მესუთ იოზილის მშვენიერი დრიბლინგი

28 იანვარს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “საუთჰმეპტონსა” და “არსენალს” შორის გამართულ შეხვედრაშჳ (2:2) მესუთ იოზილმა მშვენიერი დრიბლინგი განახორციელა.

იოზილმა მსაჯს თურქულად შეაგინა

14 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ მოედანზე ლონდონის “არსენალი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 6:3 დაამარცხა.

აღნიშნულ მატჩში, კამერებმა ერთი საინტერესო მომენტი დააფიქსირეს. საქმე იმაში გახლავთ, რომ ლონდონელთა ნახევარმცველმა, მესუთ იოზილმა შეხვედრის მთავარ არბიტრს მარტინ ატკინსონს თურქულ ენაზე შეაგინა.

 

ანრი: “იოზილი პირესს მაგონებს”

ლონდონის “არსენალის” ყოფილი ფეხბურთელი, ტიერი ანრი, რომელიც ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, “ნიუ იორკ რედ ბულსის” ღირსებას იცავს, აცხადებს, რომ მას “მეთოფეთან” გერმანელი ნახევარმცველი, მესუთ იოზილი რობერტ პირესს აგონებს.

შეგახსენებთ, რომ იოზილი “არსენალში” გასულ ზაფხულს, მადრიდის “რეალიდან” გადავიდა. გერმანიის ნაკრების წევრმა, ლონდონელთა შემადგენლობაში, ოთხი გოლის გატანა და შვიდი საგოლე პასის გაკეთება უკვე მოახერხა.

“მესუთის თამაშის სტილი ძალიან მხიბლავს. ის რობერტ პირესს მაგონებს. იოზილი თამაშს მშვენივრად ალაგებს, საგოლე პასებს აკეთებს და რა თქმა უნდა, გუნდისათვის დიდი წარმატება მოაქვს. ვფიქრობ, “არსენალმა” მისი შეძენით, შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღო”, – ამბობს ანრი.

კასოლრა: “იოზილის “არსენალში” გადმოსვლამ, ფეხბურთელები გაგვაკვირვა”

ესპანეთის ნაკრებისა და ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელი, სანტი კასორლა აცხადებს, რომ მესუთ იოზილი “მეთოფეთა” რიგებში გადასვლამ, გუნდის მოთამაშეები გააკვირვა.

შეგახსენებთ, რომ იოზილი “არსენალში” გასულ ზაფხულს, მადრიდის “რეალიდან” გადავიდა. ლონდონელებმა გერმანიის ნაკრების მოთამაშეში 50 მილიონი გადაიხადეს.

“იოზილი შესანიშნავი ფეხბურთელია. აშკარაა, რომ მისი მოსვლის შემდეგ, კიდევ უფრო კარგად ვთამაშობთ. სიმართლე გითხრათ, არ ველოდით, რომ მესუთი “არსენალში” გადმოვიდოდა, ჩვენ გაკვირვებულები ვიყავით”,- ამბობს კასორლა.

იოზილი ინგლისის ნაკრებთან მატჩს გამოტოვებს

გერმანიის ნაკრებისა და ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელი, მესუთ იოზილი ინგლისის ნაკრებთან გასამართ შეხვედრას გამოტოვებს.

“ინგლისის ნაკრებთან გასამართ შეხვედრას გამოვიყენებ იმისათვის, რომ ახალი ტაქტიკა და სხვა ფეხბურთელები გამოვცადო. ამრიგად, მიმაჩნია, რომ მართებული იქნება, ლამი, ნოიერი და იოზილი დავასვენო. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოგება არ გვინდა, პირიქით – ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ”, – ამბობს გერმანელთა თავკაცი, იოაჰიმ ლიოვი.

სიცოცხლე „რეალის“ შემდეგ არსებობს

სიცოცხლე „რეალის“ შემდეგ არსებობს და ამას ფაქტები ადასტურებს, ამას ის ადამიანები ადასტურებენ, რომელბმაც გასულ ზაფხულს „სამეფო კლუბი“ დატოვეს: გონსალო იგუაინი, ხოსე კალეხონი და რაულ ალბიოლი – „ნაპოლიში“, მესუთ იოზილი – „არსენალში“, რიკარდო კარვალიუ – „მონაკოში“ და კაკა – „მილანში“.

იოზილი „არსენალს“ ძალიან კარგად მოერგო. ლონდონური კლუბი კარგ ფორმაშია და პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს, რაშიც გერმანელი ფეხბურთელის წვლილი საკამოდ დიდია: 8 მატჩში 2 გოლი მიითვალა და 4 საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, დიდ ბრიტანეთში ყველაზე კარგად სწორედ იოზილის მაისურები იყიდება.

კალეხონის, ალბიოლისა და იგუაინის „ნაპოლი“ სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთ პრეტენდენტად ითვლება. არგენტინელ თავდამსხმელს „ნაპოლის“ რიგებში ჩატარებულ 14 მატჩში უკვე 8 გოლი აქვს მითვლილი. მას დიდად არც კალეხონი ჩამორჩება, რომელმაც 16 შეხვედრაში 7 გოლის გატანა შეძლო. ალბიოლი გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრია. თუ ჯანმრთელადაა, ის აუცილებლად ხვდება სასტარტო განაცხადში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ესპანეთის ნაკრებში ადგილის შესანარჩუნებლად.

კაკას სახეზე ღიმილი დაუბრუნდა. ბრაზილიელი ფეხბურთელი საკმაოდ სარგებლიანად თამაშობს და ბრაზილიის მუნდიალზე მისი თამაშის შანსებიც გაიზარდა.

35 წლის რიკარდო კარვალიუს საფრანგეთის პირველი ლიგის ჯერ ერთი წუთიც არ გამოუტოვებია. ყველა მატჩში სასტარტო შემადგენლობაშია და ყველა მატჩს ბოლომდე ამთავრებს.

ერთადერთი გამონაკლისი შემთხვევა მაიკლ ესიენი გახლავთ, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგის არცერთ და ქვეყნის თასის მხოლოდ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ბექა დოგრაშვილი

ვენგერი: “იოზილი ზიდანზე უკეთესი დრიბლინგიორია”

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი აცხადებს, რომ მესუთ იოზილი ლეგენდარულ ზინედინ ზიდანზე უკეთესი დრიბლინგიორია.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი “მეთოფეთა” რიგებში გასულ ზაფხულს, მადრიდის “რეალიდან” გადავიდა.

“იოზილის შეძენა “პარი სენ-ჟერმენსაც” სურდა, მაგრამ მე უპირატესობა მქონდა, რადგან მესუთს ვიცნობდი. ის ჩემს სახლში მოვიდა და ყველაფერი მალევე მოგვარდა.

ჩემი აზრით, იოზილი განსაკუთრებული ფეხბურთელია. ვფიქრობ, ის ზინედინ ზიდანზე უკეთესი დრიბლინგიორია”, – ამბობს ვენგერი.

მესუთ იოზილს ესპანეთში ორეული გამოუჩნდა

ესპანეთში, ტუკუმანის პროვინციაში მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელის, მესუთ იოზილის ორეული გამოჩნდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი, გონსალო გალვანი “ვილა სანტილიანის” ღირსებას იცავს.

იოზილის მსგავსად, გუნდში გონსალოც 10-ნომრიანი მაისურით ასპარეზობს.

მესუთ იოზილმა ჟოზე მოურინიოს მაისური აჩუქა

როგორც იცით, 29 ოქტომბერს, ინგლისის ლიგის თასზე, ლონდონის “არსენალმა” საკუთარ მოედანზე “ჩელსი” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, მესუთ იოზილმა ჟოზე მოურინიოს თავისი მაისური აჩუქა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის “რეალში” ყოფნისას, მესუთ იოზილის მწვრთნელი სწორედ ჟოზე მოურინიო იყო.

Britain Socccer League Cup

Arsenal+v+Chelsea+Capital+One+Cup+Fourth+Round+WoNwJ4hePRYx

BXxvVzDCMAAISa_

BXz1HJ8CAAAnP8R

BXzmDPOIAAAy1_c

ანჩელოტი: “დროა, რონალდუმ ოქროს ბურთი მოიგოს”

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი აცხადებს, რომ დროა, “სამეფო კლუბის” პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, კრიშტიანო რონალდუმ ოქროს ბურთი მოიგოს.

“მართალია, კრიშტიანოს კონკურენცია რიბერისთან და მესისთან უწევს, მაგრამ დროა, მან ოქროს ბურთი მოიგოს. სიმართლე გითხრათ, რონალდუს დიდმა პროფესიონალიზმა გამაკვირვა. ის ძალიან სერიოზულია და ყველა დეტალს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს”, – ამბობს იტალიელი სპეციალისტი.

კარლო ანჩელოტიმ მესუთ იოზილის გუნდიდან წასვლაზეც ისაუბრა.

“მისი წასვლა, უფრო ტექნიკური გადაწყვეტილება იყო. მერჩივნა, იოზილის ნაცვლად, დი მარია გამომეყენებინა. შესაძლოა, ის მესუთის დონის მოთამაშე ჯერ არ არის, მაგრამ ანხელო, თავისი უნარებითა და თვისებებით გუნდს დიდ დახმარებას უწევს. ბეილის მოსვლის შემდეგ, ვფიქრობ, დი მარია იოზილზე მეტად გვჭირდებოდა”, – აღნიშნა ანჩელოტიმ.

დიტო ჭიჭინაძე

იოზილმა საღეჭი რეზინი ისევ “აკენწლა”

როგორც ყველასათვისაა ცნობილი, ლონდონის “არსენალის” გერმანელ ნახევარმცველს, მესუთ იოზილს საღეჭი ღეზინის “აკენწვლა” მოსწონს. ამჯერად, მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა გულშემატკივრები “ნორვიჩთან” მატჩის დაწყების წინ გაახალისა.

ხედირა: “იოზილი “არსენალს” ინგლისში საუკეთეოს გუნდად აქცევს”

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი, სამი ხედირა აცხადებს, რომ მისი თანამემამულე მესუთ იოზილი ლონდონის “არსენალს” ინგლისში საუკეთეოს გუნდად აქცევს.

“რა თქმა უნდა, “არსენალი” ისედაც კარგი გუნდია, მაგრამ მესუთი “მეთოფეებს” ინგლისში საუკეთესოდ აქცევს. დარწმუნებული ვარ, რომ იოზილი არის ის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია გუნდს ნებისმიერი მატჩი ან ჩემპიონატი მოაგებინოს. ის გენიოსია, მეტს ვერაფერს ვიტყვი”, – ამბობს ხედირა.