აბატე ამხანაგურ შეხვედრაში დამცავი სათვალეებით ითამაშა (ფოტო)

“მილანის” მარჯვენა მცველი, იგნასიო აბატე 11 ივნისს, “ლუგანოს” წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში მოედანზე დამცავი სათვალეებით გამოჩნდა.

“როსონერის” ფეხბურთელს მარცხენა თვალი 26 თებერვალს, “სასუოლოს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში დაუზიანეს. მას შემდეგ, აბატე გამუდმებით გრძნობდა ტკივილებს და ამჩნევდა, რომ მისი მხედველობა უარესდებოდა. მაიამიში ჩატარებულმა სპეციალურმა ტესტებმა კი სერიოზული დაზიანება აღმოაჩინა, რის გამოც მას სეზონის დარჩენილი ნაწილის ლაზარეთში გატარება მოუწია.

აბატემ ვარჯიში უკვე განაახლა და “ლუგანოსთან” მოგებულ (4:0) შეხვედრაში მოედანზე ყვითელი ფერის სათვალეებით გამოვიდა.

“კალიარის” ფეხბურთელმა იგნასიო აბატე “დატროლა”

21 მარტს, იტალიის სერია A-ში “მილანმა” საკუთარ მოედანზე “კალიარი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

მატჩის ბოლო გოლი 78-ე წუთზე, მილანელთა თავდამსხმელმა ჟერემი მენეზმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა. აღსანიშნავია, რომ დანიშნული პენალტი სადაო საკითხი გახდა, რადგან “კალიარის” ფეხბურთელმა თამაშის წესი საჯარიმოს გარეთ დაარღვია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, “როსონერის” მარჯვენა მცველი Sky TV-ს ინტერვიუს აძლევდა, როცა კადრში “კალიარის” ბრაზილიელი ფეხბურთელი დანილო ფერნანდო აველარი გამოჩნდა. აველარს ხელში მობილური ეჭირა, რომლის საშუალებითაც ის იმ ეპიზოდს აჩვენებდა, რის გამოც მსაჯმა პენალტი დანიშნა.

აბატე: “მილანი” არასოდეს ნებდება”

იტალიური “მილანის” მარჯვენა მცველი, იგნასიო აბატე “ბოლონიასთან” გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა და თქვა, რომ “როსონერი” არასოდეს ნებდება.

შეგახსენებთ, რომ 25 სექტემბერს, “ბოლონიამ” “მილანი” საკუთარ მოედანზე მიიღო და მეტოქეს ორბურთიანი სხვაობითაც ამარცხებდა, თუმცა 89-ე და 92-ე წუთებზე, რობინიოსა და აბატეს გოლების წყალობით, სტუმრებმა ანგარიში საყაიმო გახადეს.

“მილანს” უზარმაზარი გული აქვს. ჩვენ მწვრთნელის დავალებებს ვასრულებთ და კარგად ვთამაშობთ. კარგად გამოჩნდა, რომ არასოდეს ვნებდებით. გუნდში ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები არიან, ამიტომ არაფრის გვეშინია”, – აცხადებს აბატე.