იგუაინის ძმა: “გონსალო “რეალის” კარში გატანილ გოლს აუცილებლად აღნიშნავს”

ჩემპიონთა ლიგის ფინალური დაპირისპირების წინ, საინტერესო კომენტარი გააკეთა “იუვენტუსის” ფორვარდის, გონსალო იგუანის ძმამ, ნიკოლას იგუაინმა.

“სულაც არ იქნება უპატივცემულობა, თუ გონსალო მადრიდული გუნდის წინააღმდეგ გატანილ გოლს აღნიშნავს. ეს კლუბი ჩვენი მოსისხლე მტერი არაა. ჩემმა ძმამ იქ შვიდი ფანტასტიკური წელი გაატარა.”

“ბოლო პერიოდში, ყოველ უიქენდზე დავა ჩაღდებოდა იმაზე, გონსალო უნდა მდგარიყო ძირითადში, თუ კარიმი (ბენზემა, ავტ.). ვფიქრობ,ეს უსამართლობა იყო!” – განაცხადა ნიკოლასმა.

ალეგრი: “შესაძლოა, ეს ჩვენთვის განსაკუთრებული სეზონი იყოს”

ჩემპიონტა ლიგის ნახევარფინალში “მონაკოს” დმაარცხების შემდეგ, “იუვენტუსის” მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს! ეს არ იყო მარტივი შეხვედრა. “მონაკო” ძალიან ძლიერი გუნდია, რომელსაც დიდი ტექნიკა აქვს. როცა ანგარიში ჯერ კიდევ 0-0 იყო, ბუფონმა შესანიშნავი სეივი მიითვალა. ასეთ მნიშნელოვან შეხვედრებში ჯიჯი ყოველთვის მსოფლიოს საუკეთესოა!”

“ჯერ არაფერი დამთავრებულა. “მონაკო” ტურინში ჩამოვა და ეცდება, სიტუაცია გამოასწოროს. შესაძლოა, ეს ჩვენთვის განსაკუთრებული სეზონი იყოს,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.

“იუვენტუსმა” ტიაგო სილვას დაადგა თვალი

მომავალ ზაფხულს ტურინის “იუვენტუსი”, შესაძლოა, ლეონარდო ბონუჩიმ დატოვოს. იტალიური კლუბის დაცვის ბურჯით “ჩელსის” მწვრთნელი, ანტონიო კონტეა დაინტერესებული, რომელიც ლეოს, როგორც “იუვეში”, ასევე “სკუადრა აძურაში” წვრთნიდა.

როგორც იტალიური გამოცემა – Tuttosport-ი  იტყობინება, თუ 29 წლის მცველი მომავალ ზაფხულზე “ბებერ ქალბატონს” დატოვებს, “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა “პსჟ”-ს მცველის, ტიაგო სილვას შეძენას შეეცდება. გასათვალისწინებელია, რომ ბრაზილიელს კონტრაქტი პარიზულ კლუბთან 2017 წლის ივლისში ეწურება. თუმცა, თუ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გავა, ტიაგოს კონტაქრტი ავტომატურად 1 წლით გახანგრძლივდება.

მოკლედ, საინტერესოა, როგორ განვითარდება ჯერ “პსჟ”-ს მოამვალი ჩემპიონთა ლიგაზე და შემდეგ – მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე პარიზული კლუბისა და “იუვეს” ურთიერთობა სილვასთან დაკავშირებით.

 

“იუვენტუსმა”, თავის ისტორიაში, სერია A-ს პირველი ორი მატჩი პირველად წააგო

30 აგვისტოს, იტალიის სერია A-ს მეორე ტურში, “რომამ” საკუთარ მოედანზე “იუვენტუსი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ “ბიანკონერიმ” იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია, ასეთი რამ კი კლუბის არსებობის მანძილზე არასოდეს მომხდარა.

მომენტი, რომელიც ბევრს გამორჩა – რა გაუკეთა რონალდუმ კიელინის? (ვიდეო)

5 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, “იუვენტუსსა” და “რეალს” შორის გამართულ მატჩში, კრიშტიანო რონალდუმ ჯორჯო კიელინი მუჭი ჩაარტყა, ეს მომენტი კი ბევრს გამორჩა.



ხოსე მაური: “ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღეა” (ვიდეო)

იტალიის ჩემპიონატის 30-ე ტურში “პარმამ” საკუთარ მოედანზე გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი ტურინის “იუვენტუსი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი შეხვედრის მე-60 წუთზე მასპინძელთა 18 წლის თავდამსხმელმა ხოსე მაურიმ გაიტანა.

“ჩვენი ფანების წინაშე შესანიშნავი მომენტი მქონდა. ღმერთს მადლობას ვეუბნები, რომ ამის ძალა მომცა. ამ გოლს ბებიას ვუძღვნი.

ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღეა. ეს ყველაფერი ამ დრომდე არ მჯერა, თუმცა ჩემი გოლი ისტორიაში ჩაიწერება.

მწვრთნელმა გვითხრა, რომ ჩვენი სჯერა. მან გვითხრა, რომ შეტევისას ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ის მართალი გამოდგა”, – ციტირებს მაურის სიტყვებს Football Italia.

კეიტა: “იუვეს” პატივს ვცემ, მაგრამ “ბარსაში” ერთ დროს მოთამაშე ხალხს მისი არ გვეშინია”

ხვალ იტალიის სერია А-ს 25-ე ტურის დასკვნითი და ცენტრალური მატჩი დედაქალაქში შედგება, სადაც ადგილობრივი “რომა” გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერ “იუვენტუსს” მიიღებს. დამდეგი შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა “რომას” ნახევარმცველმა სეიდუ კეიტამ.

“იუვენტუსს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ “ბარსელონაში” ერთ დროს მოთამაშე ხალხს არაფრის არ გვეშინია.

მე ამ მატჩს საჩემპიონო ბრძოლაში გადამწყვეტ შეხვედრად მივიჩნევ. ეს უბრალო სიტყვები არ გეგონოთ. გამარჯვების შემთხვევაში, ჩემპიონობისთვის შანსს ვინარჩუნებთ.

თუ სტადიონი მხარს დაგვიჭერს, ჩვენ არ გავჩერდებით და გამარჯვების შანსიც გვექნება.

მე ძალზედ მგრძნობიარე ვარ, ზოგჯერ ფანატიზმშიც ვვარდები. უკვე წარმომიდგენია, რა მოხდება ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში”, – ციტირებს კეიტას სიტყვებს Goal.com-ი.

მატჩი “რომასა” და “იუვენტუსს” შორის ხვალ, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

 

“რეალი” მორატას დაბრუნებას აპირებს

ესპანური მედიის ცნობით, მადრიდის “რეალი” ალვარო მორატას დაბრუნებას აპირებს, რომელმაც ტურინის “იუვენტუსში” თავი კარგად წარმოაჩინა.

შეგახსენებთ, რომ “სამეფო კლუბმა” ახალგაზრდა ესპანელი თავდამსხმელი “ბებერ სინიორას” 20 მილიონ ევროდ მიჰყიდა, თუმცა მიმდინარე სეზონის ბოლოს 30 მილიონ ევროდ, 2015/16 წლების სეზონის შემდეგ კი 35 მილიონ ევროდ ფეხბურთელის დაბრუნების უფლება ეძლევა.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ალვარომ მორატამ 17 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.

 

ინძაგი: “პაცინის რომ გაეტანა, ყველაფერი სხვანაირად წარიმართებოდა”

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ ტურინის “იუვენტუსთან” განცდილი მარცხი (1:3) შეაფასა.

“მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავდა, ჩემმა გუნდმა მშვენივრად წარმოაჩინა თავი. ყველამ კარგად იცის, რაოდენ რთულია სტუმრად “იუვენტუსის” წინააღმდეგ თამაში. ასე რომ არ იყოს, “ბებერი სინიორა” ამ სეზონში ამდენ ქულას ვერ მოაგროვებდა.

ვთვლი, რომ მთელი მატჩის განმავლობაში თამაშში ვიყავით. შანსიც გვქონდა, რომ ანგარიში 2:2 გაგვეხადა. პაცინის რომ გაეტანა, ყველაფერი სხვანაირად წარიმართებოდა.

დავმარცხდით, მაგრამ ეს მატჩი შესაძლოა, ახალი სასტარტო წერტილი გახდეს”, – ციტირებს ინძაგის სიტყვებს Goal.com-ი.

 

ტევესი: “იტალიაში მოთამაშე ფეხბურთელებისთვის “ოქროს ბურთის” მოგება რთულია”

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა განაცხადა, რომ მისთვის და იტალიის სერია A-ში მოთამაშე სხვა ფეხბურთელებისთვის განსაკუთრებით ძნელია “ოქროს ბურთის” მოგება.

“ოქროს ბურთის” მოგება რთულია, მით უფრო, თუ იტალიური ფეხბურთის თავისებურებას გავითვალისწინებთ. სერია A-ში იმდენი გოლი არ გადის, რამდენიც სხვა ლიგებში.

ჩემპიონატის ზედიზედ ოთხჯერ მოგება ადვილი არ არის, თანაც ისეთ ლიგაში, რომელშიც ტაქტიკურ და ფიზიკურ მხარეს დიდი ყურადღება ექცევა. თუ მიჯრით მეოთხედაც გავხდებით ჩემპიონები, ეს ჩვენს ისტორიას კიდევ უფრო გაამდიდრებს”, – ციტირებს ტევესის სიტყვებს Goal.com-ი.

 

ბუფონი “ჯენოასთან” მატჩში კაპიტნის სპეციალურ სამკლავურს მოირგებს

ტურინის “იუვენტუსის” მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა გულშემატკივრებს ამცნო, რომ “ჯენოას” წინააღმდეგ გასამართ მატჩში კაპიტნის სპეციალურ სამკლავურს მოირგებს.

“მომდევნო შეხვედრა ჩემთვის მე-500 იქნება. ამის აღსანიშნავად, კაპიტნის სპეციალურ სამკლავურს მოვირგებ”, – დაწერა ბუფონმა სოციალურ ქსელში.

საგანგებოდ ამ დღისთვის ჯანლუიჯი ბუფონს სპეციალური ბუცები და ხელთათმანები დაუმზადეს.

მატჩი “ჯენოასა” და “იუვენტუსს” შორის ოთხშაბათს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

BuffonBuffon (2)

ანჩელოტიმ სკუდეტოს მთავარი ფავორიტი დაასახელა

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ იტალიის სერია A-ს VI ტურის ცენტრალური მატჩის შესახებ ისაუბრა, რომელიც ტურინის “იუვენტუსსა” და “რომას” შორის გაიმართება. გარდა ამისა, იტალიელმა სპეციალისტმა სკუდეტოს მოპოვების მთავარი პრეტენდენტიც დაასახელა.

“რთული სათქმელია, რა შედეგით დასრულდება მატჩი, თუმცა ვიმედოვნებ, კარგი თამაში გამოვა და საზღვრებს გარეთ იტალური ფეხბურთის იმიჯს გამოასწორებს. რომელი გუნდი მოიგებს სკუდეტოს? თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ ჩემპიონი “რომა” გახდება”, – განაცხადა ანჩელოტიმ, რომელსაც როგორც “იუვენტუსში”, ასევე “რომაშ” უმუშავია.

მატჩი “იუვენტუსსა” და “რომას” შორის კვირას, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.