პეპ გვარდიოლა: “ჯოშუა კიმიხი მიყვარს”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ დორტმუნდის “ბორუსიასთან” გამართული მატჩის (0:0) შემდეგ ჯოშუა კიმიხზე კომენტარი გააკეთა.

მოგეხსენებათ, გუშინდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ კამერებმა დააფიქსირეს, თუ როგორ ესაუბრებოდა გვარდიოლა კიმიხს, რომელმაც კარგი მატჩი ჩაატარა.

“მე ჯოშუა კიმიხი მიყვარს. ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დიდ წარმატებას მიაღწიოს. მან ჩემპიონთა ლიგაზე დიდი თავდამსხმელების წინააღმდეგ ითამაშა, დღეს კი ობამეიანგს დაუპირისპირდა. არავინ თქვას, რომ მას დაცვაში თამაში არ შეუძლია. ჯოშუამ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა”, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Daily Mail.

გვარდიოლა: “ლევანდოვსკი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროფესიონალია, ვინც კი ოდესმე შემხვედრია”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა აცხადებს, რომ რობერტ ლევანდოვსკი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროფესიონალი ფეხბურტელია, რომელიც მას თავის კარიერაში უნახავს.

“ლევანდოვსკი ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალი ფეხბურთელია, რომელიც ჩემს კარიერაში მინახავს. ის ტრავმას არასოდეს იღებს და ყოველთვის მზადაა, გუნდს დაეხმაროს. მან იცის, რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მუდამ კარგ მდგომარეობაში იყოს”, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Goal.Com.

TOP 7: დიდი ფეხბურთელები, რომლებიც წარმატებული მწვრთნელები გახდნენ

შესანიშნავი საფეხბურთო კარიერა კარგ მწვრთნელობასთან არ ასოცირდება. ამის მაგალითები ბევრი არსებობს, თუმცა რა თქმა უნდა, ბევრი გამონაკლისიც გვაქვს. დღეს წარმოგიდგენთ 7 ადამიანს, რომლებმაც როგორც სათამაშო, ასევე სამწვრთნელო საქმიანობაში დიდ წარმატებას მიაღწიეს.

იოჰან კრიუფი

Johan Cruyff of Barcelona

ლეგენდალურმა ჰოლანდიელმა სახელი ”აიაქსში” თამაშით გაითქვა. ამსტერდამელთა შემადგენლობაში კრიუფი 1964-1973 წლებში ასპარეზობდა და ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 240 შეხვედრაში 190 გოლის ავტორი გახდა. სამშობლოში ასპარეზობის პერიოდში მან არაერთი ტიტული მოიგო. იგი ამის შემდეგ ”ბარსელონაში” გადაბარგდა, სადაც 5 წელი ითამაშა. მფრინავი ჰოლანდიელი სამჯერ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. სამწვრთნელო საქმიაობაში დიდ წარმატებას მან სწორედ კატალონიელთა მესაჭის როლში მიაღწია. ”ბარსელონაში” კრიუფმა   ახალი საფეხბურთო ფილოსოფია ჩამოაყალიბა, თანამედროვე ფეხბურთში კი მის მიმდევრად პეპ გვარდიოლა სახელდება. კრიუფი დღესაც მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელადაა მიჩნეული.

კენი დალგლიში

Blackburn Rovers Manager Kenny Dalglish

”მეფე კენი”, როგორც მას ”ლივერპულის” გულშემატკივრები ეძახიან, მერსისაიდელთა შემადგენლობაში 1977-1990 წლებში ასპარეზობდა. იქამდე კი შოტლანდიელი ფორვარდი გლაზგოს ”სელტიკის” ღირსებას იცავდა. დალგლიში ”ლივერპულის” ლიდერი იყო და ამ გუნდის მაისურით ყველა ტიტულის მფლობელი გახდა. სამწვრთნელო კარიერა მან სწორედ ”ენფილდზე” დაიწყო. 1985-91 წლებში შოტლანდიელმა მერსისაიდელებს 11 ტიტული მოაპოვებინა. იგი ”ლივერპულს” მწვრთნელის რანგში 2011-12 წლების სეზონში დაუბრუნდა, თუმცა ნაკლები წარმატებით და თანამდეობაც მალევე დატოვა. სხვა და სხვა დროს ასევე ”მეფე კენი” ”ბლექბერნს” და ”ნიუკასლს” ედგა სათავეში.

ანტონიო კონტე

Italy v Romania - International Friendly

იტალიელმა საფეხბურთო კარიერა ”ლეჩეში” დაიწყო, თუმცა მისი წარმატება ”იუვენტუსში” გატარებულ პერიოდს უკავშირდება. კონტე ტურინელთა მაისურით 1991-2004 წლებში ასპარეზობდა, ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 296 მატჩში 29 გოლის ავტორი გახდა. ყოფილ ნახევარმცველს აქტიური საფეხბურთო კარიერის განმავლობაში სერია ა ხუთჯერ აქვს მოგებული. მისი ყველაზე დიდი წარმატება კი 1995-96 წლების სეზონს უკავშირდება, როდესაც კონტემ ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიპოვა. იტალიელმა სამწვრთნელო საქმიანობა 2006 წელს ”არეცოში” დაიწყო. 2011 წელს კი მან ”იუვენტუსი” ჩაიბარა. ”ბებერმა ქალბატონმა” მისი მესაჭეობით სამჯერ სერია ა, ერთხელ იტალიის თასი და ორჯერ იტალიის სუპერ თასი მოიგო. ამჟამად კონტე იტალიის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელია, რომელსაც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზეც გაწვრთნის

დიეგო სიმეონე

FBL-ESP-LIGA-ATLETICO-ESPANYOL

“არგენტინელ ჯარისკაცს”, როგორც მას ეძახდნენ, შესანიშნავი საფეხბურთო კარიერა ჰქონდა. ”ჩოლოს” კარიერაში განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ეპიზოდი 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდა, როდესაც მან მსაჯს დევიდ ბექჰემი გააძევებინა. ამის გამო სიმეონეს ”ცუდი ბიჭი” შეარქვეს. არგენტინელ ნახევარმცველს ერთ-ერთ ყველაზე ტექნიკურ ფეხბურთელად მიიჩნევდნენ. ამჟამად სიმეონე მადრიდის ”ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელია, რომელთან ერთადაც ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო და კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

ლორან ბლანი

Real Madrid CF v Paris Saint-Germain - UEFA Champions League

ყოფილმა ფრანგმა მცველმა საფეხბურთო კარიერაში განსაკუთრებულ წარმატებას სანაკრებო დონეზე მიაღწია. 1998 წელს მან მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, 2000 წელს კი ბლანმა ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალიც ირგუნა. საკლუბო კარიერაში გამოსარჩევი მისი ”ბარსელონაში”, ”ინტერსა” და ”მანჩესტერში” გატარებული პერიოდია. ფრანგმა სამწვრთნელო კარიერაში სახელი ”ბორდოში” გაითქვა, როდესაც ჟირონდელებთან ერთად 2008-09 წლების სეზონში ლიგა 1-ის გამარჯვებული გახდა. ბლანმა საფრანგეთის ნაკრები 2012 წელს ევროპის ჩემპიონატზეც ათამაშა. ამჯამად იგი ”პარი სენ-ჟერმენის” დამრიგებელია.

კარლო ანჩელოტი

FBL-ESP-LIGA-REALMADRID-ALMERIA

ყოფილმა ნახევარმცველმა საფეხბურთო კარიერა ”პარმაში” დაიწყო, პირველი ტიტული კი ”რომაში” ასპარეზობის პერიოდში მოიპოვა. ამის შემდეგ იყო ”მილანი” სადაც 56 წლის დამრიგებელი 8 ტიტულის მფლობელი გახდა.  სამწვრთნელო საქმიანობაში მისი თავდაპირველი წარმატება სწორედ ”როსონერის” უკავშირდება. ”ლომბარდიელებს” მან ყველა საკლუბო ტიტული მოაპოვებინა. შემდეგ კი ”ჩელსი”, ”პსჟ” და მადრიდის ”რეალი” იყო. ანჩელოტი ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგო. მან ასევე სამ სხვადასხვა ქვეყანაში მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. იგი მომავალი სეზონიდან სათავეში მიუნხენის ”ბაიერნს” ჩაუდგება და შეეცდება, თავის შესანიშნავ კარიერას კიდევ არაერთი ტიტული შემატოს.

პეპ გვარდიოლა

FBL-GER-BUNDESLIGA-HANNOVER-BAYERN MUNICH

”ბარსელონას” ლეგენდამ სახელი სწორედ ამ გუნდში ასპარეზობით გაითქვა. ყოფილი მცველი ”კატალონიელთა” მაისურით არა ერთი ტიტულის მფლობელი გახდა. იგი ”ბლაუგრანას” ღირსებას 1990-2001 წლებში იცავდა და ამ დროის განმავლობაში 263 შეხვედრა ჩაატარა. გვარდიოლა ”ბარსელონას” სათავეში 2008 წელს ჩაუდგა. მან გუნდში ახალი სათამაშო ფილისოფია დაამკვიდრა, რითაც ”კამპ ნოუს” ბინადრები მსოფლიოს საუკეთესო კლუბად აქცია. გვარდიოლა ამჟამად მიუნხენის ”ბაიერნის” მთავარი მწვრთნელია, თუმცა უკვე ოფიციალურად გამოცხადებულია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი სათავეში მანჩესტერ ”სიტის” ჩაუდგება.

პეპ გვარდიოლა “მანჩესტერ სიტის” გაწვრთნის

5 იანვარს, მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მას ინგლისის პრემიერ ლიგაში ვიხილავთ.

როგორც ცნობილია, მისით “ჩელსი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “მანჩესტერ სიტია” დაინტერესებული. სულ რამდენიმე საათის წინ კი, Sky Sports-ის ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ესპანელი სპეციალისტი მომდევნო სეზონიდან, 100 პროცენტით, “მანჩესტერ სიტის” ჩაიბარებს.

მიულერი: “ეს არ გვაღელვებს”

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელი თომას მიულერი გუნდის მთავარი მწვრთნელის პეპ გვარდიოლას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ესპანელი სპეციალისტი სეზონის დასრულების შემდეგ ბავარიულ კლუბს დატოვებს, მას კი კარლო ანჩელოტი ჩაანაცვლებს.

“ამ საკითხზე საერთოდ არ ვღელავთ. ჩვენ გვინდა, რომ მიმდინარე სეზონში ყველაფერი მოვიგოთ. 2012-2013 წლების სეზონში, იუპ ჰაინკესიც მსგავს სიტუაციაში იყო, თუმცა ყველა ტიტული მოვიპოვეთ”, – ციტირებს მიულერის სიტყვებს Goal.Com-ი.

პეპ გვარდიოლას რეაქცია არტურო ვიდალის მოქმედებაზე “ლევერკუზენთან” მატჩში (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა პეპ გვარდიოლას მაშინ, როცა არტურო ვიდალი ისე არ მოქმედებდა, როგორც მას სურდა.

ჩაბი ალონსო გვარდიოლას მითითებებმა დაღალა (ვიდეო)

22 აგვისტოს, გერმანიის ბუნდესლიგაში, “ჰოფენჰაიმმა” საკუთარ მოედანზე “ბაიერნი” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ბავარიელთა ერთ-ერთი გოლის შემდეგ, პეპ გვარდიოლამ ჩაბი ალონსოსათვის მითითებების მიცემა გადაწყვიტა.

ფეხბურთელები, რომლებსაც გვარდიოლასა და მოურინიოსთან უმუშავიათ

რამდენიმე დღის წინ, პედრო როდრიგესი ლონდონის “ჩელსიში” გადავიდა, სადაც მისი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იქნება. პედრო არ არის პირველი ფეხბურთელი, რომელსაც გვარდიოლასა და მოურინიოსთან ერთად უმუშავია.

სპორტულმა პორტალმა Sportskeeda-მ დაასახელა შვიდი ფეხბურთელი, რომელთაც ჟოზე მოურინიოსა და პეპ გვარდიოლასთან უმუშავიათ.

სამუელ ეტოო

1

2

მაქსველი

2

3

ეიდურ გუდიონსენი

4

სესკ ფაბრეგასი

5

6

ჩაბი ალონსო

7

8

არიენ რობენი

10

9

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

11

12

პეპ გვარდიოლას სახე, როცა სხვა მწვრთნელები საუბრობენ (ვიდეო)

აუდის თასის გათამაშების დაწყების წინ, “მილანის”, “ბაიერნის”, “ტოტენჰემისა” და “რეალის” მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენციის დროს, კამერებმა პეპ გვარდიოლას უცნაური გამომეტყველება დააფიქსირეს.

გვარდიოლა: “ბაიერნს” ცუდად არ უთამაშია”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა აცხადებს, რომ მის გუნდს “ვოლფსბურგის” წინააღმდეგ ცუდად არ უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ 1 აგვისტოს, გერმანიის სუპერთასის მატჩში ერთმანეთს “ვოლფსბურგი” და “ბაიერნი” დაუპირისპირდნენ. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, საქმე კი პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც “ვოლფსბურგმა” გაიმარჯვა.

“სამწუხაროა, რომ თასი ჩვენ ვერ მოვიგეთ, რადგან გამარჯვებამდე რამდენიმე წუთი დაგვაკლდა. მეტოქემ კარგად ითამაშა, მათ ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს. რაც შეეხება ჩემს გუნდს, ვფიქრობ, ცუდად არც ჩვენ გვითამაშია. ყველა ფეხბურთელმა იბრძოლა, მაგრამ ვერ გავიმარჯვეთ”, – თქვა გვარდიოლამ.

პეპ გვარდიოლამ ჟერომ ბოატენგს დასცინა (ვიდეო)

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა და მცველი ჟერომ ბოატენგი ჟურნალისტების წინაშე წარსდგნენ და მათ კითხვებს უპასუხეს.

პრესკონფერენციის მიმდინარეობისას, პეპ გვარდიოლამ ბოატენგის ვარცხნილობაზე იხუმრა: “მე უკვე დავკარგე თმები, ამიტომ არ მაქვს იმის სურვილი, რომ ბოატენგის მსგავსი ვარცხნილობა მქონდეს.”

ელბერმა გვარდიოლას საუკეთესო შემცვლელი დაასახელა

“ბაიერნის” ყოფილმა შემტევმა ჯოვანი ელბერმა კლუბის პრესპექტივებზე ისაუბრა. ელბერი თვლის, რომ “ბაიერნის” ხელმძღავენლობა სწორად მოიქცევა, თუ მომავალში კლუბის თავაკცის პოსტზე “დორტმუნდის” ყოფილ დამრიგებელს, იურგენ კლოპს დანიშნავს.

“ვფიქრობ, რომ გვარდიოლა მომდევნო სეზონის შემდეგ “ბაიერნს” დატოვებს. მის ნაცვლად კი იურგენ კლოპის დანიშნვა ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა. მან ერთწლიანი პაუზა აიღო შემდეგ კი “ბაიერნში” მოვა. ის შესანიშნავი მწვრთნელია” – განაცხადა ელბერმა.