ბოში „ინდიანასთან“ ვერ ითამაშებს

როგორც „The Score“ იუწყება, „მაიამი ჰიტის“ ფორვარდი კრის ბოში „ინდიანა პეისერსთან“ ორშაბათს გასამართ შეხვედრას გამოტოვებს.

ბოშის არყოფნის ოფიციალური მიზეზი არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ კალათბურთელს ფეხის ტრავმა აწუხებს. სავარაუდოდ, უახლოეს დროში ის თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სეზონის დარჩენილი ნაწილის გეგმებზე ისაუბრებს.

პარასკევს კრისმა „ატლანტა ჰოპუქსთან“, ხოლო შაბათს „ვაშინგტონ უიზარდსთან“ მატჩები გამოტოვა.

ჰიბერტმა „ინდიანადან“ წასვლის მიზეზზე ისაუბრა

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ახალწვეულმა როი ჰიბერტმა ახსნა, თუ რატომ დატოვა „ინდიანა პეისერსი“.

„ინდიანა პეისერსის“ ხელმძღვანელობამ მიმანიშნა, რომ ახალი სამუშაო ადგილის ძებნაზე მეფიქრა. მითხრეს, რომ კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძივებაზე უარით თქმის შემთხვევაში, საკმარის სათამაშო დროს ვერ მივიღებდი“, – ციტირებს ჰიბერტს ESPN-ი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ზაფხულში „ინდიანამ“ ჰიბერტი შემდეგი დრაფტების მეორე რაუნდში არჩევანის სანაცვლოდ გაუშვა.

პოლ ჯორჯმა სეზონის სადებიუტო მატჩში პირველივე სროლა ჩააგდო (ვიდეო)

ფეხის მძიმე ტრავმის შემდეგ მეოდანზე დაბრუნებულმა პოლ ჯორჯმა სადებიუტო სეზონში პირველივე სროლა გამოიყენა. „მაიამი ჰიტთან“ პირველი მეოთხედის შუაში გამოსულმა მოთამაშემ როი ჰიბერტის დახმარებიო მარიო ჩალმერსი მოიშლა და საშუალო დისტანციიდან ჩააგდო.

ცნობისთვის, „ინდიანამ“ ანგარიშით 112:89 მოიგო.

„ინდიანას“ მოთამაშეებს ფილადელფიაში ვარჯიშის დროს შესცივდათ

„ინდიანა პეისერსის“ კალათბურთელები, რომლებიც ფილადეფიაში სათამაშოდ ჩავიდნენ, იძლებულები გახდნენ, თბილ ტანსაცმელში ევარჯიშათ, რადგან არენაზე დილით გათბობა არ ჩართეს. ამის შესახებ თავისი „ტვიტერის“ გვერდზე ფორვარდმა პოლ ჯორჯმა დაწერა, რომელმაც ამის ამსახველი სურათიც დაამატა.

ცნობისთვის, ამ მომენტისთვის „ინდიანა“ აღმოსავლეთ კონფერენციის მე-12 ადგილზეა, ხოლო „ფილადელფია“ მე-14 საფეხურს იკავებს.

12

ჰიბერტმა მუხლის ტრავმა მიიღო

„ინდიანა პეისერსის“ ცენტრმა როი ჰიბერტმა მუხლის ტრავმის გამო, შესაძლოა, რამდენიმე დღე გამოტოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას „IndyStarSports“-ი ავრცელებს.

„პეისერსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ტრავმა „ვაშინგტონ უიზარდსთან“ გამართულ მატჩში მიიღო. აღნიშნული შეხვედრის მეორე ნახევარში როიმ ვერ ითამაშა.

ცნობისთვის, შემდეგ მატჩს „პეისერსი“ ორშაბათს „იუტა ჯაზთან“ ჩაატარებს.

სტაკი „ინდიანას“ უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება

„მილუოკი ბაქსთან“ მატჩში „ინდიანა პეისერსის“ უკანახაზელმა როდნი სტაკმა ტრავმა მიიღო.

კალათბურთელმა მარცხენა ფეხი იტკინა. სავარაუდოდ, თავის გუნდს სტაკი უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად „პეისერსის“ ლაზარეთში ასევე პოლ ჯორჯი, ჯორჯ ჰილი, სი ჯეი უოტსონი და დევიდ უესტი არიან.

მიმდინარე სეზონში „ინდიანას“ რიგებში როდნიმ ოთხი მატჩი ჩაატარა, რომელშიც მისმა საშუალო მონაგარმა 8,8 ქულა, 1,3 მოხსნა და 2,5 გადაცემა შეადგინა.

„ინდიანა პეისერსი“: სეზონის პრევიუ

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოახლოებული სეზსონისთვის „ინდიანა პეისერსიც“ ემზადება.

ჰილმა „ინდიანასთან“ გაახანგრძლივა

„ინდიანა პეისერსის“ ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ 23 წლის სოლომონ ჰილმა კლუბთან კონტაქტი 2015/16 წლების სეზონის ბოლომდე გაახანგრძლივა.

შეთანხმების დეტალები ამჟამად უცნობია.

ჰილი „ინდიანას“ რიგებში მეორე სეზონს ჩაატარებს. განვლილ სეზონში მისმა საშუალო მონაგარმა ერთ მატჩში 1,7 ქულა და 1,5 მოხსნა შეადგინა.

პოლ ჯორჯი ინდიანაში დაბრუნდა

„პეისერსის“ ფორვარდი პოლ ჯორჯი პირადი თვითმფრინავით ლას-ვეგასიდან ინდიანაში ჩავიდა, რის შესახებაც „Vigilant Sports“-ი იუწყება.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ნაკრების მოსამზადებელი მატჩის დროს ჯორჯმა ფეხის სერიზოული მოტეხილობა მიიღო. ფორვარდს ოპერაცია ჩაუტარდა, სარეაბილიტაციოდ კი, მას, დაახლოებით, 12-18 თვე დასჭირდება.

პოლ ჯორჯმა ფეხის სერიოზული მოტეხილობა მიიღო

„ინდიანა პეისერსის“ ფორვარდმა პოლ ჯორმა ფეხის სერიოზული მოტეხილობა მიიღო.

ეს აშშ-ს ნაკრების შეხვედრისას მოხდა, რომელშიც ნაკრების წევრები ორ გუნდად გაიყვნენ – ჯორჯი ფარის ქვეშ ჯეიმს ჰარდენის შეტევის დაფარვას ცდილობდა.

ამ მომენტისთვის ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი მატჩის გამოტოვება მოუწევს „პეისერსის“ ლიდერს.

სეზონის ათი საუკეთესო ეპიზოდი პოლ ჯორჯის მონაწილეობით

გთავაზობთ ვიეოს, რომელშიც განვლილ სეზონში „ინიანა პეისერსის“ ლიერის პოლ ჯორჯის მონაწილეობით ათი საუკეთესო ეპიზოია ასახული.

„ინდიანა პეისერსმა“ აღმოსავლეთ კონფერენციის მოგების შანსი შეინარჩუნა (ვიდეო)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ კოფერენციის ფინალური სერიის მეხუთე მატჩი გაიმართა, რომელიც „ინდიანა პეისერსის“ 3-ქულიანი გამარჯვებით 93:90 დასრულდა.

ინდიანაპოლისელთა რიგებში საუკეთესო კვლავ პოლ ჯორჯი იყო, რომელმაც ყველაზე მეტი – 37 ქულა დააგროვა. რაც შეეხება ფლორიდელებს, მათ რიგებში შედეგით კრის ბოში გამოირჩა, რომელმაც 20 ქულა დააგროვა.

„ინდიანა პეისერსი“ – „მაიამი ჰიტი“ 93:90 (22:16, 11:26, 31:15, 29:33)

„პეისერსი“: ჯორჯი (37 ქ. 6 მ. 6 ჩ.), უესტი (19 ქ. 9 მ.), სტივენსონი (12 ქ. 5 მ. 5 პ.), ჰიბერტი(10 ქ. 13 მ.)
„ჰიტი“: ბოში (20 ქ. 10 მ.), უეიდი (18 ქ. 8 მ. 7 პ. 6 დ.), ლიუისი(18 ქ.), ალენი (15 ქ.), ჩალმერსი(8 ქ. 8 მ. 5 პ.), ჯეიმსი(7 ქ.)

ანგარიში სერიაში: 3:2 „მაიამის“ სასარგებლოდ