ტიმ კეჰილმა MLS-ის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა

21 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გავიდა. “ჰიუსტონ დინამოსა” და “ნიუ იორკ რედ ბულსს” შორის გამართულ შეხვედრაში, ანგარიში ნიუ იორკელთა ავსტრალიელმა ფეხბურთელმა, ტიმ კეჰილმა გახსნა. “ევერტონის” ყოფილმა მოთამაშემ მეტოქის კარი მე-7 წამზე აიღო.