იბრაჰიმოვიჩი: “მხითარიანს მე ვასწავლე, თუ როგორ უნდა გაეტანა ქუსლით ნახტომში გოლი”

ზლატან იბრაჰიმოვიჩი პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მისმა თანაგუნდელმა, ჰერკიხ მხითარიანმა კი “სანდერლნედის” წინააღმდეგ დეკემბრის საუკეთესო გოლი გაიტანა.

შვედმა თავდამსხმელმა ჯილდოს მიღების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და გაანაცხადა, რომ სომეხ თანაგუნდელს მან ასწავლა, როგორ უნდა გაეტანა ქუსლით ნახტომში გოლი.

“ვფიქრობ, ჰერნიხმა გაიტანა გოლი, რომელსაც სიტყვებით ვერ აღწერ და მასზე ვერც იოცნებებ.”

“მიხარია, რომ ესაა გოლი, რომელიც ხალხს მარად ემახსოვრება. ასევე, ბედნიერი ვარ, რომ იმ მომენტში მეც მივიღე მონაწილეობა. მხითარიანმა ამ გოლით ძალიან ბევრი გულშემატკივარი გააოცა. ფანები ხშირად ვერ უყურებენ ასეთ მომენტებს.”

“მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე კვირა ვავარჯიშებდი მხითარიანს ასეთი გოლის გატანაზე. მას ზუსტად ისეთი პასი გავუკეთე, როგორიც სჭირდებოდა ქუსლით ნახტომში დასარტყმელად,” – განაცხადა “იბრამ”.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” პრემიერ ლიგაში ზედიზედ მეექვსე შეხვედრა მოიგო (ვიდეო)

დღეს პრემიერ ლიგის მე-20 ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შეხვედრაში “ვესთ ჰემმა” “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო.

შეხვედრა სტუმართა უპირატესობით წარიმართა. “წითელ ეშმაკებს” წარმატებისკენ სვლაში იმანაც შეუწყო ხელი, რომ მე-15 წუთზე მეტოქის ერთ-ერთი ფეხბურთელი, სოფიან ფეგული გააძევეს მოედნიდან. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა.

მეორ ენახევრის 63-ე და 78-ე წუთებზე, შესაბამისად, ხუან მატამ და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გამოიჩინეს თავი. საბოლოოდ, ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა, ანგარიშთ, 2:0 იმარჯვეს.

საგულისხმოა, რომ ეს მოგება “მანჩესტერისთვის” ზედიზედ მეექვსეა პრემიერ ლიგაში. ეს გუნდი 39 ქულით მე-6 ადგილზეა. ხოლო, “ვესთ ჰემს” 22 ქულა აქვს და მე-13 საფეხურზე იმყოფება.

იხილეთ ვიდეო

 

იბრაჰომოვიჩი: “რონალდუს ამ ყველაფრისთვის ბუნებრივი ნიჭით არ მიუღწევია”

“მანჩესტერ-იუნაიტედის” ფეხბურთელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ბრაზილიელი რონალდინიო და კრიშტიანუ რონალდუ შეადარა ერთმანეთს.

“რონალდინიო იყო ბუნებრივი. იგი საკუთარი ნიჭით აკეთებდა ყველაფერს. უბრალოდ, უცქერდი და გაოცდებოდი. მის დრიბლინგზე და შემდეგ მომენტის დასრულებაზე ძალიან ბევრი კარგი რამის თქმა შეიძლება.”

“ბრაზილიელი დაიბადა, რომ ყოფილიყო ის, რაც იყო. მან ეს ყველაფერი ბუნებრივი ტალანტით გააკეთა.”

“რაც შეეხება რონალდუს, მასთან ერთად არასდროს მითამაშია. მისთვის უფრო რთული იყო მიეღწია იმას, რა დონეზეც ახლაა. რონალდუს ამ ყველაფრისთვის ბუნებრივი ნიჭით არ მიუღწევია. ეს უდიდესი შრომის შედეგია,” – განაცხადა “იბრამ”.

კარიკატურა: როგორ ფორმაში ითამაშებენ ფეხბურთს ბუფონი და იბრაჰიმოვიჩი უფრო დიდ ასაკში? (ფოტო)

ჯანლუიჯი ბუფონი კარიერას 40 წლამდე აგრძელებს. რაც შეეხება, ზლატან იბრაჰიმოვიჩს, შვედმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მას საყვარელი საქმის კეთება 50 წლამდე შეუძლია.

ომარ მომანიმ ხანდაზმული სპორტსმენები ასე წარმოგვიდგინა

 

იბრაჰიმოვიჩი MLS-ში?

ინგლისური გამოცემა, The Sun-ი იტყობინება, რომ MLS-ში მოთამაშე გუნდს, “ლოს ანჯელეს გალაქსის” “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი სურს.

შვედმა ფეხბურთელმა გასულ ზაფხულზე გააფორმა წითელ ეშმაკებთან ერთწლიანი კონტრაქტი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჟოზე მოურინიო 35 წლის სპორსტმენს შესანიშნავად იყენებს. “იბრა” გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

როგორც პორტუგალიელ სპეციალისტს, ასევე მის შეგირდსაც სურს, რომ, თუ ზლატანის ფიზიკური კონდინციები საშუალებას მისცემს, მან  მომდევნო წლებშიც ითამაშოს ინგლისურ გრანდში.

თავის მხრივ, ლოს ანჯელესური კლუბი შვედს კარგ პირობებს ჰპირდება.

საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს “მანჩესტერის” მოთამაშე.

მხითარიანის ქუსლით გაკეთებული ეფექტური პასი და იბრაჰიმოვიჩის გოლი (ვიდეო)

დღეს ინგლისის ლიგის თასის შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთ მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედი” “ვესტ ჰემს” უპირისპირდება. მასპინძლებმა უკვე შეძლეს ანგარიშის გახსნა. თავი ზლატან იბრჰიმოვიჩმა მე-2 წუთზე მხითარიანის ლამაზი პასის შემდეგ გამოიჩინა.

იხილეთ ვიდეო

 

იბრაჰიმოვიჩი “არსენალთან” მატჩს გამოტოვებს

დღეს პრემიერ ლიგის მე-11 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “სუონსი” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდა და მეტოქესთან, ანგარშით, 1-3 დამარცხდა. “წითელი ეშმაკებიდან” გოლები პოგბამ და იბრაჰიმოვიჩმა (2) გაიტანეს. მასპინძლებიდან თავი მაიკ ვან დე ჰორნმა გამოიჩინა.

საგულისხმოა, რომ ამ მატჩის 76-ე წუთზე ზლატანმა ყვითელი ბარათი მიიღო. ეს გაფრთხილება ამ სეზონში რიგით მეუხთე იყო შვედი ფორვარდისთვის. შესაბამისად, მას პრემიერ ლიგის მომდევნო ტურის შეხვედრის გამოტოვება მოუწევს, რომელშიც 19 ნოემბერს “მანჩესტერი” “ოლდ ტრაფორდზე” “არსენალს” დაუპირისპირდება.

იბრაჰიმოვიჩი: “გავიფიქრე, რომ პრემიერ ლიგაში 25 000 გოლი მხოლოდ მე გავიტანე”

დღეს პრემიერ ლიგის მე-11 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “სუონსი” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდა და მეტოქესთან, ანგარშით, 1-3 დამარცხდა. “წითელი ეშმაკებიდან” გოლები პოგბამ და იბრაჰიმოვიჩმა (2) გაიტანეს. მასპინძლებიდან თავი მაიკ ვან დე ჰორნმა გამოიჩინა.

საგულისხმოა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ამ შეხვედრაში კარერის მე-400, ხოლო, პრემიერ ლიგის ისტროიაში კი 25 000-ე გოლი გაიტანა. მან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ძალიან დაბნეული ვიყავი, როცა რიცხვ – 25 000-ის შესახებ გავიგე. უცებ, მეგონა, რომ პრემიერ ლიგაში ამ რაოდენობს გოლი გავიტანე,” – იხუმრა შვედმა.

“დერბის შემდეგ არ გამიტანია. მიუხადეავად ამისა, მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემი შესაძლებლობების მჯეროდა და მომავალს იმედით ვუყურებდი. როცა შენით იქმნი ისეთ მომენტებს, როგორიც მე შევიქმენი, გოლის გატანა აღარაა რთული. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ, როგორც იქნა, მოვიგეთ!” – განაცადა “იბრამ”.

მერსონი მოურინიოს: “იბრაჰიმოვიჩი სკამზე დასვი, რუნი და მხითარიანი კი ათამაშე”

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი პოლ მერსონი მიიჩნევს, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი მსოფლიო დონის მოთამაშის ფუნქციებს ვეღარ ასრულებს და რომ მოურინიომ ის სკამზე უნდა დასვას.

“იბრაჰიმოვიჩი მსოფლიო დონის ფეხბურთელი იყო, თუმცა ახლა ის 35 წლისარის. ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა რიგებში ირიცხებოდა, მაგრამ ზლატანი იგივე ფეხბურთელი აღარ არის. 35 წლის ასაკში ლიონელ მესიც კი ვერ იქნება ამ დონეზე.

კვირას კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მას კვირაში ორჯერ თამაში აღარ შეულძლიათ. მან ხუთშაბათსა და კვირას ითამაშა, თუმცა წესიერად ერთხელაც არ დაურტყამს.

ვფიქრობ უკეთესი იქნება, თუ მოურინიო ჰენრიკ მხითარიანს უფრო მეტ დროს დაუთმობს, რომელსაც იქს ფაქტორი ნამდვილად გააჩნია. მსგავსად მხითარიანისა, სასტარტოში უნდა დაბრუნდეს უეინ რუნიც, რომელიც საჭირო დროს შესაძლოა, ძალზედ გამოსადეგიც კი იყოს.”

“ლივერპული” “ახალი ზლატანით” ინტერესდება

შვედური გაზეთი, Expressen-ი იტყობინება, რომ მერსესაიდის “ლივერპული” სერიოზულად არის დაინტერესებული “ახალ ზლატანად” წოდებული 17 წლის შვედი თავდამსხმელით, ალექსანდერ ისაკით.

ახალგაზრდა ტალანტი გოტენგბურგის “აიკში” 2016 წლის მარტიდან გამოდის. მან 25 მატჩში 12 გოლი გაიტანა. ისაკი შვედეთის 17 წლამდე ეროვნული ნაკრების წევრიცაა.

17 წლის მოთამაშით, გარდა “ლივერპულისა”, ისეთი გრანდები ინტერესდებიან, როგორიც “მანჩესტერ იუნაიტედი” და “პსჟ”-ა.

მოკლედ, შვედ ფეხბურთელს არჩევანი დიდი აქვს. საინტერესოა, რომელ გუნდს აირჩევს იგი. ან, შესაძლებელია, არ იჩქაროს, “აიკში” დარჩეს და იქ განაგრძოს განვითარება.

პრემიერ ლიგა: მეხუთე ტურის ყველაზე ცუდი ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები (ფოტო)

დასრულდა პრემიერ ლიგის მეხუთე ტური, სადაც ბევრი საინტერესო მატჩი გაიმართა.

Goal.Com-ი გვთავაზობს ამ ტურის ყველაზე ცუდ გუნდს.

მაცარი: “იბრაჰიმოვიჩის მსგავს ფეხბურთელებს უკვდავებს ვეძახი”

“უოტფორდის” მთავარმა მწვრთნელმა, ვოლტერ მაცარიმ “მანჩესტერ იუნაიტედთან” გასამართ მატჩამდე პრესასთან ისაუბრა. “ინტერის” ექს-თავკაცმა მანჩესერელთა ქებას საკმაოდ დიდი დრო დაუთმო, მისი თქმით ის ერთ-ერთია “უკვდავთაგან”.

“იბრაჰიმოვიჩის მსგავს ფეხბურთელებს უკვდავებსა და მუდმივებს ვეძახი. ზლატანის წინააღმდეგ არაერთხელ მითამაშია (როგორც მწვრთნელი) და ძალიან კარგად ვიცი,რომ მას მატჩის ბედის გადაწყვეტა საკმაოდ ადვილად შეუძლია.

როგორც ყოველთვის, ჩვენ ახლაც ვეცდებით მისგან თავი დაცვას. ამასთანავე ვცდილობ არ დავივიწყო ის, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” მხოლოდ ზლატანი არ არის.

უეინ რუნი, მარუან ფელაინი და სხვანი – გუნდი მშვენიერი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ფრთხილად უნდა ვიყოთ.”