პირლო: “პოგბა “მანჩესტერში” არ დაბრუნდება, რადგან იქ არ აფასებენ”

ახალგაზრდა ფრანგი მის ყოფილ კლუბში უპატივცემულობის გამო არ დაბრუნდება.

იტალიელმა ნახევარმცველმა, ანდრეა პირლომ განაცხადა, რომ პოგბას “ოლდ ტრაფორდზე” დაბრუნების შანსი ძალიან მცირეა, რადგან ფრანგს კიდევ ახსოვს სერ ალექს ფერგიუსონის მიყენებული შეურაცხყოფა.

“ევროპული გიგანტების ყურადღება პოლის მიმართ გასაკვირი არაა. როდესაც მატჩებს მაღალ დონეზე ატარებს, რა საკვირველია, შენით ბევრი გრანდი ინტერესდება. ვფიქრობ, პოგბა “იუვენტუსში” ბედნიერია, მის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით არაფერი ვიცი, მაგრამ იგი “მანჩესტერში” არ დაბრუნდება”.

“პოგბას ახსოვს, თუ როგორ უსამართლოდ მოექცნენ “ოლდ ტრაფორდზე”. სერ ალექს ფერგიუსონი ყოველდღიურად ამცირებდა. მომავალში ის წავა იქ, სადაც მისი მისვლა ყველაზე მეტად გაუხარდებათ და დააფასებენ,”-დაასრულა იტალიელმა ვეტერანმა.

ითამაშებს თუ არა კროოსი „იუვენტუსთან“ განმეორებით მატჩში?

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ტონი კროოსმა, რომელმაც „ვალენსიასთან“ შაბათის შეხვედრაში მცირე ტრავმა მიიღო, დღეს ძირითად ჯგუფთან ერთად ივარჯიშა.

სავარაუდოდ, გერმანელი „იუვენტუსთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალირი ეტაპის განმეორებით შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას მიანც შეძლებს.

ამავდროულად, სათქმელია, რომ თანაგუნდელებთან ერთად უელსელ ნახევარმცველ გარეთ ბეილს არ უვარჯიშია. ამის ნაცლავ ის ინდივიდუალური პროგრამით მუშაობდა.



“ლივერპული” “იუვენტუსის” სუპერვარსკვლავით დაინტერესდა

იტალიური გამოცემა “ტუტოსპორტი” იუწყება, რომ “ლივერპული” ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველ ანდრეა პირლოთი დაინტერესდა.

წყაროს ცნობით, მერსისაიდული გუნდის წარმომადგენლებმა შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით “ბებერ სინიორასთან” მოლაპარაკების დაწყება უკვე სცადეს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, პირლოს მიმართ ინტერესს ლონდონის “ჩელსი”, არგენტინული “ბოკა ხუნიორსი” და MLS-ის კლუბები იჩენენ. თავად ფეხბურთელი თვლის, რომ მისთვის ევროპის დატოვება ჯერ ადრეა.

შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლოს “იუვენტუსთან” მოქმედი კონტრაქტი 2016 წელს ეწურება.

 

ალეგრი: “ახლა ტრანსფერებზე ფიქრის დრო არ არის”

ამჟამად, მასიმილიანო ალეგრი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზეა ორიენტირებული.

“კალიარისთან” მატჩამდე, იტალიელ სპეციალისტს კარლოს ტევესსა და ანდრეა პირლოზე ჰკითხეს.

“პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ პირლო ბევრმა გააკრიტიკა, თუმცა მან კარგად ითამაშა. ანდრეა კარგ ფიზიკურ მდგომარეობაშია”.

“რაც შეეხება ტრანსფერების საკითხს, ამას განსახილავად დიდი დრო სჭირდება. ამჟამად სხვა რამეზე ვართ ორიენტირებულნი. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა”.

“თამაში “კალიარისთან”? – ვფიქრობ, გამოტოვებს ტევესი. კარგს სტორატი დაიცავს,”-დაასრულა ალეგრიმ.

მარკიზიო: “მადრიდში ღიად თამაშია საჭირო”

“იუვენტუსის” ნახევარმცველმა, კლაუდიო მარკიზიომ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა მადრიდში ჩაკეტილი ფეხბურთი არ უნდა ითამაშოს.

იტალიაში გამართული შეხვედრა მასპინძელთა სასარგებლოდ, 2-1 დასრულდა.

“ჩვენ დავუპირისპირდებით დიდ გუნდს, ლამაზ სტადიონზე, მაგრამ ეს პრობლემას არ წარმოადგენს. არ უნდა გავიმეოროთ ის შეცდომები, რაც ტურინში დავუშვით, თორემ კარლო ანჩელოტის გუნდში ნამდვილი პროფესიონალები თამაშობენ, რომლებიც ამის გამო დაგვსჯიან. საჭიროა შემტევი ფეხბურთი,”-განაცხადა მარკიზიომ.

“წელს “იუვენტუსი” ნახევარფინალშია, ამიტომ ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ”.



„იუვენტუსს“ მადრიდში 4 ათასი ადამიანი უგულშემატკივრებს

„რეალთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში ტურინის „იუვენტუსს“ მადრიდში 4 ათასი ადამიანი უგულშემატკივრებს.

კენჭისყრის დასრულებისთანავე კლუბმა ამ შეხვედრის გასვლითი ტურების ბილეთების გაყიდვა დაიწყო (თითო ბილეთის ფასმა 400 ევრო შეადგინა), რომლებიც რამდენიმე საათში გაიყიდა.

როგორც ცნობილია, სტუმართა სექტორში დამსწრებთა უმეტესობა გუნდის ფან მოძრაობის წევრი იქნება.


რა ხდებოდა “იუვენტუსის” სტადიონზე მატჩის დაწყების წინ (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რა ხდებოდა “იუვენტუსის” სტადიონზე “რეალთან” გამართული მატჩის დაწყების წინ.


კარლოს ტევესმა მასიმილიანო ალეგრის მშიშარა უწოდა

5 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე, ტურინის “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

შეხვედრის 86-ე წუთზე, ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ერთ-ერთი გოლის ავტორი კარლოს ტევესი რობერტო ფერეირათი შეცვალა.

როგორც ჩანს, ტევესს მოედნის დატოვება არ ესიამოვნა. გამოცემა Ole-ს ცნობით, როცა ალეგრიმ ტევესი შეცვალა, არგენტინელმა თავდამსხმელმა თავის მწვრთნელს “მშიშარა” უწოდა.




რამოსი: “ფინალამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს”

მადრიდის “რეალის” მცველმა სერხიო რამოსმა განაცხადა, რომ “სამეფო კლუბს” ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს.

შეგახსენებთ, რომ 5 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “იუვენტუსმა” “რეალი” საკუთარ მოედანზე ანგარიშით 2:1 დააამარცხა.

“წაგება კარგი არ არის, თუმცა განმეორებითი შეხვედრა ჩვენს მოედანზე ჩატარდება. შევეცდებით, დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ. ფინალამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს, ამიტომ “ბერნაბეუზე” ბოლომდე დავიხარჯებით.

შეცდომები თამაშის ნაწილია. ამრიგად, ახლა საჭიროა სიმშვიდე შევინარჩუნოთ. პირველი მატჩის შემდებ, ფავორიტი “იუვენტუსია”, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, მეორე შეხვედრა მადრიდში გაიმართება, რაც ჩვენთვის კარგია”, – ამბობს რამოსი.



“იუვენტუსი” გაშვებული გოლისგან სტეფანო სტურარომ იხსნა (ვიდეო)

5 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე, “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “რეალი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

შეხვედრის 41-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, ხამეს როდრიგესმა ტურინელთა კარის დალაშქვრა თავური დარტყმით სცადა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მას გოლის გატანაში ხელი სტეფანო სტურარომ შეუშალა.


ევრა: „საპასუხო მატჩს წინ თავდაჯერებულები ვართ“

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა პატრის ევრამ მადრიდის „რეალთან“ მოგებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„რეალიგ“ წინააღმდეგ თამაში ადვილი არაა. ჩემი თანაგუნდელებითა და სამწვრთნელო შტაბით ვამაყობ, შეხვედრისთვის ჩინებულად მოვემზადეთ.

ტევესი ნამდვილი ჩემპიონი და პროფესიონალია, ის ძალიან ბეჯითად მუშაობს. მეორე მატჩი რთული იქნება, მაგრამ ჩვენ თავდაჯერებულები ვართ“, – განაცხადა ფრანგმა მცველმა.



პირლო: „მადრიდში ასე უნდა ვითამაშოთ“

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ანდრეა პირლო მადრიდის „რეალთან“ ნაჩვენები თამაშით კმაყოფილია.

„დღეს ყველას დავუმტკიცეთ, რომ ფინალში გასვლა გვსურს და ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. მადრიდში მიზნის მიღწევის უნდა გვჯეროდეს. გასვლაზე დღეს ნაჩვენები ფეხბურთი უნდა გავიმეოროთ და ზუსტად ასეთი კონცენტრაცია და ტექნიკა ვაჩვენოთ“, – განაცხადა ანდრეამ.