მარტინ კასერესი
ტიერი ანრი
იაგო ფალკე
ლილიან ტურამი
ჯანლუკა ძამბროტა
ზლატან იბრაჰიმოვიჩი
ხუან პაბლო სორინი
ედგარ დევიდსი
მიქაელ ლაუდრუპი
მადრიდის „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობას შემადგენლობის თავდამსხმელ კარლოს ტევესით გაძლიერება სურს, რის შესახებაც ესპანური გამოცემა AS-ი წერს.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელს თავისი მომავლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, მაგრამ რამდენიმე თვის წინ მან აღნიშნა, რომ ევროპაში კარიერის გაგრძელებას, მშობლიურ „ბოკა ხუნიორსში“ დაბრუნება ურჩევნია.
იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის გათამაშებაში 31 წლის ფორვარდმა 32 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც 20 გოლი გაიტანა. საუკეთესო ბობმარდირის სტატუსამდე მას სულ ცოტა დააკლდა – ერთი გოლით ტევესს ლუკა ტონიმ და მაურო იკარდიმ აჯობეს.
ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა პოლ პოგბამ მოახლოებულ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “ბიანკონერის” დასაკარგი არაფერი აქვს.
“ყველამ ვიცით, როგორ თამაშობს “ბარსელონა”. ამ გუნდს მსოფლიოში საუკეთესო თავდასხმა ჰყავს. საჭიროა, რომ აგრესიულები ვიყოთ. რა თქმა უნდა, ფავორიტები ჩვენ არ ვართ, მაგრამ ეს ფინალია, ამიტომ რა მოხდება, არავინ იცის. რაც შეეხება მესის, ის ამ მომენტისათვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. “იუვენტუსს” დასაკარგი არაფერი აქვს”, – ამბობს ფრანგი ფეხბურთელი.
ტურინის “იუვენტუსი” სერია ა-ს უკანასკნელ ტურში “ვერონას” ესტუმრა და გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.
“იუვემ” დაწინაურება 42-ე წუთზე პერეირას გოლით შეძლო, თუმცა შესვენების შემდეგ 3 წუთში ლუკამ ტონიმ წონასწორობა აღადგინა. ტურინელები კიდევ ერთხელ 57-ე წუთზე ლიორენტეს გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ უპირატესობა ამჯერადაც ვერ შეინარჩუნეს. 93-ე წუთზე ტალებმა საბოლოო ანგარიში, 2:2 დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდამდე კარლოს ტევესმა პენალტის გატანა ვერ შეძლო, შეცვლაზე შესულმა სიმონე პეპემ კი წითელი ბარათის მიღება მოასწრო.
30 მაისს, იტალიის სერია A-ში, “ჰელას ვერონამ” საკუთარ მოედანზე “იუვენტუსი” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა.
მატჩის 42-ე წუთზე, ტურინელთა ფეხბურთელმა რობერტო ფერეირამ შეხვედრაში ანგარიში გახსნა.
უკვე ერთი თვის განმავლობაში ტურინის „იუვენტუსის“ მცველს შტეფან ლიხშტაინერს ფეხის პრობლემები აწუხებს.
მუდმივი ტკივილი ფეხბურთელს თამაშში ხელს უშლის, სარეაბილიტაციო კურსმა კი მოსალოდნელი შედეგი ვერ გამოიღო.
როგორც ცნობილია, შტეფანი ექვს ივნისს, „ბარსელონასთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშს შეძლებს, რის შემდეგაც ოპერაციას გაიკეთებს, რათა ტრავმა საბოლოოდ მოიშუშოს.
უცხოური მედიის ცნობით “რეალის” ნახევარმცველმა სამი ხედირამ “იუვენუტსში” სამედიცინო შემოწმება გაიარა.
მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში მხარეები კონტრაქტს გააფორმებენ, რომლის მიხედვით გერმანელი ფეხბურთელი წელიწადში ოთხ მილიონ ევროს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ხედირამ “რეალში” გადასვლის შემდეგ რამდენიმე მძიმე ტრავმა მიიღო. მიმდინარე სეზონში კი მხოლოდ 16 მატჩი ჩაატარა.
ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ დღეს ტურინში “პალერმოს” ფორვარდი პაულო დიბალაც ჩავიდა და სამედიცინო შემომწებას ხვალ გაივლის.
ჩილელი ნახევარმცველი, სავარაუდოდ, ტურინში დარჩება.
ალექსის სანჩესის წარმატებული ტრანსფერის შემდეგ, არსენ ვენგერის მორიგი სამიზნე არტურო ვიდალია.
ჩემპიონთა ლიგის ფინალისტებს გუნდის ერთ-ერთი ლიდერის შენარჩუნება ნებისმიერ ფასად სურთ და არტუროს 2020 წლამდე საკმაოდ კარგ ხელშეკრულებას სთავაზობენ.
Tuttosport-ის ინფორმაციით, მათ ვისაც 27 წლის შემტევის დამატება სურთ, იტალიურ გუნდზე 40 მილიონის გადახდა მოუწევთ.
„პალერმოს“ თავდამსხმელი პაულო დიბალა ტურინში ჩავიდა, სადაც „იუვენტუსში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
ამის შესახებ „სქაი სპორტსის“ ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ განაცხადა. 21 წლის არგენტინელი ტურინის ერთ-ერთ კლინიკაში „იუვეს“ უფროს მატეო ფაბრისთან ერთად მივიდა. შემოწმებამ „ბიანკონერის“ ექიმის ლუკა სტეფანინის ხელმძღვნაელობით ჩაიარა.
სამედიცინო შემოწმების მეორე ნაწილი სხვა კლინიკაში ჩატარდება. იმ შემთხვევაში, თუ ის დადებითი იქნება, დიბალასთან ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდება.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის არგენტინელის სანაცვლოდ „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა ორმოცი მილიონი ევროს გადახდას აპირებდა.
ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა მენეჯერმა ჯუზეპე მაროტამ „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელის ედინსონ კავანის მის კლუბში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებული ჭორები უარყო.
„კავანი? მის დასამატებლად ჯერ არაფერი გაგვიკეთებია. მასთან მოლაპარაკებაც არ დაგვიწყია“, – განაცხადა მაროტამ.
ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანმა ჯანლუიჯი ბუფონმა “ბარსელონაზე” ისაუბრა და თქვა, რომ კატალონიელებს თითქმის დაუმარცხებელი გუნდი ჰყავთ.
შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს “იუვენტუსი” და “ბარსელონა” დაუპირისპირდებიან.
“ბარსელონა” თითქმის დაუმარცხებელი გუნდია. ვიცით, რომ მეტოქე ჩვენზე ძლიერია, მაგრამ ყოველთვის საუკეთესო ვერ იმარჯვებს. ჩემპიონთა ლიგის თასს ის აწევს, ვინც კონკრეტულ მატჩს უკეთესად ჩაატარებს”, – უთხრა ბუფონმა Sky Sport Italia-ს.
“ბებერი ქალბატონები” ძალიან ახლოს არიან მადრიდის “რეალის” ნახევარმცველის გაფორმებასთან.
“იუვენტუსის” ხელმძღვანელები უკვე შეხვდნენ სამი ხედირას წარმომადგენელს, სადაც საუბრის თემა გერმანელის ტრანსფერი იყო.
იტალიის ჩემპიონებს ყველა გარიგებისა და შრომითი ხელშეკრულების მოგვარება ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე სურთ. ფინალი 6 ივნისს, ბერლინში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ხედირას “რეალთან” კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება და მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებას არ აპირებენ.