მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ბოლო დროს გავრცელებულ ამბებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის “მანჩესტერ სიტის” ჩაბარებას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ გერმანულ და ბრიტანულ პრესაში დაიწერა, რომ შესაძლოა, ესპანელი სპეციალისტი “მანჩესტერ სიტის” თავკაცი გახდეს.
“მანჩესტერ სიტი”? მე არანაირი შემოთავაზება არ მიმიღია და არც არაფერს ველი. იმედი მაქვს, რომ “ბაიერნში” დიდი ხნით დავრჩები. ამ კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს და ცხადია, არსად წასვლას არ ვაპირებ”, – თქვა გვარდიოლამ.