მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა აცხადებს, რომ მარიო გიოტცე კარგი ფეხბურთელია, თუმცა ლიონელ მესი სულ სხვა დონეა.
შეგახსენებთ, რომ გიოტცე ბავარიელთა რიგებს გასულ ზაფხულში შეუერთდა. მიუნხენელებმა დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა ფეხბურთელში 37 მილიონი ევრო გადაიხადეს.
“ვფიქრობ, გიოტცესა და მესის შედარება არ ღირს. ჩემი აზრით, მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მარიო “ბაიერნში” მხოლოდ პირველ სეზონს ატარებს, მაგრამ კარგად გამოიყურება, რაც ნამდვილად მახარებს.
გიოტცე ჯერ 21 წლისაა და ცხადია, მას აქვს იმის დიდი რესურსი, რომ უფრო მოუმატოს. ის კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მესი სულ სხვა დონეა”, – ამბობს გვარდიოლა.
დიტო ჭიჭინაძე