როგორ აღნიშნეს ისლანდიელმა ფეხბურთელებმა ინგლისთან გამარჯვება (ვიდეო)

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ისლანდიის ნაკრებმა ინგლისის ეროვნული გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალური სტადიის საგზური მოიპოვა. ფეხბურთელებმა ეს გამარჯვება სტადიონზე შეკრებილ ქომაგებთან ერთად აღნიშნეს.

ისლანდიელებმა ევრო-2016-ზე უჩვეულო რეკორდი დაამყარეს

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიისა და ისლანდიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (1:1) ლარს ლაგერბეკის გუნდმა უცნაური რეკორდი დაამყარა. საქმე იმაში გახლავთ. რომ სასტარტო განაცხადში მყოფი თერთმეტივე ისლანდიელი ფეხბურთელის გვარი “სონ”-ზე ბოლოვდება.

ისლანდიელთა სასტარტო შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: ჰალდორსონი; სევარსონი, რაგნარ სიგურდსონი, არნასონი, სკულასონი; გუდმანდსონი, გუნარსონი, გილფი სიგურდსონი, ბიარნასონი; სიგტორსონი, ბიოდვარსონი.

გარდა ამისა, შეცვლაზე შევიდნენ ფინბოგასონი და ბიარნასონი. ისლანდიელთა განაცხადში განსხვავებული დაბოლოებით მხოლოდ ერთი ფეხბურთელია შეყვანილი – ეიდურ გუდიონსენი.

აქვე გეტყვით, რომ ევრო-1964-ზე საბჭოთა კავშირის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში მოედანზე ათი დანიელი გამოვიდა, რომელთა გვარი “სენ”-ზე სრულდებოდა.

ემოციური ვიდეო – თვალცრემლიანი გუდიონსენი

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის ერთმანეთს ისლანდიისა და ხორვატიის ნაკრებები ეცილებოდნენ. პირველი მატჩი ისლანდიაში უგოლოდ დასრულდა, განმეორებითში კი, ხორვატმა ფეხბურთელებმა ანგარიშით 2:0 იმარჯვეს და მუნდიალის საგზური გაინაღდეს.

ჩვენი წარმოდგენით, ისლანდიელებს ცხოვრებაში ნერვიც არ უტოკდებათ, თუმცა მატჩის შემდეგ ეიდურ გუდიონსენის ინტერვიუმ ეს მითი დაამსხვრია. 35 წლის ისლანდიელმა ფეხბურთელმა თვალზე ცრემლი ძლივს შეიკავა, როცა თქვა, რომ მისი სანაკრებო კარიერა ამით დასრულებულია.

გუდიონსენს სანაკრებო დებიუტი 1996 წელს, 17 წლის ასაკში ჰქონდა. მას ნაკრებში ჩატარებულ 78 მატჩში 24 გოლი აქვს მითვლილი.