ.
“ბაიერნს” მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელი სურს
მიუნჰენის “ბაიერნი” მადრიდის “ატლეტიკოდან” კოკეს გადაბირებით არის დაინტერესებული.
გერმანული კლუბის მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა თვლის, თომ კოკეს მისი კლუბის თამაშის გაძლიერება შეუძლია.
“ბაიერნის” ხელმძღვანელობა კოკეს სანაცვლოდ მადრიდელებს დიდი თანხას შესთავაზებს და ასევე არის ვარაუდი, რომ თანხასთან ერთად გერმანული კლუბი ნახევარმცველ შერდან შექირისაც დათმობს. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე “ატლეტიკოს” შვეიცარიელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი ჰქონდა, თუმცა მაშინ ბძოლა “ბაიერნმა” მოიგო.
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი მწვრთნელები
გამოცემა “პლური კონსულტორიამ” მსფლიოს 20 უმდიდრეს მწვრთნელის სია გამოაქვეყნა. პირველ ადგილზე ახლა უკვე მსოფლიოს საუკეთსო კლუბის სტატუსის მქონე “ბაიერნის” მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლაა, რომლის ხელფასი წელიწადში 17 მილიონი ევროა. ერთი შენიშნვა – რეიტინგში მხოლოდ ოფიციალური ხელფასებია მოცემული და არ არის შესული პრემიალური თანხები.
1. ხოსეპ გვარდიოლა (“ბარსელონა”) – € 17 მილიონი
2. ჟოზე მოურინიო (“ჩელსი”) – € 10,03 მილიონი
3. მარჩელო ლიპი (“გუანჩჯოუ ევერგრანდი”) – € 10 მილიონი
4. არსენ ვენგერი (“არსენალი”) – € 8,26 მილიონი
5. ფაბიო კაპელო (რუსეთის ნაკრები) – € 7,8 მილიონი
6. კარლო ანჩელოტი (“რეალი”) – € 7,5 მილიონი
7. დევიდ მოიესი (“მანჩესტერი”) – € 5,9 მილიონი
8. ხერარდო მარტინო (“ბარსელონა”) – € 5,4 მილიონი
9. იურგენ კლოპი (“ბორუსია”) – € 4,3 მილიონი
10. მანუელ პელეგრინი (“მანჩესტერ სიტი”) – € 4,1 მილიონი
11. ჟორჟე ჟეზუში (“პორტო”) – € 4 მილიონი
12. ბენდან როჯერსი (“ლივერპული”) – € 3,9 მილიონი
13-14. სემ ელერდაისი (“ვეს ჰემი”) – € 3,6 მილიონი
13-14. როი ხოჯსონი (ინგლისის ნაკრები) – € 3,6 მილიონი
15-16. რობერტო მანჩინი (“გალათასარაი”) – € 3,5 მილიონი
15-16. რაფა ბენიტესი (“ნაპოლი”) – € 3,5 მილიონი
17. ლუჩიანო სპალეტი (“ზენიტი”) – € 3,3 მილიონი
18-20. კლაუდიო რანიერი (“მონაკო”) – € 3 მილიონი
18-20. ლორან ბლანი (საფრანგეთის ნაკრები) – € 3 მილიონი
18-20. ანტონიო კონტე (“იუვენტუსი”) – € 3 მილიონი
დღეს მსოფლიოს ჩემპიონი გაირკვევა
საკლუბო მსოლიო ჩემპიონატზე ფინალის დრო დადგა. დღეს გვიან ღამით კასაბლანკაში, ადგილობრივი “რაჯა” და მიუნხენის ბაიერნი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. თუ გერმანული კლუბი გამარჯვებას მოიპოვებს, ეს მათი მეხუთე ტიტული იქნება 2013 წელს.
“მატჩის მოსაგებად ასპროცენტიანი კონცენტრაცია გვჭირდება. მე აქ იუპი ჰაინკესის საქმეს ვაგრძელებ. ტიტულის მოგებას სწორედ ჰაინკესს მივუძღვნით. ნახევარფინალში “რაჯამ” ყველას დაუმტკიცა, რომ ძლიერი გუნდია. იმის გათვალისწინებით, რომ მაროკოელები საკუთარ მოედანზე თამაშობენ, ჩვენ ძალიან რთული შეხვედრა გვექნება. ეს ნამდვილი ფინალია” – განაცხადა გვარდიოლამ.
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე “ბაიერნი” უძიერესი შემადგენლობით გამოდის. ტრავმის გამო გერმანულ კლუბს მხოლოდ შვაინშტაიგერი და რობენი ვერ ეხმარებიან. პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი შეხვედრა მიუნხენელებმა ჩინური “გუანჩჯოუს” წინააღმდეგ გამართეს და იოლად დაამარცხეს აზიის წარმომადგენელი – 3:0.
ბუნებრივია, რომ გულშემატკივრები და სპეციალისტები “ბაიერნი” – “ატლეტიკო მინეიროს” ფინალს ელოდა, მაგრამ ბრაზილიელებმა სენსაციური მარცხი განიცადეს “რაჯასთან” (3:1).
დღეს რონალდინიოს გუნდი მესამე ადგილისთვის მატჩი ჩინურ “გუანჩჯოუს” დაუპირისპირდება. ამ შეხვედრაში გამარჯვება უბრალოდ ღირსების საქმეა.
რა თქმა უნდა “რაჯას” ფინალში გასვლა ტურნირის დონეზე და კლუბების ცოტა ზერელე დამოკიდებულებაზეც მეტყველებს. ფიფა აქტიურად ცდილობს საკლუბო ჩემპიონატის გაპიარებას, მაგრამ ევროპაში აღნიშნული გათამაშება ინტერესს საერთოდ არ იწვევს. თუმცა, ეს კარგი შანსია სხვა კონტინენტების წარმომადგენლებისათვის საკუთარი თავის წარმოჩენის და კარგი საპრიზო ფონდის მისაღებად. ამას შესანიშნავად ადასტურებს სწორედ “რაჯას” მაგალითი. ფეხბურთელები ყოველ მატჩზე, როგორც ფინალზე გამოდიან, რაც საბოლოოდ დაუფასდათ კიდევაც. მასპინძლებმა ყველაზე გრძელი გზა განვლეს ფინალამდე. დაიწყეს რა ტურნირი საკვალიფიკაციო ეტაპიდან სადაც “ოკლენდ სიტის” სძლიეს. შემდეგ იყო “მონტერეი” და ბოლოს ტურნირის მთავარი სენსაცია – “ატლეტიკო მინეიროს” დამარცხება.
“რაჯას” წამყვანი ფეხბურთელი 28 წლის მაროკოელი ფორვარდი მუხსინ იაჟურია. მას ევროპაში თამაშიც გამოცდილებაც აქვს. იარუჟი შვეიცარულ “კიასოში” და ბელგიურ “შარლერუაში” ასპარეზობდა.
ასევე დიდი წვლილი გუნდის წარმატებაში მთავარ მწვრთნელს, ბენზარტის მიუძღის, რომელმაც საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდი ჩამოაყალიბა.
“ყოველთვის მჯეროდა ჩემი გუნდის. “რაჯა” ფინალშიც ბოლომდე იბრძოლებს. ამას პირველ რიგში ჩვენი შესანიშნავი გულშემატკივრები იმსახურებენ. ჩვენი ფინალში გასვლა მოულოდნელობა არ ყოფილა პირადად ჩემთვის. ეს დაუღალავი შრომის დამსახურებაა – განაცხადა “რაჯას” მთავარმა მწვრთნელმა.
ფინალური შეხვედრა დღეს თბილისის დროით 23:30-ზე დაიწყება
ათი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი მსოფლიო ფეხბურში
ბრაზილიურმა სპორტული ბიზნესის კომპანია Pluri Consultoria-მ ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელთა სია გამოაქვეყნა.
სიაში პირველ ადგილს მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა იკავებს. ესპანელი სპეციალისტი ბავარიული კლუბისგან, წელიწადში, ხელფასის სახით 17 მილიონ ევროს იღებს.
მეორე პოზიციას იკავებს ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, რომელსაც ინგლისურ კლუბში 10 მილიონ ევროს უხდიან.
გთავაზობთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელთა ათეულს:
1. პეპ გვარდიოლა (მიუნხენის “ბაიერნი”) – 17 მილიონი.
2. ჟოზე მოურინიო (ლონდონის “ჩელსი”) – 10 მილიონი.
3. მარჩელო ლიპი (“გუანჟოუ ევერგრანდი”) – 10 მილიონი.
4. არსენ ვენგერი (ლონდონის “არსენალი”) – 8.2 მილიონი.
5. ფაბიო კაპელო (რუსეთის ნაკრები) – 7.8 მილიონი.
6. კარლო ანჩელოტი (მადრიდის “რეალი”) – 7.5 მილიონი.
7. დევიდ მოიესი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 5.9 მილიონი.
8. ხერარდო მარტინო (კატალონიის “ბარსელონა”) – 5.4 მილიონი.
9. იურგენ კლოპი (დორტმუნდის “ბორუსია”) – 4.3 მილიონი.
10. მანუელ პელეგრინი (“მანჩესტერ სიტი”) – 4.1 მილიონი.
დიტო ჭიჭინაძე
გვარდიოლა: “რიბერის მწვრთნელობა, დიდი პატივია”
მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცი, ხოსეპ გვარდიოლა აცხადებს, რომ ფრანგი ფეხბურთელის, ფრანკ რიბერის მწვრთნელობა, მისთვის დიდი პატივია.
შეგახსენებთ, რომ ბავარიულმა კლუბმა მსოფლიოს 2013 წლის საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გააღწია. გვარდიოლას შეგირდებმა ნახევარფინალში “გუანჟოუს” ანგარიშით 3:0 მოუგეს. შეხვედრაში ანგარიში კი, სწორედ რიბერიმ გახსნა.
“პირადად ჩემთვის, რიბერის მწვრთნელობა, დიდი პატივია. ფრანკი ძალიან შრომისმოყვარე ადამიანია და თავს არასოდეს ზოგავს. სწორედ ამიტომ, მას “ბაიერნის” წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის”, – ამბობს ესპანელი სპეციალისტი.
საფეხბურთო უიკენდის ტოპ-5
გვარდიოლას რეკორდი, მანჩესტერის მორიგი მარცხი და გასულ უქმეებზე მომხდარი სხვა საინტერესო ფაქტები.
1. გვარდიოლას რეკორდი
შვიდ დეკემბერს, ბუნდესლიგის მეჩვიდმეტე ტურის ფარგლებში “ბაიერნმა” გასვლით მატჩში ბრემენის “ვერდერი” გაანადრუგა – 0:7. გოლები ვან ბუიტენმა, მანჯუკიჩმა, მიულერმა, გიოტცემ და რიბერიმ გაიტანეს. მიუნჰენელებს ავტოგოლით ბრემენელი ასანი ლუკიმია-მულონტოტიც დაეხმარა.
ამ გამარჯვებით გვარდიოლამ ბუნდესლიგის ახალი რეკორდი დაამყარა. “ბაიერნი” სასტარტო 15 მატჩში წაუგებლად ასპარეზობს. ძველი რეკორდი, “კაიზერსლაუტერნის” მწვრთნელ, კარლ-ჰაინც ფელდკამპს ეკუთვნის, რომელმაც 1978/79 წლების სეზონებში სასტარტო 14 ტურში არ წააგო.
2. არსენალის წაფორხილება
პრმიერლიგის ლიდერმა გასულ ტურში საშიაო შეხვედრაში დაკარგა ქულები. “არსენალს” ლივერპულის “ევერტონი” სტუმრობდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. მე-80 წუთზე ოზილის გოლს სულ რაღაც 4 წუთში უპასუხოა დეულოფეუმ და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მიუხედავად ამისა, “არსენალი” კვლავ ლიდერობს სასურნირო ცხრილში და უახლოეს მდევრებს 5 ქულით უსწრებს.
3. რეალმა მესამე დივიზიონის გუნდს ვერ გაუტანა
ესპანეთში სამეფო თასის გათამაშების 1/16 ფინალის მატჩები გაიმართა. გათამაშების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი და შარშანდელი ფინალისტი მადრიდის “რეალი”, ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონის წარმომადგენელ “ოლიმპიკს” სტუმრობდა. შეხვედრა მოულოდნელი შედეგით, ნულოვანი ფრით დასრულდა. “ბარსელონამ” კი საკუთარი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო. კატალონიელებმა სტუმრად “კარტახენას” სძლიეს – 4:1.
4. მანჩესტერის კიდევ ერთი საშინაო მარცხი
კვლავ დაამწუხრა საკუთარი გულშემატკივარი “მანჩესტერ იუნაიტედმა”. “ეშმაკებმა” ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგეს “ოლდ ტრაფორდზე”, თანაც ისე რომ გოლის გატანაც ვერ მოახერხეს. ასეთი რამ კლუბის ისტორიაში აქამდე მხოლოდ ორჯერ მოხდა. “ნიუკასლთან” გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი კაბაიეს ანგარიშზე. აღსანიაშნავია, რომ “ოლდ ტრაფორდზე” ნიუკასლმა ბოლოს 1972 წელს მოიგო.
5. რომაული სანახაობა
“რომამ” და “ფიორენტინამ” სერიას A-ს მეთხუთმეტე ტურის ფარგლებში საკმაოდ სანახაობრივი შეხვედრა ჩაატარეს, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა – 2:1. მე-7 წუთზე მასპინძლები წინ მაიკონმა გაიყვანა, 29-ზე ვარგასმა ანგარიში გაათანაბრა. გამაჯრვების გოლი “რომამ” მატია დესტროს ძალისხმევით 67-ე წუთზე შესძლო. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა მატჩი 10 კაცის შემადგენლობით დაასრულეს. 88-ე წუთზე პიანიჩმა მეორე ყვითელი მიიღო. ასე რომ, ოთხი ფრის შემდეგ “რომამ” როგოც იქნა მოიგო. თუმცა ჩემპიონატჩი კვლავ “იუვე” ლიდერობს. “ბებერი სენიორა” რომაელებს 3 ქულით უსწრებს.