23 მაისს, იტალიის სერია A-ში, “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “ნაპოლი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისას, მიგელ ბრიტოსსა და ალვარო მორატას შორის სიტუაცია დაიძაბა.
ჭდე: „იუვენტუსი“
დეშამმა პოგბა დაიცვა
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა დაიცვა. თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მიშელ პლატინიმ განაცხადა, რომ მესისთან და რონალდუსთან ერთ დონეზე სათამაშოდ პოგბა გოლების იგივე რაოდენობას უნდა იტანდეს.
„მე არ მაქვს კითხვა, გახდება თუ არა ის დიდი ვარკსვლავი. პოლი ახალგაზრდაა, ის კარგად თამაშობს და უკეთეს ფეხბურთელად ჩამოყალიბების შანსი აქვს. მისგან ფორვარდის მსგავს თამაშს ვერ მოვითხოვთ, რადგან ეს მისი პოზიცია არ არის“, – განაცხადა დეშამმა.
ლორენტე: “პოგბას შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს”
ალეგრი: „ახლა ჩემპიონთა ლიგის მოგებას შევეცდებით“
ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი იტალიის თასის ფინალური შეხვედრის მოგების შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა.
„ორივე გუნდმა კარგად ითამაშა. ორ მომენტში „ლაციოს“ არ გაუმართლა, რასაც ჩვენზე ვერ ვიტყვით. ერთ-ერთი გოლის ეპიზოდში ფორტუნა ჩვენს მხარეს იყო.
ფეხბურთი სხვადასხვა შემთხვევისგან შედგება. მეტოქის რამდენიმე მომენტამდე გოლის გატანა ჩვენც შეგვეძლო.
პირველ ნახევარში რომაელები აგრესიულად მოქმედებდნენ, თუმცა შესვენების შემდეგ ჩვენ უკეთესად ვთამაშობდით.
უნდა აღვნიშნო, რომ სერია ა-სა და „კოპა იტალიას“ მოგება ადვილი არ ყოფილა. ახლა მესამე ტურნირის მოგებასაც შევეცდებით“, – განაცხადა „ბიანკონერის“ დამრიგებელმა.
იხილეთ ასევე: ალეგრი: “იუვენტუსი” ზებრა კი არა, ვეფხვია”
“ინტერის” ქომაგი: “სად არის ჩემი სათვალე?”
იტალიის ჩემპიონატის 36-ე ტურში მილანის “ინტერსა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის გამართული მატჩი ანგარიშით 1:2 დასრულდა. გამარჯვების ბურთი ალვარო მორატამ გაიტანა, რომელმაც გოლის აღნიშვნისას ტრიბუნიდან გადმოგდებული მზის სათვალე გაიკეთა.
როგორც აღმოჩნდა, ეს სათვალე “ინტერის” ერთ-ერთ ქომაგს ეკუთვნოდა. მილანური კლუბის ფანი უკმაყოფილოა, რომ მისი სათვალე მორატამ გაიკეთა.
“ინტერის” ერთგული ქომაგი ვარ და არ მომეწონა, რომ ჩემი სათვალე “იუვენტუსის” ფეხბურთელმა გაიკეთა. ამ გოლის მომენტში ძალიან გავბრაზდი. სათვალე არ მისვრია, უბრალოდ ხელიდან გამივარდა. როცა დავინახე, რომ ჩემი სათვალე ბონუჩიმ აიღო და მორატას მიაწოდა, მთელი ძალით დავიყვირე, მაგრამ არ მომისმინეს. შემდეგ მორატამ სადღაც მოისროლა და ახლაც არ ვიცი, სად არის ჩემი სათვალე. მას მერე აღარც მინახავს. საბედნიეროდ, ეს სათვალე ბაზრობაზე მხოლოდ 2 ევროდ მქონდა ნაყიდი”, – “ინტერის” ტიფოზის სიტყვები “ლა გაძეტა დელო სპორტმა” გამოაქვეყნა.
ჯორჯო კიელინიმ “ლაციოს” ლამაზი გოლი გაუტანა (ვიდეო)
20 მაისს, იტალიის თასის ფინალში “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “ლაციო” მიიღო.
მატჩის მე-11 წუთზე, “იუვენტუსის” მცველმა ჯორჯო კიელინიმ მეტოქეს ეფექტური გოლი გაუტანა და ანგარიში გაათანაბრა.
ტურამი: „ბუფონის დონის ადამიანების გამო ჩემი გული ორად იყოფა“
ტურინის „იუვენტუსის“ ექს-ნახევარმცველმა ლილიან ტურამმა ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალში მეკარე ჯანლუიჯი ბუფონის როლის შესახებ ისაუბრა.
„ბუფონი „ბარსელონასთან“ თავს 200%-თ გამოიჩენს. მას ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან სურს. ჯანლუიჯი ფანტასტიკური მეკარეა, რომელიც კვლავ ტოპ დონეზე დაბრუნდა. მას რწმენა არასდროს დაუკარგავს. იმედია, ის ჩემპიონთა ლიგას მაინც მოიგებს.
ასეთი ადამიანების გამო ჩემი გუნდი ორად იყოფა, რადგან, როგორც „იუვენტუსში“, ასევე „ბარსელონაში“, ბევრი ჩემი მეგობარი თამაშობს. წინ ძალიან კარგი მატჩი გველის“, – ციტირებს ტურამს „მუნდო დეპორტივო“.
ვან პერსის აგენტი იტალიაში გაფრინდა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი რობინ ვან პერსი იტალიაში გაფრინდა, რის შესახებაც „ტუტომერკატოვები“ იტყობინება.
წყაროს ცნობით, აპენინებზე ის იმ კლუბების წარმომადგენლებს შეხვდება, რომლებიც მისი კლიენტით ინტერესდებიან. პირველ რიგში, საუბარი „იუვენტუსსა“ და „რომაზეა“.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მანჩესტერელები ჰოლანდიელის სანაცვლოდ სოლიდური თანხის მიღების შემთხვევაში, მის გასაშვებად მზად იქნებოდნენ.
ალეგრი: “იუვენტუსი” ზებრა კი არა, ვეფხვია”
დღეს იტალიის თასის ფინალური მატჩია — ტურინის “იუვენტუსი” რომის “ლაციოს” წინააღმდეგ. “ბებერი სინიორას” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
“იუვენტუსი” ზებრა კი არა, ვეფხვია. რთული მატჩი გველის, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის უნდა მოვემზადოთ. იტალიის თასი “იუვენტუსს” 20 წელია, არ მოუგია და წელს შესაძლოა, ეს ტიტული მეათედ დავისაკუთროთ.
ანდრეა პირლო ითამაშებს. რას ვიტყოდი იტალიურ ფეხბურთზე? ყველა ლიგას აქვს აღმასვლა და დაღმასვლა. წელს ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით, “ნაპოლი” და “ფიორენტინა” ევროპის ლიგის ფინალთან იყვნენ ახლოს”, – ალეგრის კომენტარი “კორიერე დელო სპორტმა” გამოაქვეყნა.
მატჩი “იუვენტუსსა” და “ლაციოს” შორის რომის “სტადიო ოლიმპიკოზე”, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
“ლივერპულს” ვიდალი სჭირდება, “იუვენტუსს” – ნაინგოლანი
“ლივერპულმა” თვალი დაადგა “იუვენტუსის” ნახევარმცველს, რომელთაც მისი შემცვლელი უკვე რომში იპოვეს.
იტალიური მედიის თქმით, “წითლები” არტურო ვიდალს სტივენ ჯერარდის გრძელვადიან შემცვლელად მიიჩნევენ. შეგახსენებთ, რომ ინგლისელი ნახევარმცველი კარიერიას ამერიკაში გააგრძელებს.
ტურინელები კი “რომადან” რაჯა ნაინგოლანს იმ შემთხვევაში იყიდიან, თუ ჩილელ შემტევთან გამოთხოვება მოუწევთ.
ამ სეზონში, ვიდალმა სერია ა-ში 28 მატჩი ჩაატარა. გაიტანა შვიდი გოლი და გააკეთა ოთხი საგოლე გადაცემა.
“ნაპოლის” “იუვენტუსთან” შეხვედრის გადატანა სურს
“ნაპოლის” პრეზიდენტ, აურელიო დე ლაურენტისს სურს, რომ მისი გუნდისა და “იუვენტუსის” შეხვედრა რომაული დერბის დროს გაიმართოს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, “ლაციო” – “რომას” შეხვედრა ორშაბათზე გადაიტანეს, რადგან “ლაციოს” ოთხშაბათს გასამართი თასის ფინალის შემდეგ დერბისთვის მოსამზადებლად დარჩენოდა დრო. “ნაპოლი” კი “იუვეს” შაბათს ეთამაშება, რაც კლუბის წარმომადგენლებს არ აწყობთ.
“ნაპოლი” ორ დედაქალაქურ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაში მოსახევდრად იბრძვის და ნეაპოლშიც შიშობენ, რომ რომაელები, რომლებსაც ტურინში გამართული მატჩის შედეგი ეცოდინებთ, შეხვედრას ფრედ დაასრულებენ.
Radio Kiss Kiss-ის ცნობით, დე ლაურენტისმა იტალიური ფეხბურთის ფედერაციის შესაბამის კომიტეტს უკვე მიმართა და გადაწყვეტილებაც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
„ძაძა 90%-თ „იუვენტუსში“ გადავა“
„სასუოლოს“ თავდამსხმელ სიმონე ძაძას აგენტის თქმით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მისი კლიენტი, ძალიან დიდი ალბათობით, „იუვენტუსში“ გადავა.
„ზამთარში სიმონე „იუვენტუსში“ გადასვლასთან ახლოს იყო. ივნისში მოლაპარაკებათა ახალ რაუნდს დავიწყებთ.
ვფიქრობ, მისი „იუვეში“ გადასვლის ალბათობა 90%-ს უდრის.
დიბალა? მისი ტურინში გადასვლა არაფერს ცვლის. „იუვენტუსის“ დონის გუნდს 5-6 კარგი ფორვარდი სჭირდება“, – განაცხადა ძაძას აგენტმა.
„პოგბას პსჟ-ში გადასვლას ვურჩევ“
„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველის ბლეიზ მატუიდის აზრით, საფრანგეთის ნაკრებში მის თანაგუნდელ პოლ პოგბას პარიზულ კლუბში გადასვლა კარიერულ წინასვლაში ხელს შეუწყობდა.
„მოხარული ვიქნები, თუ პოგბა ჩვენთან გადმოსასვლელად მზადაა. თუ ის რჩევას მთხოვდა, მაშინ სწორედ პსჟ-ში მოსვლაზე დაველაპარაკებოდი“, – განაცხადა მატუიდიმ.
იხილეთ ასევე: “პერესმა პოგბას თანხმობა მიიღო”