მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა გუნდის თამაშში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, გუშინ “სამეფო კლუბი” ბილბაოში დამარცხა, რაც შესაძლოა ლიდერობის დაკარგვის მიზეზიც გახდეს.
“ბოლო პასის პრობლემა გვაქვს, რომელიც უფრო ადრე და ზუსტად უნდა გავაკეთოთ. ჩვენი საქმეები ამჟამად უკეთესის სურვილს ტოვებს.
გუნდი კრიზისშია, მაგრამ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. წარუმატებელი პერიოდი ყველა გუნდს აქვს და არც ჩვენ ვართ გამონაკლისი. “რეალის” მიზანი არსებული სურათის შეცვლა იქნება” – განაცხადა ისკომ.