“ბარსელონას” ნახევარმცველმა ანდეს ინიესტამ თავის კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძივა.
ახალი შრომითი ხელშეკრულება ხუთწლიანია. 2017/18 წლების სეზონის შემდეგ, ნახევარმცველის ინიესტას ხელშეკრულება ავტომატურად გახანგრძლივდება, თუ ნახევარმცველი გარკვეული რაოდენობის მატჩებს ჩაატარებს.
ინიესტა “ბარსელონაში” 1996 წელს მოხვდა. თუმცა, პირველი გუნდის ღირსებას ფეხბურთელი 2002 წლიდან იცავს. ინიესტას ანგარიშზე “ბარსას” მაისურით 479 ჩატარებული მატჩია.