ინგლისის ლიგის თასი: “ვესტ ჰემი” “ტოტენჰემის”, “ჩელსი” “ევერტონის” წინააღმდეგ

დღეს ინგლისის ლიგის თასის (Carabao Cup) 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც რამდენიმე ძალზედ საინტერესო წყვილის ვინაობა გახდა ცნობილი.

ლიგის თასის მეოთხე ეტაპის ცენტრალურ მატჩად “ტოტენჰემისა” და “ვესტ ჰემის” დაპირისპირება შეიძლება მოინათლოს, თუმცა არანაკლებ საინტერესო იქნება “ჩელსისა” და “ევერტონის” ჯახიც.

“დონკასტერის” მძლეველი “არსენალი” კი მომდევნო ეტაპზე გასასვლელად “ნორვიჩს” დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ, “ბრენტფორდი” გამოთიშა ასპარეზობას.

“ბორნმუთი” “მიდლსბროს” შეერკინება, “მანჩესტერ იუნაიტედი” – “სუონსის”. “კრისტალ პალასი” – “ბრისტოლ სიტის”, “ლესტერ სიტი” – “ლიდს იუნაიტედს”, ხოლო “მანჩესტერ სიტი” – “ვულვზის” დამარცხებას შეეცდება.

ტერი: „კმაყოფილნი ვართ“

ლონდონის „ჩელსის“ კაპიტანმა ჯონ ტერიმ ინგლისის ლიგის თასის მოგებულ ფინალზე ისაუბრა.

„ძალიან გვიხარია. მიმდინარე სეზონში ეს ჩვენი პირველი ტიტულია. იგი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვთვლი, რომ მატჩის მიმდინარეობისას ვდომინირებდით.

„ლივერპულმა“ „მანჩესტერ სიტი“ დაამარცხა? ეს კარგი სიახლეა, თუმცა მასზე დღეს არც გვიფიქრია“, – განაცხადა „არისტოკრატთა“ დამრიგებელმა.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ნორვიჩი“ გაანადგურა

ინგლისის ლიგის თასის მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ნორვიჩი“ ჩიჩარიტოს დუბლის, ჯონსისა და ფაბიოს გოლების წყალობით ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ – „ნორვიჩი“ 4:0
გოლები: ჩიჩარიტო 20′ (პენ), 54′, ჯონსი 88′, ფაბიო 90+4′

„მანჩესტერ იუნაიტედი“: ლინდეგაარდი, რაფაელი, ფერდინანდი, ვიდიჩი, ბიუტნერი, ზაჰა (რუნი 77′), ჯონსი, კლევერლი (ანდერსონი 89′), იანგი, იანუზაი (ფაბიო 90+3′)

„ნორვიჩი“: ბანი, უიტაკერი, ბასონგი, ბენტი, გარიდო, სნოდგრასი (პილკინგტონი 64′), ფერი, ჯონსონი, რედმონდი (მერფი 75′), ჰულაჰანი (ჰუპერი 88′), ელმანდერი

გაძევება: ელიოტი 45+2′

სხვა მატჩების შედეგები:

„ბერნლი“ – „ვესტ ჰემი“ 0:2
გოლები: ტეილორი 76 (პენ), კოლინსონი 90+4′

„ლესტერი“ – „ფულემი“ 4:3
გოლები: მორგანი 41′, ვუდი 45′, მიკელი 53′, დაიერი 89′ – როდალიეგა 18′, 54′, კარაგუნისი 87′

„ბირმინგემი“ – „სტოკი“ 4:4 (პენალტების სერია – 2:4)
გოლები: ადეიემი 28′, ლოვენკრანდსი 45+2′, 90+3′, ლი 116′ – ასაიდი 10′, კრაუჩი 55′, არნაუტოვიჩი 71′, ჯონსი 94′

ალექსანდრე მატევოსოვი