სპორტულმა პორტალმა Sportskeeda-მ დაასახელა ყველაზე წარმატებული ექვსი ფეხბურთელი, რომლებიც სიღარიბეში გაიზარდნენ.
6. ალექსის სანჩესი
ალექსის სანჩესი ჩილეში, გარეუბან ტოკოპილაში დაიბადა. ალექსისი პატარა იყო, როცა მამამისმა მიატოვა. ის დედამ გაზარდა, რომელიც დამლაგებლად იმ სკოლაში მუშაობდა, სადაც სანჩესი სწავლობდა.
მომავალი ფეხბურთელი ბავშვობაში ბევრისათვის სათაკილო არაერთ სამუშაოს ასრულებდა, რაშიც მას ფულს უხდიდნე. იყო ისეთი პერიოდებიც, როცა მისი ოჯახი მწვრთნელისათვის თანხის გადახდასაც ვერ ახერხებდა.
5. ფრანკ რიბერი
რიბერი საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე კრიმინალურ უბანში გაიზარდა. იქ ყოფნის პერიოდში, ფრანგ ფეხბურთელს ბევრი უსიამოვნება შეემთხვა, სწორედ ამის შედეგია სახეზე ბევრი ნაიარევი.
გასაკვირია, მაგრამ 2003 წელს, როცა რიბერი 20 წლის იყო, ის მამამისთან ერთად მშენებლობაზე მუშაობდა. საბოლოოდ, მისი ცხოვრება “მეცში” გადასვლის შემდეგ შეიცვალა.
4. ანხელ დი მარია
დი მარია დასავლეთ არგენტინაში, მენდოზაში გაიზარდა. მის ოჯახს ძალიან უჭირდა, ამიტომ პატარა ანხელი მშობლებს სამუშაოზე ხშირად დაჰყვებოდა და მათ ეხმარებოდა.
დი მარიამ თამაში ადგილობრვი საფეხბურთო გუნდში, “ტორიტოში” დაიწყო. მომავალი ვარსკვლავის კარგი თამაში “როსარიო სენტრალის” სკაუტებს არ გამორჩენიათ და ამ კლუბის წარმომადგენლებმა “ტორიტოს” დი მარიას სანაცვლოდ 35 ბურთი მისცეს.
3. ზლატან იბრაჰიმოვიჩი
ზლატანის დედა ხორვატი იყო, მამა კი ბოსნიელი ალკოჰოლიკი გახლდათ. იბრაჰიმოვიჩი როზენგარდის კრიმინალურ უბანში გაიზარდა, სადაც არაერთ სირთულეს დაუპირისპირდა. როგორც თავის ავტობიუგრაფიულ წიგნში წერს, ზლატანს მეგობრებთან ერთად ველოსიპედიც კი მოუპარავს.
15 წლის ასაკში, იბრაჰიმოვიჩმა ფეხბურთისთვის თავის დანებება გადაწყვიტა, თუმცა მისმა მწვრთნელმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ზლატანი ფეხბურთს არ ჩამოშორებოდა
2. ლუის სუარესი
სუარესი მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. მის მშობლებს არ ჰქონდათ იმის საშუალება, რომ ლუისისთვის ბუცები ეყიდათ, ამიტომ პატარა ბიჭუნას თავად უწევდა ბევრი რაღაცის გაკეთება. 2003 წელს სუარესით “ნასიონალი” დაინტერესდა, ამის შემდეგ კი მის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა.
1. კრიშტიანო რონალდუ
კრიშტიანო პორტუგალიაში, მადეირაზე გაიზარდა. თავად ფეხბურთელმა ერთხელ განაცხადა, რომ მის ოჯახს ძალიან უჭირდა. მას თავის ორ დასთან და დედასთან ერთად ერთ ოთახში ეძინა. რონალდუს მართლაც რთული ბავშვობა ჰქონდა, 14 წლის ასაკში მომავალი ვარსკვლავი სკოლიდან იმიტომ გამოაგდეს, რომ მან მასწავლებელს სკამი ესროლა.