მოსკოვის ცსკა-ს გოლკიპერი იგორ აკინფეევი შესაძლოა, შემდეგი სეზონიდან „მილანის“ შემადგენლობაში ვიხილოთ.
რუსეთის ეროვნული ნაკრების მეკარეს „არმიელებთან“ მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, შესაბამისად, უკვე ზამთრიდან მას ნებისმიერ კლუბთან მოლაპარაკებების წარმოების საშუალება ექნება.
მოგეხსენებთ, „როსონერის“ ხელმძღვანელობა 36 წლის კრისტიან აბიატის შემცვლელის ძებნას ცდილობს.
ცნობისთვის, დიდი ალბათობით, ზამთარს იტალიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით მოსკოვური კლუბის იაპონელი ნახევარმცველი კეისუკე ჰონდა შეუერთდება.
ალექსანდრე მატევოსოვი