საფეხბურთო პორტალმა KickTV-მ დაასახელა ხუთი ყველაზე ბრაზიანი ფეხბურთელი მსოფლიოში.
5. ზლატან იბრაჰიმოვიჩი
4. ჯოი ბარტონი
3. ელ ჰაჯი დიუფი
2. დიეგო კოშტა
1. პეპე
20 მარტს, საფრანგეთის ჩემპიონატში “პარი სენ-ჟერმენსა” და “ლორიენს” შორის გამართულ მატჩში (3:1) ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჰეთ-თრიქის შესრულება მოახერხა.
მესამე გოლი შვედმა თავდამსხმელმა ორიგინალურად აღნიშნა. როგორც ფრანგულ პრესაში წერენ, იბრას ჟესტი იმ ფრანგი პოლიტიკოსების მისამართით იყო გაკეთებული, რომლებმაც ის გააკრიტიკეს.
20 მარტს, საფრანგეთის ჩემპიონატში “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარ მოედანზე “ლორიენი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
მატჩის მიმდინარეობისას, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ეზეკილ ლავესის ბრწყინვალე პასი გაუკეთა.
ბელგიური ტელეკომპანიის RTL-ის ჟურნალისტმა ერთ-ერთ გადაცემაში “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელის ზლატან იბრაჰიმოვიჩის სახელი და გვარი შეცდომით წარმოთქვა და მას “იბრაჰიმ ზლატანოვიჩი” უწოდა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “ბორდოსთან” გამართული მატჩის შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა.
შეგახსენებთ, რომ 15 მარტს, საფრანგეთის ჩემპიონატში “ბორდომ” საკუთარ მოედანზე “პსჟ” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა. შვედმა თავდამხსხმელმა მეტოქის კარში ორი გოლის გატანა მოახერხა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ზლატანი უკმაყოფილებას ვერ მალავდა და მოედანი გინებით დატოვა.
რამდენიმე საათის წინ, იბრაჰიმოვიჩმა სოციალურ ქსელ Facebook-ში ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მან თავისი სიტყვები განამრთა.
“მინდა, განვმარტო, რომ ჩემი სიტყვები საფრანგეთს ან ფრანგ ხალხს არ ეხება. მე ფეხბურთზე ვსაუბრობდი. დავმარცხდი, ამის აღიარება შემიძლია, მაგრამ როცა მსაჯი წესების მიხედვით არ მოქმედებს, მარცხის აღიარება რთულია. ასეთი რამ პირველად არ ხდება, დავიღალე.
მათ, ვისაც ჩემი სიტყვებით გული ეტკინათ, ბოდიშს ვუხდი”, – აცხადებს ზლატანი.
აღსანიშნავია, რომ იბრაჰიმოვიჩს ბოდიში მოხდისაკენ საფრანგეთის სპორტის მინისტრმაც მოუწოდა.
15 მარტს, საფრანგეთის ჩემპიონატში “ბორდომ” საკუთარ მოედანზე “პსჟ” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ძალიან გაბრაზებული გახლდათ და ის უკმაყოფილებას არც კამერებთან მალავდა. შვედი თავდამსხმელი კამერების წინ გინებასაც კი არ მოერიდა.
“15 წლის განმავლობაში, ასეთი ცუდი მსაჯი არსად მინახავს. ეს ქვეყანა “პარი სენ-ჟერმენს” არ იმსახურებს”, – თქვა იბრამ.
შეგახსენებთ, რომ პარიზელთა მხრიდან ორივე გოლი იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა.
სპორტულმა პორტალმა Sportskeea-მ თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავების მიერ შესრულებული ათი ყველაზე დასამახსოვრებელი ჰეთ-თრიქი დაასახელა.
1. ლიონელ მესი
“ბარსელონა” – “რეალი (2007 წელი)
2. დენის ბერგკამპი
“არსენალი” – “ლესტერი” (1997 წელი)
3. რივალდო
“ბარსელონა” – “ვალენსია” (2002 წელი)
4. რონალდო
“რეალი” – “მანჩესტერ იუნაიტედი” (2003 წელი)
5. კრიშტიანო რონალდუ
პორტუგალია – შვედეთი (2013 წელი)
6. ზლატან იბრაჰიმოვიჩი
შვედეთი – ინგლისი (2012 წელი)
7. რობინ ვან პერსი
“მანჩესტერ იუნაიტედი” – “ოლიმპიაკოსი” (2014 წელი)
8. გარეტ ბეილი
“ტოტენჰემი” – “ინტერი” (2010 წელი)
9. სერხიო აგუერო
“მანჩესტერ სიტი” – “ბაიერნი” (2014 წელი)
10. ანდრეი არშავინი
“არსენალი” – “ლივერპული” (2009 წელი)
“სტემფორდ ბრიჯზე”, ჩემპიონთა ლიგის განმეროებითი 1/8 ფინალური შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი ზლატან იბრაჰიმოვიჩის გაძევება გახდა. საკმაოდ საკამათო ეპიზოდში ბიორნ კუიპერსმა მატჩის 31-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩის გაძევება გადაწყვიტა. ამ ეპიზოდში მთავარი მსაჯისგან წითელი ბარათის ამოღებას 9 ლონდონელი მოთამაშე ითხოვდა.
“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტი მინო რაიოლა აცხადებს, რომ მისი კლიენტი კარიერას პარიზულ კლუბში არ დაასრულებს.
“ზლატანს “პარი სენ-ჟერმენთან” კონტრაქტის ამოწურვამდე ერთ წელზე მეტი აქვს დარჩენილი. ის პარიზში ბედნიერია, ცდილობს, ბოლომდე დაიხარჯოს და კარგ ფორმაში იყოს. იბრაჰიმოვიჩს კარიერის დასრულებამდე რამდენიმე წელი აქვს დარჩენილი. ვფიქრობ, მისი ბოლო გუნდი “პარი სენ-ჟერმენი” არ იქნება”, – ამბობს რაიოლა.
საფეხბურთო პორტალმა Squawka-მ ფეხბურთის ისტორიაში “მაკრატელა” დარტყმით გატანილი ათი საუკეთესო გოლი დაასახელა.
1. ტრევორ სინკლერი
2. ზლატან იბრაჰიმოვიჩი
3. უეინ რუნი
4. რივალდო
5. მაურო ბრესანი
6. პიტერ კრაუჩი
7. ფილიპ მექსესი
8. ეიდურ გუდიონსენი
9. მარკო ვან ბასტენი
10. ერენ დერდიუკი
სპორტულმა პორტალმა Sportskeeda-მ დაასახელა ათი ფეხბურთელი, რომლებმაც თავისი თამაშითა და თვისებებით იმდენი მოახერხეს, რომ მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრებისგან უარყოფით ემოციებს არ იღებენ.
სანტი კასორლა
ანდრეა პირლო
ანდრეს ინიესტა
დავიდ დე ხეა
ფილიპ კოუტინიო
ბრანისლავ ივანოვიჩი
ისკო
ფილიპ ლამი
დავიდ სილვა
ზლატან იბრაჰიმოვიჩი
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ხალისობენ “პარი სენ-ჟერმენის” ვარჯიშზე დავიდ ლუისი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი.