21 აპრილს, კატალონიის “ბარსელონასა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართული მატჩის დაწყების წინ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ლიონელ მესი ერთმანეთს თბილად შეხვდნენ.
ჭდე: იბრაჰიმოვიჩი
უცნობი ვიდეო: სასტუმროში მომუშავე ზლატან იბრაჰიმოვიჩი (ვიდეო)
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა სახალისო ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ასრულებს ზლატანი სასტუმროში მომსახურე ადამიანის როლს.
2002 წელს იბრაჰიმოვიჩი “აიაქსის” ღირსებას იცავდა და ამავდროულად, შვედეთის ნაკრებშიც წარმატებას აღწევდა. 2002 წელს, შვედეთში ზლატანის დაჯილდოვება დააპირეს, იქამდე კი სახალისო ვიდეორგლოლიც გადაიღეს.
– ზლატან, კარგად ხარ? კიბეებზე წაიქეცი.
– მე ფეხბურთელი ვარ, “აიაქსის” ღირსებას ვიცავ და ასევე, შვედეთის ნაკრებში ვთამაშობ. შეხედე, მე-9 ნომერი ვარ.
– მე-9 ნომერი პეპე ენგია.
– რა?!
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა რამდენიმე წუთის წინ ბრწყინვალე გოლი გაიტანა (ვიდეო)
11 აპრილს, საფრანგეთში, “ბასტიასა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართულ მატჩში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლი “სენტ-ეტიენის” კარში, რომელიც უნდა ნახოთ (ვიდეო)
8 აპრილს, საფრანგეთის თასზე, “პარი სენ-ჟერმენსა” და “სენტ-ეტიენს” შორის გამართულ მატჩში (4:1), იბრაჰიმოვიჩმა მეტოქის კარში ბრწყინვალე გოლი გაიტანა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “პარი სენ-ჟერმენის” მაისურით მე-100 გოლი გაიტანა (ვიდეო)
8 აპრილს, საფრანგეთის თასზე, “პარი სენ-ჟერმენსა” და “სენტ-ეტიენს” შორის გამართულ მატჩში, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პარიზული კლუბის მაისურით მეასე გოლი გაიტანა.
ზლატანი აკეთებს იქ, სადაც სურს – რა მოხდა “მარსელის” სტადიონზე? (ვიდეო)
5 აპრილს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “მარსელსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართულ მატჩში (2:3), კამერებმა დააფიქსირეს, თუ რა გააკეთა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გასახდელებთან ახლოს.
არველაძე და იბრაჰიმოვიჩი და კიდევ 10 ვარსკვლავური წყვილი, რომლებიც ერთად თამაშობდნენ
ფეხბურთის ისტორიის განმავლობაში, ყოფილა შემთხვევები, როცა გამორჩეულ ფეხბურთელებს ერთ გუნდში ცოტა ხნით უთამაშიათ, ამიტომ ბევრს არ ახსოვს, რომ ისინი ოდესღაც ერთი გუნდის ღირსებას იცავდნენ.
დიეგო სიმეონე – ანდრეა პირლო (“ინტერი”, 1998-99)
რივალდო – იაია ტურე (“ოლიმპიაკოსი”, 2005-06)
მარიო ჟარდელი – კრიშტიანო რონალდუ (“სპორტინგი”, 2002-03)
რონალდინიო – მიკელ არტეტა (“პარი სენ-ჟერმენი”, 2001-02)
ზლატან იბრაჰიმოვიჩი – იარი ლიტმანენი (“აიაქსი”, 2002-04)
ფრენკ ლამპარდი – დავორ შუკერი (“ვესტ ჰემი”, 2000-01)
ანტონიო კასანო – ხოსეპ გვარდიოლა (“რომა”, 2002-03)
ჩავი – დემეტრიო ალბერტინი (“ბარსელონა”, 2005)
რადამელ ფალკაო – ალექსის სანჩესი (“რივერ პლეიტი”, 2007-08)
დანი – პეპე (“მარიტიმო”, 2003-2004)
ზლატან იბრაჰიმოვიჩი – შოთა არველაძე (“აიაქსი”, 2001 წელი)
ქინქლაძე, იბრაჰიმოვიჩი და კიდევ 18 ყველაზე გადამეტფასებული ფეხბურთელი “ტელეგრაფის” ვერსიით
ბრიტანულმა “ტელეგრაფმა” დაასახელა ოცი ფეხბურთელი, რომლებსაც გულშემატკივრები და ფეხბურთის სპეციალისტები იმაზე მეტად აფასებენ, ვიდრე იმსახურებენ.
20. გიორგი ქინქლაძე
თუ არსებობს ისეთი ფეხბურთელი, ვისაც თავისი რეპუტაცია მხოლოდ ერთი გოლით აუმაღლებია, ასეთი ძალიან ტექნიკური გიორგი ქინქლაძეა. ქართველმა ფეხბურთელმა “საუთჰემპტონს” მართლაც შესანიშნავი გოლი გაუტანა. ქინქალაძემ “მანჩესტერ სიტის” მაისურით ჩატარებულ 122 შეხვედრაში მეტოქეთა კარის დალაშქვრა 22-ჯერ მოახერხა. ამის შემდეგ, მან “აიაქსის”, “დერბის”, “ანორთოსისისა” და ყაზანის “რუბინის” შემადგენლობაში ითამაშა.
19. კარლოს ვალდერამა
თუ ქინქლაძე თავისი ლამაზი გოლით გამოირჩეოდა, კარლოს ვალდერამა გამორჩეული თავისი ვარცხნილობით იყო. მიუხედავად იმისა, რომ კოლუბმიელი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი იყო, მან მხოლოდ ორ ევროპულ კლუბში – “მონპელიესა” და “რეალ ვალიადოლიდში” ითამაშა.
18. ნიკოლას ანელკა
ფრანგმა ფეხბურთელმა კარიერის განმავლობაში 12 კლუბში ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ ის ხშირად ძლიერ გუნდებში ხვდებოდა, გატანილი გოლების რაოდენობით ვერ გამოირჩეოდა.
17. ფლორან მალუდა
ამბობენ, რომ ფეხბურთელს კლასი არ ეკარგება, ხოლო სათამაშო ფორმა – კი. ამის კარგი მაგალითია ფლორან მალუდა, რომელიც “ჩელსის” 2007 წელს შეუერთდა და ლონდონური კლუბი 2013 წელს დატოვა.
16. დენილსონი
დენილსონმა 2002 წელს, ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მუნდიალი მოიგო. იქამდე კი, 1998 წელს ის “ბეტისმა” შეიძინა. მაშინ, ესპანურმა კლუბმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ბრაზილიელ ფლეიმეიქერში 21.5 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაიხადა.
15. დავიდ ჟინოლა
თავის დროზე, ჟინოლა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა მისი საქმეები ცუდად განვითარდა. ფრანგ ფეხბურთელს მწვრთნელებთან პრობლემები ექმნებოდა, სწორედ ამიტომ, ის რომელიმე გუნდში სამ წელზე დიდხანს არ გაჩერებულა.
14. უეინ რუნი
მიუხედავად იმისა, რომ ინგლისში რუნი ერთ-ერთ საუკეთესოდ მიაჩნიათ, მას კარგი სტატისტიკა სულაც არ აქვს. ამიტომ, ის არ შეიძლება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს შორის დავაყენოთ.
13. ადრიანო
ალბათ, მას შეეძლო, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი ყოფილიყო, მაგრამ მან თავისი ნიჭი გაანიავა. ბრაზილიელი ფეხბურთელი კლუბებსა და სხვა გასართობ დაწესებულებებში დიდ დროს ატარებდა, ამიტომ მისი კარიერა ცუდად განვითარდა.
12. რობერტო ბაჯო
მიუხედავად იმისა, რომ ბაჯო გამორჩეული ფეხბურთელი იყო, მას დიდი რანგის მატჩების გამოტოვება ხშირად უწევდა. შეიძლება, ითქვას, “მილანის”, “ინტერისა” და “იუვენტუსის” ყოფილ მოთამაშეს ყველაზე პრესტიჟული ტიტულები არასოდეს მოუგია.
11. სტივენ ჯერარდი
სტივენ ჯერარდს, შეიძლება, ვუწოდოთ ძალიან კარგი, მაგრამ არა დიდი ფეხბურთელი. მართალია, “ლივერპულის” კაპიტანს ჩემპიონთა ლიგა მოგებული აქვს, მისი შეცდომების გამო, ლივერპულელებმა ტიტულის მოგების შანსიც დაკარგეს.
10. ჯეკ უილშირი
გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, რამდენი მომენტი გახსოვთ ისეთი, სადაც გამოჩნდა, რომ ჯეკ უილშირი ძალიან დიდი ფეხბურთელია? მას კვლავაც ინგლისის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად თვლიან, თუმცა, ალბათ, ჩვენ მასზე უკეთესებიც გვიხილავს.
9. სერხიო რამოსი
რამოსს გაუმართლა, რომ ესპანურ ფეხბურთში იმ დროს გამოჩნდა, როცა ყველაზე დიდი როლი ნახევარდაცვის ხაზს აკისრია. 29 წლის მცველი წყობიდან ხშირად გამოდის, სწორედ ამიტომ მას კარიერაში ბევრი წითელი ბარათი დაუგროვდა.
8. უესლი სნეიდერი
წესით, ახლა, სნეიდერი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კლუბში უნდა ყოფილიყო, მაგრამ მისდამი დიდი ინტერესის მიუხედავად, ჰოლანდიელმა თურქულ “გალათასარაიში” თამაში არჩია.
7. ეზეკილ ლავესი
ლავესი ბევრს დარბის, ბევრს შრომობს, მაგრამ რეალურად, ის ძალიან კარგი ფეხბურთელი არ არის. მიმდინარე სეზონში, “პარი სენ-ჟერმენის” რიგებში ჩატარებულ 31 შეხვედრაში მეტოქეთა კარის დალაშქვრა მხოლოდ ოთხჯერ მოახერხა.
6. დავიდ ლუისი
დავიდ ლუისი ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია, რომელსაც აქვს ძლიერი დარტყმა. ხშირად, ჰგონიათ, რომ ის მცველი საერთოდ არ არის. 2014 წლის მუნდიალზე, მან არაერთი შეცდომა დაუშვა, რისი კარგი მაგალითიც გერმანიის ნაკრებთან ჩატარებული შეხვედრაა.
5. ფაუსტინო ასპრილა
უდაოა, რომ ის ძალიან ნიჭიერი იყო, მაგრამ მას ძალიან ბევრი დაბრკოლება ექმნებოდა. კოლუმბიელი ფეხბურთელის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტი “ბარსელონას” კარში გატანილი სამი გოლი იყო.
4. ზლატან იბრაჰიმოვიჩი
არავინ უარყოფს, რომ ზლატანი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ რეალურად, არის ის ისეთი კარგი მოთამაშე, როგორადაც მას თვლიან? აღსანიშნავია, რომ იბრაჰიმოვიჩს ჩემპიონთა ლიგა არასოდეს მოუგია.
3. რადამელ ფალკაო
ფეხბურთელი, რომელშიც ყოველთვის დიდ თანხას იხდიან, მაგრამ კოლუმბიელი “მანჩესტერ იუნაიტედში” ძალიან ცუდად თამაშობს. მხოლოდ ორი გატანილი გოლი 22 მატჩში.
2. რობინიო
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელშიც დიდი თანხა გადაიხადეს, თუმცა მასზე დაკისრებული ავანსები ვერ გაამართლა. ბრაზილიელმა თავდამსხმელმა “რეალის”, “მანჩესტერ სიტისა” და “მილანის” რიგებში ითამაშა, თუმცა ამ გუნდებში საუკეთესო სულაც არ ყოფილა.
1. მარიო ბალოტელი
ბალოტელი 24 წლისაა და მან უკვე მოასწრო “ინტერში”, “მანჩესტერ სიტიში”, “მილანსა” და “ლივერპულში” თამაში. ალბათ, იტალიელმა თავდმასხმელმა სახელი უფრო მოეტად იმით გაითქვა, რომ მოედნის მიღმა ძალიან აქტიურობს.
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ირანის ნაკრებთან მატჩში 4 წამში 2 მაკრატელა შეასრულა (ვიდეო)
31 მარტს, შვედეთისა და ირანის ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 4 წამში მაკრატელა დარტყმის შესრულება ორჯერ სცადა, თუმცა მისი ორივე მცდელობა უშედეგო გამოდგა.
პარიზში იბრაჰიმოვიჩის შემცვლელზე ფიქრობენ
პსჟ-ს სამწვრთნელო შტაბის ინტერესთა სფეროში “ბარსელონას” ფორვარდი, ნეიმარი მოხვდა. ინფორმაციას Le Parisien-ის ჟურნალისტი, ლორან პერინი ავრცლებს. მისი სიტყვებით, ფრანგულ კლუბში ბრაზილიელ შემტევს ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელად მოიაზრებენ.
“ნეიმარი პარიზელთა მთავარი სამიზნეა. თუმცა, თუ ლიონელ მესის ყიდვის შესაძლებლობა გაჩნდება, კლუბში ბევრს არ იფიქრებენ და არგენტინელის ტრანსფერს განახორციელებენ” -ამბობს ჟურნალისტი.
აღსანიშნავია, რომ “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბარტომეუმ არაერთხელ აღნიშნა, რომ კლუბი ამ ფეხბურთელების გაყიდვაზე არ ფიქრობს.
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარიერაში ყველაზე კურიზოული გოლი გაიტანა (ვიდეო)
27 მარტს, მოლდოვისა და შვედეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში (0:2), ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ძალიან კურიოზული გოლი გაიტანა.
ტიერი ანრი ზლატან იბრაჰიმოვიჩის საქციელს გამოეხმაურა
ლონდონის “არსენალისა” და “კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი 15 მარტს, ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიერ ჩადენილ საქციელს გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, რომ “ბორდოსთან” გამართული მატჩის შემდეგ, იბრაჰიმოვიჩი მსაჯებს გაუბრაზდა და მათ შეურაწყოფაც კი მიაყენა.
“ზლატანი არაჩვეულებრივი ადამიანია. ის ძალიან კეთილია და ერთად ხშირად ვხუმრობთ. საფრანგეთში, ადამიანებმა უნდა გაარკვიონ, თუ რა სურთ სინამდვილეში. თავდაპირველად, ისინი იმაზე ჩიოდნენ, რომ ჩემპიონატში ვარსკვლავების ნაკლებობა იყო, ახლა კი მათ ჰყავთ იბრაჰიმოვიჩი, რომელსაც ხშირად აკრიტიკებენ.
იბრა ტემპერამენტულია და ხშირად ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. ასეთი ხასიათის მქონე ფეხბურთელს მსოფლიოში იშვიათად ნახავთ”, – ამბობს ანრი.