„ყველაფერს ფულით ვერ იყიდი“

ლეგენდარული ფეხბურთელის იოჰან კრუიფის თქმით, ტურინის „იუვენტუსმა“ დაამტკიცა, რომ თანამედროვე ფეხბურთში მაღალი თანხები ხარჯვა წარმატების გარანტიას ყოველთვის არ იძლება.

„იუვენტუსმა“ თავისი მაგალითით დაამტკიცა, რომ წარმატების ყიდვა არ შეიძლება.

საქმე წარმატების ფორმულაშია. ტურინში სტადიონი ყოველთვის სავსეა. გუნდის თამაშზე ესეც მოქმედებს.

„იუვენტუსი“ იტალიაში ერთ-ერთი პირველი გუნდია, რომელმაც სხვა სტილით ითამაშა. ტურინელები მიხვდნენ, რომ იტალიური ფეხბურთის სტილი მიმზიდველი ყოველთვის არაა“, – განაცხადა კრუიფმა.



ოფიციალურად: ჩემპიონთა ლიგის ფინალის მთავარი მსაჯის ვინაობა ცნობილია

უეფა-მ 6 ივნისს, ბერლინში, „იუვენტუსსა“ და „ბარსელონას“ შორის ჩასატარებელი ჩემპიონთა ლიგის ფინალის მთავარი მსაჯი დანიშნა. როგორც ცნობილია, ტურნირის მთავარ შეხვედრას თურქი ჩუნეიტ ჩაკირი გაუძღვება.

38 წლის ჩაკირი საერთაშორისო დონეზე 2006 წლიდან მუშაობს. ჯამში მან უეფა-ს ეგიდით ჩატარებლ 70 შეხვედრაში იმსაჯა.

მიმდინარე სეზონში ჩაკირიმ ჩემპიონთა ლიგის ოთხ შეხვედრაში იმუშავა.





რა უთხრა რამოსმა რონალდუს “იუვენტუსთან” გამართული პირველი მატჩის შემდეგ

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალსა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ, სერხიო რამოსმა კრიშტიანო რონალუს გუნდური თამაშისაკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ 5 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “რეალი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მადრიდელთა მხრიდან ერთადერთი გოლი პორტუგალიელმა ვარსკვლავმა გაიტანა.

“შენი გატანილი გოლის შემდეგ, სხვა ყველაფერი არ უნდა დაივიწყო. საჭიროა, უფრო გუნდურად ითამაშო”, – El Chiringuito-ს ცნობით, რამოსმა რონალდუს სწორედ ეს უთხრა.

მორატამ “ინტერის” კარში გატანილი გოლი ძალიან ორიგინალურად აღნიშნა (ვიდეო)

16 მაისს, იტალიის ჩემპიონატში “ინტერმა” საკუთარ მოედანზე “იუვენტუსი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

შეხვედრის 83-ე წუთზე, ალვარო მორატამ ტურინელთათვის გამარჯვების გოლი გაიტანა. ესპანელმა თავდამსხმელმა გოლი ორიგინალურად აღნიშნა.

მარკო სტორარიმ “ინტერთან” მატჩში საოცარი სევები განახორციელა (ვიდეო)

16 მაისს, იტალიის ჩემპიონატში “ინტერმა” საკუთარ მოედანზე “იუვენტუსი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

მატჩის მიმდინარეობისას, ტურინელთა მეკარე მარკო სტორარიმ ორი ბრწყინვალე სეივი განახოცრიელა.

გუარინი „იუვენტუსთან“ ვერ ითამაშებს

„ინტერის“ ნახევარმცველი ფრედი გუარინი „იუვენტუსთან“ იტალიის სერია ა-ს 36-ე ტურის ცენტრალურ მატჩს მუხლის ტრავმის გამო გამოტოვებს. კოლუმბიელი „ნერაძურის“ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ გამოძახებულთა სიაში არ არის.

ტურინელებთან შეხვედრისთვის „ინტერის“ სრული განაცხადი ასე გამოიყურება: ჰანდანოვიჩი, კარისო, ბერნი, ჟესუსი, ანდრეოლი, ვიდიჩი, სანტონი, რანოკია, ფელიპე, დ’ამბროსიო, ნაგატონო, დიმარკო, კოვაჩიჩი, კუზმანოვიჩი, მედელი, ობი, ნიუკური, ბროზოვიჩი, პალასიო, იკარდი, პოდოლსკი, პუშკაში, შაკირი, ბონაცოლი

შეგახსენებთ, რომ ნახევარმცველი ერნანესი „იუვესთან“ შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს.



ალეგრიმ „ბარსელონასთან“ ფინალის შესახებ ისაუბრა

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ბარსელონასთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ მთავარ მიზნებად იტალიის თასისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება რჩება. ჩემპიონთა ლიგა ჩვენი ოცნება იყო, თუმცა ახლა სხვაგვარად ფიქრი ლოგიკურია. ბევრი ვერ იფიქრებდა, რომ ბელრინში გავემგზავრებოდით.

ფინალისთვის მშვიდად უნდა მოვემზადოთ. ჩვენი მეტოქე ძალიან ძლიერია, მაგრამ გვჯერა, რომ შანსი გვაქვს. რა თქმა უნდა, გაგვიჭირდება, თუმცა ლიგის ფინალში თამაში ადვილი არასდროსაა“, – განაცხადა ალეგრიმ.



მარსელოს ეგონა, რომ ბეილმა “იუვენტუსს” გოლი გაუტანა (ვიდეო)

13 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, “რეალსა” და “იუვენტუსს” შორის გამართულ მატჩში კამერებმა სახალისო კადრი დააფიქსირეს. საქმე იმაში გახლავთ, რომ “სამეფო კლუბის” მარცხენა მცველს, მარსელოს ეგონა, რომ ბეილმა ტურინელთა კარში გოლი გაიტანა.

კიელინიმ სუარესთან დაპირისპირებაზე ისაუბრა

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბარსელონას“ თავდამსხმელ ლუის სუარესთან დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

„სუარესთან როგორც ჩინებული ფორვარდის წიონააღმდეგ ვითამაშებ. მასთან ზუსტად ისე ვითამაშებ, როგორც რონალდუსთანს, ბეილთან, ბენზემასა და ჩიჩარიტოსთან ვითამაშე.

მსოფლიოს ჩემპიონატზე მომხდარმა ეპიზოდმა კარგი გაკვეთლი მოგვცა. ვფიქრობ, უახლოეს მატჩში ლუისი მხოლოდ ჩემპიონატის მოგებაზე იფიქრებს“, – განაცხადა კილენიმ.



ევროთასების ხუთი გაკვეთილი

ჩემპიონთა და ევროპის ლიგებში ფინალისტები გამოვლინდნენ. გთავაზობთ ნახევარფინალური მატჩების ყველაზე მნიშვნელოვან დასკვნებს.

 

დნიპროს იდეალური დღე

იტალიურმა გუნდმა კიევში მოლოდინისამებრ შემტევი, აგრესიული ფეხბურთი ითამაშა და პირველ ტაიმში გოლის გატანასთან საკმაოდ ახლოსაც იყო, თუმცა დენის ბოიკომ ნეაპოლში ჩატარებული მატჩის მსგავსად კიევის ოლიმპიურ სტადიონზეც შესანიშნავდ ითამაშა და მეტოქეს კარის აღების საშუალება არ მისცა.

აშკარა იყო ბენიტესის შეცდომაც. ესპანელმა მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობა უბრალოდ ვერ გამოიცნო.დაკარგულები იყვნენ კალიეხონი და გაბიადინი, ხოლო შეცვლაზე შესული დრის მერტენსი სასტარტოში მყოფ ლორენცო ინსინიეზე გაცილებით აქტიური აღმოჩნდა.

იტალიაში გატანილი გოლი “დნიპროს” მშვიდად ყოფნის საშუალებას აძლევდა, თუმცა მირონ მარკევიჩის შეგირდები მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე არ ფიქორბდნენ და კონტრშეტევებზე ცდილობდნენ თამაშს, რაც გამოუვიდათ კიდეც. გატანილი გოლის შემდეგ კი უკრაინელთა მთავარი მიზანი დროის გაყვანა იყო, რაც შესრულდა კიდეც.

ნათელია, რომ “დნიპროს” გავარდნა მოულოდნელი შედეგი არ იქნებოდა, თუმცა უკრაინული გუნდისთვის ყველაფერი იდეალურად წარიმართა: მსაჯის შეცდომა, “ნაპოლის” პრობლემები, ბოიკოს კარგი თამაში, სელეზნიოვის პირველი გოლები ტურნირზე…

 

იუვენტუსი უკანასკნელი 12 წლის საუკეთესო სეზონს ატარებს

ანტონიო კონტე ამბობდა, რომ ახალ დონეზე გასასვლელად და ევროპაში წარმატების მისაღწევად გუნდს შესაბამისი კლასის მოთამაშეები სჭირდება. კარლოს ტევესმა ბებერ ქალბატონს ვერ უშველა. აი ალვარო მორატას შეძენით კი ტურინელებმა მიზანში მოარტყეს. თუმცა, სიტუაციაზე თავად კონტეს წასვლამაც იმოქმედა.

“რეალთან” მატჩის წინ “იუვეს” მხოლოდ თავგადაკრულ ფანებს თუ სჯეროდად საბოლოო წარმატების. სტუმრად წაგების შედმეგაც კი კარლო ანჩელოტის გუნდი წყვილში აშკარა ფავორიტი იყო, თუმცა “იუვენტუსმა” მადრიდში ბოლომდე იბრძოლა და ბერლინის საგზურიც დამსახურებულად მოიპოვა.

“იუვე” ევროპული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნდა და ეს საკმაოდ ეფექტურადაც გააკეთა. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებამ კლუბს უკვე 80 მილიონი ევრო მოუტანა. აშკაა, რომ ბებერი ქალბატონი უკანასკნელი 12 წლის მანძილზე საუკეთესო სეზონს ატარებს.

 

მსოფლიოს საუკეთესო შეტევის ხაზი

მესი – სუარესი – ნეიმარი. მიუნხენში “ბარსელონამ” ორი საგოლე შეტევა განახორციელა, რომლებშიც უშუალო მონაწილეობა კლუბის სამივე შემტევმა მიიღო. არგენტინელი იწყებდა, ურუგვაელი აგრძელებდა, ბრაზილიელი კი ამ საქმეს შედეგიანი დამაგვირგვინებელი დარტყმით ასრულებდა. მიმდინარე სეზონში შესანიშნავი ტრიოს ანგარიშზე 115 გოლია. ასეთი შედეგი მსოფლიოს არც ერთი გუნდის შეტევის ხაზს არ აქვს.

“რეალისა” და “ბარსელონას” მარადიულ დაპირისპირებაში კატალონიელები ახლა ყველა ფრონზე დამაჯერებლად იგებენ. სანამ მადრიდში გარეთ ბეილის ცუდი ფორმის მიზეზებზე საუბრობენ, ბარსელონელი ფანები ლუის სუარესის და ნეიმარის კლუბის ლეგენდების სიაში დამატებას განიხილავენ.

 

ბაიერნს ღირსეულად წაგება შეუძლია

“ბარსელონასთნ” 0:3-ს შემდეგ საპასუხო შეხვედრა უბრალო ფორმალობაა… ეს არ არის “პორტუ”, რომელსაც გერმანიაში 6:1-ს მოუგებ. ასე რომ, მიუნხენელთა ქამბექზე საუბარი არც ყოფილა.

“ბაიერნის”, რომელიც კვლავ რიბერისა და რობენის გარეშე თამაშობდა, მთავარი მიზანი ასპარეზობის ღირსეულად დასრულება იყო, რაც საბოლოოდ მიუნხენელებმა შეასრულეს კიდეც.

მასპინძლებმა ანგარიშის გახსნა შეძლეს, შემდეგ ორი გოლი გაუშვეს, თუმცა არ გატყდნენ და საბოლოოდ მინიმალური სხვაობით მოახერხეს თამაშის მოგება. გერმანელები ისე თამაშობდნენ, თითქოს ფინალში ასპარეზობის შანსი ჰქონდათ და ესპანეთში განცდილი მარცხი უბრალოდ არ ახსოვდათ.

თუმცა, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ ხსენებულ შეხვედრაში “ბარსელონა” თავს არ იკლავდა და ძალებს სეზონის დარჩენილი, უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის ზოგავდა.

 

სევილიამ ფიორეტინას ფსიქოლოგიურად აჯობა

ესპანეთში “სევილიამ” და “ფიორენტინამ” კარის ჩარჩოში 5-5 დარტყმა შეასრულეს, თუმცა შეხვედრა ფლორენციელთა მარცხით, 0:3 დასრულდა. ვინჩენცო მონტელა, რა თქმა უნდა, ამბობდა, რომ განმეორებით მატჩში მისი გუნდი ბოლომდე იბრძოლებდა, თუმცა შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს მისი შეგირდები პირველი მატჩის შემდეგ საბოლოო შედეგს უბრალოდ შეგუებულები იყვნენ.

“ფიორენტინას” მიერ მორიგი გაცუდებული პენალტი კი შეხვედრის საერთო სურათში შესანიშნავად ჯდება – ტოტალური წარუამტებლობა. დაცვაში დაშვებულმა ორმა უხეშმა შეცდომამ და ნომინალური ფორავრდების არყოფნამ კი საბოლოო შედეგზე იქონია გავლენა. მართალია, მარიო გომესი მიმდიანრე სეზონში განსაკუთრებულს ვერაფერს აკეთებს, თუმცა მის გარეშე ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა.

“სევილია” არტემიო ფრანკიზე მეტოქეს განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევდა და საკუთარ საქმეს ასრულებდა. უნაი ემერის გუნდს ნახევარ საათში ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდა. ანდალუსიელები ზედიზედ მეორედ ითამაშებენ ევროპის ლიგის ფინალში და ხუანდე რამოსის დროინდელი შედეგის, თასის ორჯერ მოგების განმეორებას ეცდებიან.

 

 

 

 

17 წლის ლიონელ მესი ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ (ვიდეო)

როგორც იცით, 13 მაისს გაირკვა, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის გათამაშების ფინალში ერთმანეთს კატალონიის “ბარსელონა” და ტურინის “იუვენტუსი” დაუპირისპირდებიან.

სწორედ ამასთან დაკავშირებით, Youtube-ში, “ბარსელონას” ოფიციალურმა არხმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ითამაშა ლიონელ მესიმ 2005 წელს, გამპერის თასზე, “იუვენტუსთან” გამართულ მატჩში.

ტიერი ანრიმ „რეალი“ – „იუვენტუსის“ შედეგი შეაფასა

„სქაი სპორტსის“ ექსპერტმა, საფრანგეთის ნაკრების ექს-თავდამსხმელმა ტიერი ნარიმ „რეალი“ – „იუვენტუსის“ განმეორებითი შეხვედრა შეაფასა.

„იუვენტუსი“ უფრო გუნდურ ფეხბურთს თამაშობდა.

მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელი გუნდის შემადგენლობაში გამოდიან უფრო ძლიერი ფეხბურთელები. ასეთ შეხვედრებში, პირველ რიგში, ერთიანობაა საჭირო“, – განაცხადა ანრიმ, რომელიც 1999 წელს ტურინულ კლუბში თამაშობდა.

ტიერი ანრიმ ჩიჩარიტო გააკრიტიკა