ჩიჩარიტო: „იუვენტუსისგან“ კარგი გაკვეთილი მივიღეთ“

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა ხავიერ ერნანესმა „იუვენტუსთან“ წაგებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„ნეგატიური ემოციები გვაქვს, რადგან დავმარცხდით. თუმცა, დღეს ბოლომდე ვიბრძოლეთ და წინ საპასუხო შეხვედრა გველის, რომელშიც ანგარიშთ 1:0 მოგებაც დაგვაკმაყოფილებს. სიმშვიდის შენარჩნება გვმართებს. დღევანდელი შეხვედრაში ჩვენთვის კარგი გაკვეთილი მივიღეთ – ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე სუსტი მეტოქეები არ არიან“, – განაცხადა მექსიკელმა.


ალეგრის მატჩისშემდგომი კომენტარი

„იუვენტუსი“ – „რეალის“ 1/2-ფინალური ეტაპის პირველი მატჩი ტურინელთა დამრიგებელმა მასიმილიანო ალეგრიმაც შეაფასა.

„ჩემი გუნდის ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი ვარ. შეხვედრის შედეგი ჩვენ მიერ შესრულებული ნაყოფიერი სამუშაოს შედეგია. ნახევარფინალში გასვლა და „რეალის“ დონის გუნდთან დაპირისპირება ადვილი არაა.

ძალიან ინტენსიურად ვმოქმედებდით და „რეალს“ ბევრის გაკეთების უფლებას არ ვაძლევდით, მაგრამ, ვფიქრობ, მომატებაც შეგვეძლო.

სამწუხაროა, რომ შეხვედრის ბოლოს ლიორენტემ ვერ გაიტანა. თუმცა, ამ მატჩის წინ ნებისმიერ მოგებას დავთანხმდებოდი“, – განაცხადა „იუვეს“ თავკაცმა.



ტევესი: „ჩემთვის მოგება მოულოდნელი არ იყო“

მადრიდის „რეალის“ კარში გოლის ავტორმა კარლოს ტევესმა განაცხადა, რომ მისთვის განვლილი მატჩს მოგება მოულოდნელი არ ყოფილა.

„ჩემთვის ეს გამარჯვება სიურპრიზი არაა. შესაძლოა, ამას ჟურნალისტები არ ელოდებოდნენ, რომლებიც ფავორიტებად არ გვასახელებდნენ.

გუნდის მჯერა და ჩვენი შესაძლებლობების შესახებ კარგად ვიცი. „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 12 წლის განმავლობაში არ გასულა, ამიტომაც ეს შემადგენლობა კლუბის ახალ ისტორიას წერს.

შეხვედრა ძალიან რთული გამოდგა. ასეთ მეტოქესთან ნაკლები ზეწოლის შემთხვევაში, გოლის მიღება ადვილია“, – განაცხადა არგენტინელმა.

ვიდალი: „ბერლინს მივუახლოვდით“

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა მადრიდის „რეალთან“ უეფას ჩემოიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის მოგებული მატჩი შეაფასა.

„ჩვენი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ კარგად ვითამაშეთ. წინ კიდევ 90 წუთი გველის, რომელიც ამ დონეზე უნდა ჩავატაროთ. მადრიდში ჩვენი ფეხბურთის ჩვენებაა საჭირო. ჩვენს ოცნებაზე ვფიქრობთ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოგებაში გამოიხატება. ამ მატჩის შემდეგ ბერლინს კიდევ უფრო მივუახლოვდით“, – განაცხადა ჩილელმა.

როი კინი: “იუვენტუსი” ათკაციან “რეალთან” თამაშობდა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა კაპიტანმა როი კინმა ტურინის “იუვენტუსსა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართული შეხვედრა შეაფასა და თქვა, რომ გარეტ ბეილს არაფერი გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ 5 მაისს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “იუვენტუსმა” “სამეფო კლუბი” ანგარიშით 2:1 დააამარცხა.

“რეალისთვის” მატჩის ჩატარება რთული იყო, რადგან ეს გუნდი ათი კაცით თამაშობდა. დღეს, გარეტ ბეილს არაფერი გაუკეთებია”, – განაცხადა როი კინმა.

ჯორჯო კიელინი კრიშტიანო რონალდუს წინააღმდეგ (ვიდეო)

5 მაისს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “იუვენტუსსა” და “რეალს” შორის გამართულ მატჩში (2:1) კამერებმა სახალისო კადრი დააფიქსირეს.

“იუვენტუსმა” “რეალს” მინიმალური სხვაობით სძლია

ტურინში დასრულდა ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა ადგილობრივ “იუვენტუსსა” და “რეალს” შორის, რომელიც მასპინძელბმა მინიმალური სხვაობით, 2:1 მოიგეს.

ტურინელებმა მატჩი კარგად დაიწყეს და დაწინაურებაც საკმაოდ სწრაფად, მე-8 წუთზე ალვარო მორატას გოლით მოახერხეს. ამის შემდეგ ინიციატივა საკუთარ ხელში “რეალმა” აიღო და 27-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ გათანაბრება მოახერხა. ტაიმის დასრულებამდე სტუმრებს დაწინაურებაც შეეძლოთ, თუმცა ხამესის დარტყმა ხარიხამ მოიგერია.

შესვენების შემდეგ თამაში თანაბრად წარიმართა. “რეალის” ერთ-ერთი შეტევის დასრულებას მარსელო ძლიერი დარტყმით აპირებდა, თუმცა მისი მცდელობა მასპინძელთა მცველებმა მოიგერიეს და სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს, რაც მადრიდელთა კარში დანიშნული პენალტით დასრულდა. 11 მეტრიანი გოლად კარლოს ტევესმა აქცია და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

განმეორებით შეხვედრას მადრიდი მადრიდი 13 მაისს უმასპინძლებს.

იუვენტუსი 2-1 რეალი

გოლები: მორატა 8′ (1:0); რონალდუ 27′ (1:1); ტევესი 57′ (2:1);

“იუვენტუსი”-“რეალი” – შემადგენლობა

1 საათში დაიწყება ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩი ტურინში, სადაც “იუვენტუსი” და “რეალი” შემდეგნაირი შემადგენლობებით იასპარეზებენ.

“იუვენტუსი”: ბუფონი, ლიხშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა, პირლო, მარკიზიო, სტურარო, ვიდალი, მორატა, ტევესი.

“რეალი”: კასილიასი, კარვახალი, ვარანი, პეპე, მარსელო, რამოსი, კროოსი, ისკო, ბეილი, ხამესი, რონალდო.

პროგნოზისტთა კონკურსი („იუვენტუსი“ – „რეალი“)

გრძელდება ჩვენი ტრადიციული პროგნოზისტთა კონკურსი. დღეს გამოქვეყნდა 39-ე საკონკურსო კვირის პირველი მატჩის კითხვები, რომელიც „იუვენტუსსა“ და „რეალს“ შორის გასამართ შეხვედრას ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 7 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს Europe bet-ის ანგარიშზე 10 ლარი დაერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 5 ლარი დაერიცხებათ. გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორები იმ შემთხვევაში მოხვდებიან, თუ მიღებულ საკონკურსო კომენტარებში შვიდი 4-სწორპასუხიანი მომხმარებელი არ იქნება და სიაში გაჩნდება ვაკანტური საპრიზო ადგილები.

ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.

საკონკურსო კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: „იუვენტუსი“ – „რეალი“

► სპეციალური ჯგუფი სპორტისა და აზარტის მოყვარულებისთვის

პრევიუ: იუვენტუსი – რეალი

ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა დღეს ტურინში შედგება, სადაც “იუვენტუსი” მადრიდის “რეალს” მიიღებს.

“იუვენტუს” ნახევარფინალურ ეტაპზე 10 წელიწადზე მეტია არ უთამაშია. თუმცა, მასიმილიანი ალეგრის ბიჭებს ამ ნიშნულზე გაჩერება ნამდვილად არ სურთ და ფინალში გასვლასთან ერთად ტურნირის მოგებასაც ისახავენ მიზნად.

“იუვენტუსის” ნებისმიერი მატჩის წინ შემადგენლობის არჩევისას ალეგრი 3-5-2-სა და 4-1-2-1-2-ს შორის კაეთებს არჩევანს. უკანასკნელ პრესკონერენციაზე ტურინელთა თავკაცმა განაცხადა, რომ მისი გუნდი 4 მცველით ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ძირითადში არა ბარძალი, არამედ პერეირა გამოვა.

“რეალის” შემადგენლობის მხრივაც ექსპერიმენტებს არ უდნა ველოდიოთ. “ატლეტიკოსთან” მატჩის მსგავსად მოედნის ცენტრში კროოსთან ერთად სერხიო რამოსი ითამაშებს. მადრიდელებს ვერ დაეხმარებიან ტრავმირებული მოდრიჩი და ბენზემა. ფრანგის არყოფნის პირობებში “რეალის” შეტევაში რონალდუ-ბეილის ტანდემის ხილვაა მოსალოდნელი.

ილიარამენდი, ხესე და ჩიჩარიტო კი გუნდის გაძლიერებას სათადარიგოთა სკამიდან ეცდებიან.

სავარაუდო შემადგენლობები:

იუვენტუსი:  ბუფონი – ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა – მარკიზიო, პირლო, ვიდალი – პერეირა – მორატა, ტევესი

რეალი: კასილიასი – კარვახალი, ვარანი, პეპე, მარსელო – როდრიგესი, სერხიო რამოსი, კროოსი, ისკო – რონალდუ, ბეილი

Juventus_RealMadrid_ART_GEO

პეპე მორატასთან შეხვედრას ელის

მადრიდის „რეალის“ მცველი პეპე ტურინის „იუვენტუსთან“ დღევანდელი შეხვედრისთვის ემზადება.

„ტევესი ძალიან ძლიერი მოთამაშეა. ის ყოველი ბურთისთვის იბრძვის. კარლოსი ნამდვილი მებრძოლია. ჩინებულია, რომ ასეთი დიდი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში გვიწევს.

„იუვენტუსის“ თავდასხმას ასევე ლიორენტე და მორატაც ჰყავს. მიხარია, რომ ალვაროს კვლავ შევხვდები. „რეალი“ მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“, – განაცხადა პორტუგალიელმა მცველმა.

რა დაემართა პეპეს, როცა ორიგინალურად თამაშს ცდილობდა (ვიდეო)

ანდრეა პირლომ დაასახელა ორი ფეხბურთელი, რომლებიც ყველაზე მეტად მოსწონს

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ დაასახელა ორი ფეხბურთელი, რომლებიც მას ყველაზე მეტად მოსწონს.

შეგახსენებთ, რომ პირლოს კარიერის განმავლობაში, “ინტერში”, “მილანსა” და “იუვენტუსში” არაერთი გამორჩეული ფეხბურთელის გვერდით უთამაშია.

“ფეხბურთელები, რომლებიც ყველაზე მეტად მომწონს? ჩავი და ინიესტა. ისინი უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან. ორივე ყოველთვის მხოლოდ გუნდზე ფიქრობს”, – უთხრა პირლომ La Gazzetta dello Sport-ს.