ესპანური „მარკას“ ცნობით, „რეალ სოსიედადის“ მცველი ინიგო მარტინესი შესაძლოა სეზონის ბოლოს მადრიდის „რეალში“ აღმოჩნდეს. წყაროს ინფორმაციით, „სამეფო კლუბი“ დაცვის ცენტრის გაძლიერებას აპირებს, ერთ-ერთ კანდიდატად კი, სწორედ 22 წლის ბასკი მცველი მოიაზრება.
როგორც მოგეხსენებათ, რაფაელ ვარანი ტრავმებისკენ მიდრეკილია, რის გამოც ფრანგი ფეხბურთელი რეგულარულად თამაშს ვერ ახერხებს. პეპე თებერვალში 31 წლის გახდება და უკვე საჭირო იქნება მისი შემცვლელის მოძებნაც. აქედან გამომდინარე, მადრიდელები უკვე ფიქრობენ ცენტრალური მცველის შეძენაზე.
ცნობისთვის, ესპანეთის მიმდინარე გათამაშებაში ინიგო მარტინესმა 14 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
ბექა დოგრაშვილი