1. ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი მიშელ პლატინია, რომელსაც ცხრა გოლი აქვს გატანილი. მისი უახლოესი მდევრები კრიშტიანო რონალდუ და ზლატან იბრაჰიმოვიჩი (6-6 გოლით) არიან. თუ აქედან რომელიმე თავდამსხმელი სამზე მეტი გოლის გატანას შეძლებს, მაშინ ისინი ისტორიაში შევლენ.
2. “პარი-სენ ჟერმენს” შეუძლია, ფეხბურთის ისტორიაში პირველი კლუბი გახდეს, რომელსაც წელიწადში შვიდი ტიტული აქვს მოგებული. თუმცა, ამისათვის მათ უპირველესად, ჩემპიონთა ლიგის თასი უნდა მოიპოვონ.
3. კრიშტიანო რონალდუ ერთ სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლების რაოდენობით (17) რეკორდსმენია. მიმდინარე სეზონში პორტუგალიელს ამ ტურნირზე 11 გოლი უკვე აქვს გატანილი, ამიტომ დიდი შანსია, მან 2016 წელს თავისი რეკორდი გააუმჯობესოს.
4. ჟოზე მოურინიო ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია, რომელმაც 100 გამარჯვების მოპოვება მოახერხა. პორტუგალიელ სპეციალისტს თავისი რეკორდის გაუმჯობესება 2016 წელსაც შეუძლია, თუმცა თუ ის “მანჩესტერ იუნაიტედს” აირჩევს, ამას მალე ვეღარ მოახერხებს.
5. მიუნხენის “ბაიერნს” შეუძლია, 2016 პირველი კლუბი გახდეს, რომელსაც ბუნდესლიგა ზედიზედ ოთხჯერ აქვს მოგებული.
6. ინგლისის პრემიერ ლიგის ერთ სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი ტიერი ანრის აქვს გაკეთებული. მიმდინარე სეზონში მესუთ იოზილის ანგარიშზე უკვე 15 საგოლე გადაცემაა და დიდი შანსია იმისა, რომ მან ტიერი ანრის აჯობოს.
••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••
იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდუ 2016 წელს არაერთ რეკორდს დაამაყარებენ.