შეყილაძე კარიერას “პიზაში” გააგრძელებს

ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ “ემპოლის” ქართველი შემტევი ირაკლი შეყილაძე კარიერას “პიზაში” გააგრძელებს.

22 წლის ფეხბურთელს თამაში ფაქტობრივად არ უწევს და კლუბის ხელმძღვანელობამაც მისი განათხოვრება გადაწყვიტა.

“პიზა” იტალიის რანგით მესამე ლიგაში ასპარეზობს და საკუთარ ჯგუფში მეორე პოზიციაზე იმყოფება. ანუ, სერიაში B-ში დასაწინაურებლად პიზელებს პლეი-ოფიც გადასალახი ექნებათ.

 

მჭედლიძე “აველინოსთან” დამარცხდა

იტალიური “ემპოლი”, რომელიც ამ ტურამდე სერია B-ში პირველ ადგილს იკავებდა, დღეს “აველინოს” ესტუმრა და 0-1 დამარცხდა.

მასპინძლებმა ერთადერთი გოლი შეხვედრის 36-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანეს, არბიტრმა ამ ეპიზოდში მხოლოდ პენალტის დანიშვნა არ იკმარა და “ემპოლის” მცველი მოედნიდან გააძევა, რამაც მატჩის შედეგზე დიდი გავლენა იქონია.

“ემპოლის” ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე მოედანზე 59-ე წუთზე, ტავანოს ნაცვლად შემოვიდა, რაც შეეხება ირაკლი შეყილაძეს, ის სათადარიგო გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში სერია ბ-ს 7 ტურიდან მჭედლიძემ 4-ში ითამაშა და ოთხივე შემთხვევაში მოედანზე შეცვლაზე შევიდა, გოლი ჯერჯერობით არ გაუტანია. რაც შეეხება შეყილაძეს, მას თავის გამოჩენის შანსი მხოლოდ ერთხელ, 8 სექტემბერს, “ტრაპანისთან” საშინაო მატჩში მიეცა, თუმცა ჯერჯერობით ისიც “მშრალად” ასპარეზობს.