მაროტა: „ისკო და ოსკარი დიდებული ფეხბურთელები არ არიან“

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ აღნიშნა, რომ მისი კლუბი მადრიდის „რეალისა“ და „ჩელსის“ მოთამაშეების ისკოსა და ოსკარის დამატებას არ გეგმავს.

„ვეძებთ თუ არა გამთამაშებელს? ნახევარმცველი გვჭირდება, რომელსაც განსაკუთრებული თვისებები არ ექნება. საჭიროა ფეხბურთელი, რომელიც შუა ხაზს მოერგება და მარკიზიოსთან, პოგბასთან, ხედირასთან და პერეირასთან შეთამაშდება. ტრეკვარტისტას პოზიციაზე თამაში პაულო დიბალასაც შეუძლია.

რაც შეეხება ისკოსა და ოსკარს, ამ მოთამაშეებს დიდებულ ფეხბურთელებად ვერ მოვიხსენიებ, მაგრამ ისინი ნამდვილად გაგვაძლიერებდნენ. სამწუხაროდ, არც ერთ და არც მეორე, „იუვენტუსს“ არ ეკუთვნის და მათ ვერც ვერასდროს დავიმატებთ“, – განაცხადა მაროტამ.

“არსენალი” ისკოსადმი ინტერესს ააქტიურებს

არსენ ვენგერს გუნდის გაძლიერება ესპანელი ნახევარმცველით სურს.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, “არსენალი” ემზადება 23 წლის შემტევის ტრანსფერის განსახორციელებლად.

“მეთოფეთა” წარმომადგენლები ახლა მოლაპარაკებებს “სამეფო გუნდის” ხელმძღვანელებთან მართავენ და 35 მილიონად გარიგების განხორციელებას ეცდებიან.

შეგახსენებთ, რომ “არსენალის” გარდა ისკო “ჩელსის”, “მან.სიტის” და “იუვენტუსს” სურს, რომელიც ახალგაზრდა ფლეიმეიქერს ანდრეა პირლოს შემცვლელად მოიაზრებს.

“რეალმა” “ჩელსის” უარი შეუთვალა

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობამ ლონდონის “ჩელსის” ისკოს ტრანსფერზე უარი შეუთვალა.

“მირორის” ცნობით, “პენსიონერები” “სამეფო კლუბს” 23 წლის ესპანელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 28 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, თუმცა მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ისკოს გაყიდვა არ ისურვა. ახალი თავკაცი თვლის, რომ ეს ფეხბურთელი გუნდს სჭირდება.

გასულ სეზონში ისკომ “რეალის” ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 51 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

ისკო “რეალში” რჩება

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით “რეალის” ნახევარმცველის, ისკოს მიმართ ინტერესს “იუვენტუსი” იჩენდა.

თუმცა, პირად საუბარში, კლუბის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა ფეხბურთელი დარჩენაში დაარწმუნა.

პრიმერას დასრულებულ სეზონში სკომ 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლთანე რთად 8 საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში.

„იუვენტუსი“ ისკოს პირლოს შემცვლელად მოიაზრებს

ტურინის „იუვენტუსი“ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის ისკოს შეძენის ვარიანტს განიხილავს, რის შესახებაც „გაძეტა დელო სპორტი“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, „იუვეს“ ხელმძღვანელობა ოსკოს სახით ანდრეა პირლოს შემცვლელს ხედავს, რომელიც უახლოეს მომავალში, დიდი ალბათობით, „ნიუ-იორკ სიტიში“ გადაბარგდება.

აქამდე გავრცელებული ცნობით, ისკომ რაფაელ ბენიტესთან საუბრის შემდეგ „რეალში“ დარჩენა გადაწყვიტა.

ბენიტესმა ისკოს დარჩენა სთხოვა

მადრიდის „რეალის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ნახევარმცველ ისკოს დაურეკა.

საუბრის თემა მოთამაშის მადრიდულ კლუბში დარჩენა იყო. სპეციალისტმა ფეხბურთელს უთხრა, რომ შემდეგ სეზონში მისი დიდი იმედი აქვს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ისკოს „მანჩესტერ სიტის“ უკავშირებენ.

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელები “ნივეას” რეკლამაში (ვიდეო)

ცნობილმა კომპანია “ნივეამ” ახალი რეკლამა გადაიღო, რომელშიც მონაწილეობა მადრიდის “რეალის” ფეხბურთელებმა – გარეტ ბეილმა, ისკომ, მარსელომ და დანი კარვახალმა მიიღეს.

ისკო: „ახლა ჩემპიონატის მოგება თითქმის შეუძლებელი გახდა“

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ისკომ აღიარა, რომ მიმდინარე სეზონში მის გუნდს პრიმერა დივიზიონის მოგების შანსი თითქმის აღარ დარჩა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „რეალი“ პირველ ადგილზე მყოფ „ბარსელონას“ ოთხი ქულით ჩამორჩება.

„ახლა ესპანეთის ჩემპიონატის მოგება პრაქტიკულად შეუძლებელია. წინ „იუვენტუსთან“ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველის“, – ციტირებს ისკოს „ტუტომერკატო“.

მადრიდის “რეალმა” ისკოს ვიდეო მიუძღვნა



მადრიდის “რეალმა” ისკოს ვიდეო მიუძღვნა

21 აპრილს, მადრიდის “რეალის” შემტევი ისკო 23 წლის გახდა. სწორედ ამასთან დაკავშირებით, “სამეფო კლუბმა” ფეხბურთელს ვიდეო მიუძღვნა.

ისკოს შესანიშნავი ფინტი არბელოას წინააღმდეგ (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ მოატყუა ისკომ “რეალის” ვარჯიშზე თანაგუნდელი ალვარო არბელოა.

ისკო: “ინიესტას ნუ მადარებთ”

მადრიდის “რეალის” და ესპანეთის ნაკრების 22 წლის ნახევარმცველ ისკოს “ახალ ინიესტად” ყოფნა არ სურს.

“ანდრესი ძალიან დიდი მოთამაშეა, თუმცა მე არ მსიამოვნებას, როცა მას მადარებენ. ანდრესი ანდრესია, მე კი ისკო ვარ, სულ სხვა ადამიანი. ფეხბურთის ისტორიაში ჩემი სახელის ჩაწერა მსურს როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე” – განაცხადა ესპანელმა.

 

ისკოს შესანიშნავი პასი ესპანეთის ნაკრების ვარჯიშზე (ვიდეო)

მადრიდის “რეალის” შემტევმა ისკომ ესპანრის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ვარჯიშზე ბრწყინვალე პასი გააკეთა.