რა უთხრა გიგზმა რედნაპს?!

მას შემდეგ, რაც დევიდ მოიესის საშინელი შედეგების გამო შოტლანდიელმა კლუბი დატოვა, სეზონის უკანასკნელ ოთხ შეხვდრაში კლუბის მმართველობა რაიან გიგზმა ჩაიბარა.

გამომდინარე იქიდან, რომ გიგზი ძალიან დიდი პატივისცემით სარგებლობს “მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივართა შორის, კლუბი მას არ განშორდა და მწვრთნელის ასისტენტად დანიშნა.

თავის ახალ შენაძენთან დაკავშირებით საუბრისას, რომელსაც სწორედ “იუნაიტედიდან” წასული რიო ფერდინანდი წარმოადგენს, რედნაპმა აღნიშნა, რომ იგი მოხარულია ამ ტრანსფერით და მას ჯერ კიდევ სჯერა რიოსი.

“ის შესანიშნავია ამ როლისთვის. მე ის 14 წლის ასაკში გადმოვიბირე, ასე რომ მას სხვებზე უკეთ ვიცნობ.”

“ძალიან მოხარული ვარ, რომ ის კლუბში მყავს.”

“რაიან გიგზმა მითხრა, რომ მისი მწვრთნელად დარჩენის შემთხვევაში რიოს ნომერ 1 ცენტრალურ მცველად დატოვებდა.” – განაცხადა რედნაპმა.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/

რედნაპი: “მანჩესტერი პრემიერლიგას ვერ მოიგებს”

“ქუინს პარკ რეინჯერსის” მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა განაცხადა, რომ “მანჩესტერის” ახალი მწვრთნელი ლუი ვან გაალი კლუბს ჩემპიონობამდე ვერ მიიყვანს.

“ვან გაალი საკმაოდ ძლიერი სპეციალისტია, თუმცა შედეგის მისაღწევად მას მინიმუმ 4 ძლიერი ფეხბურთელის ყიდვა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში მანჩესტერული კლუბი პრემიერლიგის მოგებას ვერ შესძლებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მათი უშუალო კონკურენტები საკმაოდ ძლიერები არიან. იმედი მაქვს, “ლივერპულიც” კიდევ ერთ ლამაზ სეზონს შემოგვთავაზებს” – განაცხადა რედნაპმა.

ჰარი რედნაპი: „ახალგაზრდა ფეხბურთელებს ინგლისის ნაკრებში თამაში აღარ სურთ“

ფეხბურთის ინგლისელმა სპეციალისტმა ჰარი რედნაპმა განაცხადა, რომ ინგლისის ნაკრებს ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები აკლია. მისივე თქმით, ახალგაზრდებს ეროვნული ნაკრების რიგებში თამაშის სურვილი აღარ აქვთ.

„სულაც არ მაკვირვებს ის ფაქტი, რომ ინგლისის ნაკრებში პრაქტრიკულად არ არიან ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეები. ბევრ ფეხბურთელს უბრალოდ არ სურს ნაკრებში თამაში. „ტოტენჰემ ჰოთსპურში“ მუშაობის პერიოდში რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა, როდესაც მოთამაშეებმა მთხოვეს, რომ ნაკრებში არ გამეშვა.

ჩემი აზრით, მომავალში სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება. ფეხბურთელები კლუბებში ფანტასტიურ თანხებს გამოიმუშავებენ, თამაშობენ ჩემპიონთა ლიგაზე. მათ აღარ აქვთ ინგლისის ნაკრებში მოხვედრისთვის ბრძოლის მიზეზი“, – განაცხადა რედნაპმა, რომელიც ამჟამად ლონდონური „ქუინს პარკ რეინჯერსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ორი მატჩი უკვე დათმო და პლეი-ოფში თამაშის თეორიული შანსიც მოისპო.

 

ბენაიუნი „ქუინს პარკში“ ითამაშებს

ისრაელის ნაკრების კაპიტანმა იოსი ბენაიუნმა, როგორც მოსალოდნელი იყო, „ქუინს პარკ რეინჯერსთან“ გააფორმა კონტრაქტი. ებრაელმა ფეხბურთელმა დასავლეთლონდონურ კლუბთან 18-თვიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ცნობისთვის, „ქუინს პარკს“ ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში მესამე პოზიცია აქვს დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ ბენაიუნი უკანასკნელად ლონდონის „ჩელსის“ საკუთრებაში იყო. მიმდინარე წლის ზაფხულში ებრაელ ფეხბურთელს კონტრაქტი დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო. 33 წლის ნახევარმცველის მიმართ ინტერესს სხვადასხვა ევროპული კლუბები იჩენდნენ. საბოლოოდ, ბენაიუნმა შორს წასვლა არ არჩია და „ჩელსის“ მეზობელ გუნდში გადაბარგდა. აღნიშნული ტრანსფერის განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვის „ქუინს პარკის“ მთავარ მწვრთნელ ჰარი რედნაპს

ბექა დოგრაშვილი