“მილანი” იულიან დრაქსლერის არენდით აყვანაზე მუშაობს

“მილანის” ხელმძღვანელები “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველის იულიან დრაქსლერის ტრანსფერზე მუშაობენ. როგორც ცნობილი ხდება, დრაქსლერი მილანური კლუბის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული სამიზნეა.

Corriere dello Sport-ის ცნობით, იტალიელები მალევე წააწყდნენ ფინანსურ ბარიერს და სწორედ ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ პარიზულ გრანდთან არენდის თაობაზე ეწარმოებინათ მოლაპარაკებები.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “პარი სენ-ჟერმენს” “მილანის” მცველს რიკარდო როდრიგესსაც უკავშირებდნენ. არაა გამორიცხული, რომ იულიან დრაქსლერის ტრანსფერში “როსონერიმ” სოწრედ შვეიცარიელი ფეხბურთელი ჩართოს.

დრაქსლერი “პარი სენ-ჟერმენის” ღირსებას 2017 წლიდან იცავს. მის ტრანსფერში ფრანგებმა 36 მილიონი ევრო გადაუხადეს “ვოლფსბურგს”.

დრაქსლერი: “პარი სენ-ჟერმენის” დატოვებაზე არ ვფიქრობ”

სხვადასხვა გამოცების მიერ აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იულიან დრაქსლერი “პსჟ”-ს დატოვებას გეგმავდა. მის სახელს მიუნხენის “ბაიერნს” უკავშირებდნენ და დიდი ალბათობით, მას რიბერი უნდა ჩაენაცვლებინა.

ამ თემასთან დაკავშირებით დრაქსლერმა ჟურნალისთან ისაუბრა: “მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის დროს “პარი სენ-ჟერმენის” დატოვებაზე არ ვფიქრობ. ჯერ მხოლოდ პირველი წრის ნახევარი გავიდა და მე “პსჟ”-ს წარმატებაზე ვარ ორიენტირებული, ამიტომაც კლუბის დატოვებაზე საფიქრლად ეს შესაფერისი დრო არ არის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემთვის ბუნდესლიგა ყოველთვის საინტერესოა“, – აცხადებს გერმანელი შემტევი.

შეგახსენებთ, რომ იულიან დრაქსლერი პარიზში 2017 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადაბარგდა, ამ დროის განმავლობაში, მან 39 შეხვედრაში 12 გოლი და 7 ასისტი ჩაიწერა აქტივში.

დრაქსლერი პარიზელ გულშემატკივარს “ბაიერნთან” მატჩში დიდებულ სპექტაკლს პირდება

ოთხშაბათს, 27 სექტემბერს პარიზში ერთმანეთს ევროპის ორი უდიდესი კლუბი, “პარი სენ-ჟერმენი” და “ბაიერნი” დაუპირისპირდებიან. “პსჟ”-ს გერმანელი შემტევი, იულიან დრაქსლერი პარიზელ გულშემატკივარს დაუვიწყარ სანახაობას ჰპირდება.

“პარი სენ-ჟერმენი” გულშემატკივარს დიდებულ სპექტაკლს შესთავაზებს, შემტევი ფეხბურთის სახით. ბედნიერი ვარ, რომ ამ საღამოს ნაწილი ვიქნები.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ იმ გუნდის შემადგენლობაში მიწევს თამაში, რომელიც აუტსაიდერად არ ითვლება,” – აცხადებს მსოფლიო ჩემპიონი პრესასთან საუბრისას.

გეტყვით იმასაც, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში პარიზელებმა გამანადგურებელი ანგარიშით, 5-0 დაამარცხეს შოტლანდიური “სელტიკი”.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 31 აგვისტო

“ევერტონს” ტომას ვერმაელენი სურს

მერსესაიდის “ევერტონის” ხელმძღვანელებმა “ბარსელონას” ოფიციალური წინადადება გაუკეთეს ტომას ვერმაელენის არენდის წესით აყვანის თაობაზე. ამ ინფორმაციას “დეილი მირორი” ავრცელებს.

როგორც იცით, “არსენალის” ყოფილი ფეხბურთელის კარიერა “ბარსელონაში” ვერ აეწყო. 31 წლის ტომასმა გასულ სეზონსი მხოლოდ 11-ჯერ მოახერხა “ბარსელონას” მაისურით მოედანზე გასვლა.


“ბარსელონა” მარეზს უახლოვდება

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელები “ლესტერ სიტის” ალჟირელი ნახევარმცველის, რიად მარეზის ტრანსფერზე მუშაობენ. ამ ინფორმაციას საკმაოდ პოპულარული ესპანური გამოცემა “ასი” ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, მხარეებმა შეთანხმებას საკმაოდ მოკლე დროში მიაღწიეს. მარეზმა უკვე დატოვა ალჟირის ნაკრები, რათა “ბარსელონასთან” კონტრაქტს მოაწეროს ხელი.


ლორენტეს ტრანსფერზე “ტოტენჰემიც” მუშაობს

“სანის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელები “სუონსი სიტის” თავდამსხმელის, ფერნარდო ლორენტეს ტრანსფერზე მუშაობენ.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი შემტევის გადაბირების სურვილს ლონდონის “ჩელსიც” გამოთქვამს. “არისტოკრატები” მზად არიან 15 მილიონი ფუნტი გადაიხადონ ლორენტეს სანაცვლოდ.


“არსენალი” დრაქსლერის დამატების გარეშე სანჩესს არ გაუშვებს

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელებმა სატრანსფერო ბაზარზე თავიანთი პოზიცია საკმაოდ მკაფიოდ დააფიქსირეს – “მეთოფეები” მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემენ სანჩესს “ემირეიტსიდან” წასვლის უფლებას, თუ დრაქსლერის ტრანსფერის განხორციელებას შეძლებენ.

როგორც იცით, დრაქსლერს პარიზში საკმაოდ მცირე სათამაშო დრო ეძლევა, რის გამოც არაერთხელ გამოთქვა კლუბის დატოვების სურვილი. სანჩესის გადაბირებით კი “ქალაქელები” არიან დაინტერესებულნი.


“იუვემ” 160-მილიონიანი წინადადება უარყო

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა კიდევ ერთხელ სცადეს ტურინის “იუვენტუსის” 10 ნომრი, პაულო დიბალას გადაბირება, თუმცა უშედეგოდ. როგორც ცნობილი ხდება, კატალონელები მზად იყვნენ, 160 მილიონი ევრო გადაერიცხათ.


დრაქსლერმა იოზილი “პარის სენ-ჟერმენში” მიიწვია

იულიან დრაქსლერმა ლონდონის “არსენალის” ვარსკვლავს, მესუტ იოზილს პრემიერ ლიგის დატოვებისა და ლიგა 1-ში გადმოსვლისაკენ მოუწოდა.

“არის ერთი ფეხბურთელი, რომლის ხილვაც ჩემს გუნდში მსურს, მაგრამ მეშინია, ამას რამე სირთულე არ მოჰყვეს – ძალიან მინდა იოზილი ჩემს აქ თამაშობდეს.

მჯერა, რომ მას მსოფლიოს ნებისმიერ გუნდში შეუძლია თამაში. თუ ის აქ გადმოვა, მას დიდი სიამოვნებით მიიღებენ,” – აცხადებს დრაქსლერი, რომელმაც ახლახან დატოვა გერმანული “ვოლფსბურგი”.

ცნობისთვის გეტყვით, რომ იოზილმა წლევანდელ სეზონში 9 გოლისა და 7 საგოლე გადაცემის ჩაწერა მოახერხა საკუთარ აქტივში.

ფრანგული პრესა: იულიან დრაქსლერისთვის ბრძოლაში “ლივერპულიც” ჩაერთო

საფრანგეთში გავრცელებული ცნობების თანახმად, “ლივერპული” ერთ-ერთია იმ ინგლისურ კლუბთაგან, რომლებიც გერმანელი ვინგერის, იულიან დრაქსლერის გადაბირებით არიან დაინტერესებულნი.

დრაქსლერი მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მართლაც რომ ბრწყინვალედ გამოიყურება. მისი ასეთი ასპარეზობა კი შეუმჩნევლად არ დარჩენია “მანჩესტერ იუნაიტედს”, რომელმაც უკვე გაუგზავნა გერმანულ “ვოლფსბურგს” შეთავაზება.

რაც შეეხება ლონდონურ “არსენალს”, არსენ ვენგერი 22 წლის შემტევის გადაბირებას გასულ წელსაც ცდილობდა, თუმცა დრაქსლერმა “მეთოფეთა” რიგებში თამაშს “მგლების” წევრობა ამჯობინა.

დრაქსლერი ნანობს, “იუვეში” გადასვლის შანსი ხელიდან რომ გაუშვა

იულიან დრაქსლერმა იტალიურ პრესას გაანდო, რომ 2015-16 წლების სეზონის დაწყებამდე ის ტურინულ “იუვენტუსს” შეუთანხმდა, თუმცა გარკვეული პრობლემების გამო ტრანსფერი მაინც არ განხორციელდა, რასაც ნანობს კიდეც.

“ჩემთვის დიდი პატივი იყო ის ფაქტი, რომ “იუვენტუსი” ჩემს გადაბირებას ცდილობდა. მე მათ ყოველთვის ვაკვირდებოდი.

მე მათთან კონტრაქტის პირობები შევათანხმე, თუმცა თავად კლუბებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ბოლოს კი ჩემი გადაბირების სურვილი “ვოლფსბურგმა” გამოთქვა.

მოლაპარაკებები უფრო სწრაფად რომ წარმართულიყო, მე “იუვენტუსის” ფეხბურთელი ვიქნებოდი.”

დრაქსლერმა ის მიზეზი დაასახელა, რომლის გამო „იუვენტუსს“ „ვოლფსბურგი“ ამჯობინა

ნახევარმცველმა იულიან დრაქსლერმა ის მიზეზი დაასახელა, რომლის გამო მან ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლას „ვოლფსბურგში“ ტრანსფერი ამჯობინა. 21 წლის გერმანელის თქმით, სამშობლოში მას თავისი პოტენციალის გამომჟღავნების გაცილებით დიდი შესაძლებლობა აქვს. გარდა ამისა, ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ კევინ დე ბრუინეს „მანჩესტერ სიტიში“ წასვლის გამო გულდაწყვეტილია.

„შალკე“ იმიტომ დავტოვე, რომ გარემოს შეცვლა მსურდა. ვფიქრობ, იტალიასთან შედარებით, გერმანიაში პროგრესის მეტი შესაძლებლობა გამაჩნია. ბუნდესლიგას კარგად ვიცნობ. ერთადერთი, რის გამოც გული დამწყდა, კევინ დე ბრუინეს „მანჩესტერ სიტიში“ ტრანსფერია. მასთან ერთ გუნდში თამაში კარგი იქნებოდა“, – განაცხადა დრაქსლერმა.

“იუვენტუსი”: საბოლოო შეთავაზება დრაქსლერის ტრანსფერზე

იტალიის ჩემპიონები “შალკეს” გამთამაშებლის ტრანსფერზე საბოლოოდ ცდიან ბედს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში “იუვენტუსი” გელზენკირხერულ გუნდს საბოლოო შეთავაზებას გაუკეთებს ახალგაზრდა შემტევის ტრანსფერზე.

გერმანულ კლუბს დრაქსლერში 30 მილიონის მიღება სურს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, “შალკემ” ბოლო წინადადებაზე უარის თქმა შეძლოს.

რაც შეეხება “იუვენტუსისგან” პირად კონტრაქტს, მათ უკვე მოამზადეს ხუთწლიანი ხელშეკრულება, წელიწადში 3.2 მილიონი ევროთი.

„შალკეს“ დრაქსლერის შენარჩუნება სურს

გელზენკირხენის „შალკეს“ ხელმძღვანელობას იულიან დრაქსლერის შენარჩნება სურს, რომლითაც ტურინის „იუვენტუსი“ ინტერესდება.

„დრაქსლერის გაყიდვლას არ ვგეგმავთ, თუმცა ფინანსური მხარე პროგნოზების გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს. თუ რომელიმე სხვა კლუბი ასტრონონიური წინადადებით მოგვმართავს, მაშინ, ამ ვარიანტს, მინიმუმ, გადავხედავთ“, – განაცხადა კლუბის მენეჯერმა ხორსტ ხელდტმა.

რამდენს შეადგენს „იუვენტუსში“ დრაქსლერის ხელფასი?

გელზენკირხენის „შალკე 04“-ს ნახევარმცველი იულიან დრაქლერი ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

როგორც ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, ფეხბურთელმა „ბიანკონერის“ ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის დეტალებიც შეათანხმა, რომლის მიხედვით, მისი ხელფასი სეზონში 3,5 მილიონ ევროს შეადგენს.

იულიანის ტრანსფერი „იუვეს“, სავარაუდოდ, 30 მილიონი ევრო დაუჯდება.

აქამდე დრაქსლერისადმი ინტერესი „არსენალსაც“ ჰქონდა.

დრაქსლერი მოედანს უბრუნდება

“შალკეს” ნახევარმცველი იულიან დრაქსლერი, შესაძლოა, მოედანს ბუნდესლიგის 28-ე ტურში, “ფრაიბურგთან” შეხვედრაში დაუბრუნდეს. ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ სრული დატვირთვით ვარჯიშობს და დისკომფორტს არ განიცდის.

“უკვე ერთი კვირაა, რაც საერთო ჯგუფთან ერთად ვვარჯიშობს. რაც მთავარია, არანაირი ტკივილი არ მაწუხებს. არ ვიცი, გამოვალ თუ არ მოედანზე შემდეგ შეხვედრაში. გადაწყვეტილება მწვრთნელმა უნდა მიიღოს. თუმცა, მე მზად ვარ და მოედანზე გასვლა გამახარებს” – განაცხადა დრაქსლერმა.

ტრავმა, რომლის გამოც ფეხბურთელს მოთამაშეს დიდი დრო გაუცდა მან ბუნდესლიგის მე-9 ტურში, “აუგსბურგთან” შეხვედრისას მიიღო.