„ჰიუსტონი“ ისტორიაში მე-4 გუნდია, რომელმაც სასტარტო 5 მატჩი მინიმუმ 10 ქულით მოიგო

სამშაბათს „ჰიუსტონ როკტსმა“ გასვლაზე „მაიამი ჰიტი“ ანგარიშით 108:91 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში თავისი მეხუთე მატჩი მოიგო. განვლილ ოთხ შეხვედრაში ტეხასელებმა 10 ან უფრო მეტი ქულით იმარჯვეს.

ამ შედეგით ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში „როკეტსი“ მე-4 გუნდი გახდა, რომელმაც სეზონის სტარტზსე პირველი 5 მატჩი 10 ან უფრო მეტი ქულით მოიგო. აქამდე მსგავს წარმატებას „ბოსტონ სელტიკსმა (1957/58), „დენვერ ნაგეტსმა“ (1985/86) და „ნიუ-იორკ ნიქსმა“ (2012/13) მიაღწიეს.

„ჰიუსტონ როკეტსი“: სეზონის პრევიუ

წარმოგიდგენთ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოახლოებული სეზსონის მინი პრევიუს, რომელიც „ჰიუსტონ როკეტსის“ შესახებ მოგითხრობთ.

ჯეიმს ჰარდენმა გულშემატკივრებთან ერთად ითამაშა

„ჰიუსტონის“ ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა გულშემატკვირებთან ერთად ცნობილი თამაში, სახელად „H.O.R.S.E“ ითამაშა.

„ჰიუსტონის“ სეზონის ათი საუკეთესო ეპიზოდი

წარმოგიდგენთ ვიდეოს, რომელშიც „ჰიუსტონ როკეტსის“ მონაწილეობით განვლილი სეზონის ათი საუკეთესო ეპიზოდია ასახული.

სეზონის ათი საუკეთესო ეპიზოდი ჯეიმს ჰარდენის მონაწილეობით

წარმოგიდგენთ ვიდეოს, რომელშიც „ჰიუსტონ როკეტსის“ უკანახაზელის ჯეიმს ჰარდენის მონაწილეობით განვლილი სეზონის ათი საუკეთესო ეპიზოდია ასახული.

ლებრონის წასვლის შემთხვევაში, ბოში „ჰიუსტონში“ გადავა

ESPN.com-ის ინფორმაციით, ლებრონ ჯეიმსის „მაიამი ჰიტიდან“ წასვლის შემთხვევაში, კრის ბოში „ჰიუსტონ როკეტსის“ კალათბურთელი გახდება.

ბოშს ჯეიმსთან თამაშის გაგრძელების სურვილი აქვს, თუმცა ამავე დროს იგი „როკეტსის“ წინადადებას განიხილავს, რომელიც მას 4-წლიან კონტრაქტსა და 88 მილიონ დოლარს სთავაზობს. რაც შეეხება ჯეიმსს, როგორც ცნობილია, იგი კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, რადგან მის დაბრუნებას „კლივლენდ კავალიერსიც“ ცდილობს.

აღსანიშნავია, რომ „ჰიუსტონის“ მდგომარეობა ოთხშაბათს გაუარესდა, როდესაც ჩენდლერ პარსონსმა „დალას მავერიკსთან“ 3-წლიანი 45-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა. იმ შემთხვევაში, თუ „როკეტსი“ „მავერიკსის“ წინადადებას გაიმეორებს, რაზეც მხოლოდ 3 დღე აქვს, კლუბს ბოშის დამატების შანსი აღარ ექნება.

გარდა ამისა, ადგილის გათავისულებისთვის და კრისისთვის ხელფასის გადახდისთვის „ჰიუსტონს“ ომერ აშიკისა და ჯერემი ლინის გაშვება მოუწევს.

იაო მინი ჩინელ ინვესტორებთან ერთად „კლიპერსის“ ყიდვას აპირებს

„ჰიუსტონ როკეტსის“ ყოფილი ცენტრი იაო მინი ჩინელ ინვესტორებს ეძებს, რათა „ლოს-ანჯელეს კლიპერსი“ შეიძინოს. ამის შესახებაც ტვიტერზე ცნობილმა ჟურნალისტმა ბილ სიმონსმა დაწერა.

ცნობისთვის, დღეს „კლიპერსის“ მფლობელმა დონალდ სტერლინგმა, რომელსაც ლიგამ სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, თავის მეუღლეს კლუბის გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყების უფლება მისცა.

ალექსანდზრე მატევოსოვი

ფრანცისკო გარსია თავისუფალი აგენტი გახდება

„ჰიუსტონ როკეტსის“ სვინგმენი ფრანსისკო გარსია კონტრაქტის მხიედვით თავის ბოლო სეზონზე აურის თქმასა და სრულყოფილ თავისუფალ აგენტად გახდომას აპირებს, რის შესახებაც CSNNW.com-ის ჟურნალისტები წერენ.

მიმდინარე სეზონში გარსიამ მოედანზე საშუალოდ 19 წუთი გაატარა – მისმა მონაგარმა 5,7 ქულა და 2,2 მოხსნა შადგინა.

შეგახსენებთ, რომ დომინიკანის რესპუბლიკის ნაკრების წევრი „როკეტსს“ 2013 წელს „საკრამენტო კინგსიდან“ შეუერთდა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჰარდენმა „როკეტსის“ საკლუბო რეკორდი დაამყარა

„ჰიუსტონ როკეტსის“ უკანახაზელმა ჯეიმს ჰარდენმა „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან“ სერიის მესამე მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა ოვერტაიმში ანგარიშით 121:116 მოიგო, ახალი საკლუბო რეკორდი დაამყარა, რის შესახებაც „ESPN Stats & Info“ იტყობინება.

ჰარდენმა ზემოხსენებულ მატჩში 35 ბურთი ისროლა.

აქამდე ამ მაჩვენებლით „როკეტსის“ საკლუბო რეკორდი ჰაკიმ ოლაჯუვონს ეკუთვნდა, რომელსაც 1994 წლის ერთ-ერთ შეხვედრაში 34 სროლა ჰქონდა.

ცნობისთვის, ჯეიმსმა „პორტლენდთან“ შეხვედრაში ჯამში 13 ეპიზოდი ამოიყენა და 37 ქულა დააგროვა.

პორტლენდის პოლიცია „ტრეილ ბლეიზერსის“ დანაშაულს ამართლებს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის პირველ რაუნდში „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“ „ჰიუსტონ როკეტსთან“ 11 ქულას აგებდა, თუმცა ბოლო მეოთხედში მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა შეძლო და, საბოლოოდ, ანგარიშით 122:120 იმარჯვა.

„მსგავს საკითხებს უარყოფითად ვუყურებთ. მიუხედავად იმისა, რომ „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსმა“ „ჰიუსტონ როკეტს“ გამარჯვება მოპარა, ამ დანაშაულს ჩვენ ვამართლებთ“, – ნათქვამია პორტლენდის პოლიციის ტვიტერის გვერდზე.

ალექსანდრე მატევოსოვი

მაიკლ დანლივის „როკეტსთან“ მატჩში თავი გაუტეხეს (ვიდეო)

„ჰიუსტონ როკეტსთან“ მატჩში „ჩიკაგო ბულსის“ მცველს მაიკლ დანლივის თავი გაუტეხეს.

აღნიშნული ეპიზოდი მეორე მეოთხედში მოხდა, როდესაც მოთამაშეს მეტოქე გუნდის ფორვარდს ჩენდლერ პარსონს შეეჯახა.

კლუბის ექიმებმა დანლივის საჭირო დახმარება აღმოუჩინეს, რის შემდეგაც მან თამაში მესამე მეოთხედში განაახლა და 18 ქულაც დააგროვა. საბოლოოდ, „ხარებმა“ მატჩი დამაჯერებელი ანგარიშით, 111:87 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ „როკეტსის“ ტვიტერის ოფიცალურ გვერდზე შეხვედრის შემდგომ შემდეგი პოსტი გამოქვეყნდა: „რა ვისწავლეთ დღეს? ის, რომ მაიკლ დანლივის არასდროს უნდა ჩავარტყათ“.

აქვე წარმოგიდგენთ ამ მომენტის ამსახველ ვიდეოს:

ჰარდენის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

როგორც Ultimate Rockets-ის ჟურნალისტები წერენ, მუხლის ტრავმა, რომელიც „ჰიუსტონ როკეტსის“ უკანახაზელმა ჯეიმს ჰარდენმა „ინდიანა პეისერსთან“ მატჩის პირველი მეოთხედის დროს მიიღო, სერიოზული არ აღმოჩნდა.

ამის შესახებ კომენტარი გუნდის თავკაცმაც გააკეთა.

„ჰარდენი თავს კარგად გრძნობს. მან მხოლოდ მცირე დაზიანება მიიღო, სერიოზული არაფერია“, – განაცხადა „როკეტსის“ მთავარმა მწვრთვნელმა კევინ მაკჰეილმა.

შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონისთვის ერთ მოსამზადებელ შეხვედრაში ჯეიმსის საშუალო მონაგარმა 18 ქულა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი