ევრა: „შევეცდები, სუარესს ცხოვრება გავუფუჭო“

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი პატრის ევრა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბარსელონასთან“ დაპირისპირების შეფასებისას ლუის სუარესის თემასაც შეეხო.

„ბევრი სუარესის შესახებ მეკითხება, თუმცა მთავარი ფინალში თამაშია.

ჩემი თავით ვამაყობ. ვამაოყობ ჩემი კანის ფერით. სუარესს ხელს ჩამოვართმევ, ამის არანაირი პრობლემა არ მაქვს. ამავდროულად, შევეცდები, მოედანზე მას ცხოვრება გავუფუჭო“, – განაცხადა ევრამ.





ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამო იტალიის თასის ფინალის თარიღი შეცვლილია

„იუვენტუსსა“ და „ლაციოს“ შორის იტალიის თასის ფინალური შეხვედრის თარიღი შეცვლილია.

ცნობისთვის, თავდაპირველად მატჩი 7 ივნისს უნდა გამართულიყო, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ „შავ-თეთრები“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ, „კოპა იტალიას“ მიმდინარე სეზონის გადამწყვეტი თამაში ოც მაისს შედგება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ექვს ივნისს გაიმართება.



ალვარო მორატას პირველი კომენტარი “რეალთან” მატჩის შემდეგ

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა ალვარო მორატამ მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გამართული შეხვედრის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 13 მაისს, “სამეფო კლუბმა” “ბიანკონერი” საკუთარ მოედანზე მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა. ტურინელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ალვარო მორატამ გაიტანა და თავის გუნდს ფინალის საგზური მოუტანა.

“ძალიან გახარებული ვარ. მადლობა ჩვენი გუნდის ფანებს, მათ ვეტყვი, რომ ფინალის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. “ბარსელონა” ძალიან ძლიერია და ცხადია, მათი დამარცხება რთულია, მაგრამ ჩვენს ეს შეგვიძლია”, – ამბობს მორატა.

შეხვედრის 84-ე წუთზე, ალეგრიმ მორატა ლორენტეთი შეცვალ, როცა “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი მოედანს ტოვებდა, მადრიდელმა გულშემატკივრებმა მას დაუსტვინეს.

“ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. მე ჩემი საქმე გავაკეთე, გოლი კი არ აღვნიშნე. ამჟამად, “იუვენტუსის” ფეხბურთელი ვარ და ამას არ ვიმსახურებდი”, – თქვა 22 წლის შემტევმა.

კიელინის კომენტარი “რეალთან” მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე, ტურინის “იუვენტუსმა” ორი მატჩის ჯამში “რეალი” 3:2 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი იტალიური გუნდის მცველმა, ჯორჯო კიელინიმ გააკეთა.

“Andiamoooooooo!!! რა გუნდი, ყველანი ბერლინში. სრული სვლით წინ!”

an

“იუვენტუსმა” მადრიდში იზეიმა

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალურ შეხვედრაში “ბარსელონას” წინააღმდეგობას “იუვენტუსი” გაუწევს. ტურინელებმა გადამწყვეტი მატჩის საგზური მადრიდში, “რეალთან” საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში მოიპოვეს, რომელიც 1:1 დასრულდა.

მატჩი მადრიდელებმა დამაჯერებლად დაიწყეს, დიდ უპირატესობას ფლობდნენ და 23-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუს მიერ ზუსტად შესრულებული პენალტითაც დაწინაურდნენ. შესვენების შედმეგ მოედანზე სურათი შეიცვალა. “იუვემ” თამაში გაათანაბრა და 57-ე წუთზე მორატამ სავსებით ლოგიკური გოლით ანგარიში გაათანაბრა და 2 მატჩის ჯამში საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.

გაშვებული გოლის შემდეგ უპირატესობას კვლავ მასპინძლები დაეუფლნენ, თუმცა მიუხედავად რამდემიე სახიფათო შეტევისა, ანგარიში აღარ შეცვლილა და ბერლინის საგზური “იუვენტუსმა” მოიპოვა.

რეალი 1-1 იუვენტუსი

გოლები: რონალდუ 23′ (1:0); მორატა 57′ (1:1)

“რეალი”: კასილასი, კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო, ხამესი, კროოსი, ისკო, ბეილი, ბენზემა (ჩიჩარიტო 67′), რონალდუ.

“იუვენტუსი”: ბუფონი, ლიხშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა, მარკიზიო, პირლო (ბარძალი 79′), პოგბა (პერეირა 89′), ვიდალი, ტევესი, მორატა (ლიორენტე 84′).

კურიოზული კადრი – ბუფონი და მსაჯი (ფოტო)

13 მაისს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “რეალსა” და “იუვენტუსს” შორის გამართულ მატჩში კამერებმა საინტერესო კადრის დაფიქსირება მოახერხეს. ინტერნეტ-სივრცეში კი, არბიტ იონას ერიქსონს დააბრალეს, რომ მას ბუფონისათვის კოცნა სურდა.

“რეალი” – “იუვენტუსი” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე ტურინის “იუვენტუსს” დაუპირისპირდება.

უკვე ცნობილია, როგორი შემადგენლობებით დაიწყებენ გუნდები თამაშს.

“რეალი”: კასილასი, კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო, ხამესი, კროოსი, ისკო, ბეილი, ბენზემა, რონალდუ.

“იუვენტუსი”: ბუფონი, ლიხშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა, მარკიზიო, პირლო, პოგბა, ვიდალი, ტევესი, მორატა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 22:40 საათზე დაიწყება.

“რეალი” — “იუვენტუსი”: FANEBI.COM-ის მომხმარებელთა პროგნოზი

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების გათამაშების ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის “რეალსა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის განმეორებითი შეხვედრა ჩატარდება. Fanebi.com-ის მომხმარებლებმა თავიანთი ვარაუდი გამოთქვეს, თუ რა შედეგით დასრულდება დღევანდელი დღის მატჩი. პროცენტულად გთავაზობთ, თუ როგორ გადანაწილდა ხმები.

“რეალი” (80 %) ფრე (10 %) “იუვენტუსი” (10 %)

 

პრევიუ: “რეალი” – “იუვენტუსი”

გუშნდელი ნახევარფინალისგან განსხვავებით “იუვენტუსსა” და “რეალს” შორის შეხვედრაში ინტრიგა საკმაოდ დიდია. თავდაპირველად ფავორიტად “რეალი” სახელდებოდა, თუმცა პირველი მატჩის შედმეგ, რომელიც “იუვემ” მაღალ დონეზე ჩაატარა, გუნდების შანსები თანაბარია.

მოსალოდნელია, რომ ტურინული თამაშის შემდეგ კარლო ანჩელოტი გარკვეულ ცვლილებებს მიმართავს. ერთი კვირის წინ “რეალმა” 4-4-2 სქემით ითამაშა, რომელშიც თავდასხმაში ბეილი-რონალდუ მოქმედებდნენ. დღეს, მადრიდელთა მხრიდან ასეთი ფორმაცია ფაქტობრივად გამორიცხულია ვინაიდან “რეალს” ტრავმის შემდეგ კარიმ ბენზემა დაუბრუნდა. ესპანური პრესა არც იმას გამორიცხავს, რომ მადირდელები 4-3-3-ს დაუბრუნდებიან, სადაც ბეილი და რონალდუ ვინგერები იქნებიან, ცენტრაფორვარდის ფუნქციას კი ფრანგი შეასრულებს. ტურინში ჩაგდებული თამაშის შემდეგ დაცვის ცენტრს დაუბრუნდება სერხიო რამოსი.

“იუვენტუსში” კი ცვლილებების ალბათობა მინიმალურია და მხოლოდ პოლ პოგბას დაბრუნებითაა გამოწვეული, რომელსაც ძირითადში ადგილი გარანტირებული აქვს. მართალია, ფრანგი ნახევარმცველი მთელი მატჩის სათამაშოდ მზად არ არის, თუმცა მისი სკამზე დატოვება მაინც ნაკლებადაა სავარაუდო.

რეალი (1) – (2) იუვენტუსი

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი: კასილიასი – კარვახალი, რამოსი, პეპე, მარსელო – როდრიგესი, კროოსი, ისკო – ბეილი, ბენზემა, რონალდუ

იუვენტუსი: ბუფონი – ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა – პოგბა, პირლო, მარკიზიო – ვიდალი – მორატა, ტევესი

პროგნოზისტთა კონკურსი („რეალი“ – „იუვენტუსი“)

გრძელდება ჩვენი ტრადიციული პროგნოზისტთა კონკურსი. დღეს გამოქვეყნდა 40-ე საკონკურსო კვირის მეორე მატჩის კითხვები, რომელიც „რეალსა“ და „იუვენტუსს“ შორის გასამართ შეხვედრას ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 7 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს Europe bet-ის ანგარიშზე 10 ლარი დაერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 5 ლარი დაერიცხებათ. გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორები იმ შემთხვევაში მოხვდებიან, თუ მიღებულ საკონკურსო კომენტარებში შვიდი 4-სწორპასუხიანი მომხმარებელი არ იქნება და სიაში გაჩნდება ვაკანტური საპრიზო ადგილები.

ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.

საკონკურსო კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: “რეალი” – “იუვენტუსი”

► სპეციალური ჯგუფი სპორტისა და აზარტის მოყვარულებისთვის

ბენზემა და კროოსი “იუვენტუსისთვის” მზად არინ

ფრანგი თავდამსხმელი და გერმანელი ნახევარმცველი გუნდს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში დაეხმარებიან.

Tuttosport-ის ინფორმაციით, მადრიდული გუნდი “იუვენტუსის” წინააღმდეგ ოპტიმალური შემადგენლობით გამოვა. ჯანმრთელობის პრობლემა აღმოფხვრა ტონი კროოსმა, ხოლო ტრავმის შემდეგ, კარიმ ბენზემაც მწყობრშია.

ამდენად, “გალაქტიკოსის” დანაკლისი მატჩის წინ მხოლოდ ლუკა მოდრიჩის დაზიანებაა.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალის პირველი მატჩი ტურინში 2:1, მასპინძელთა სასარგებლოდ დასრულდა.

ლიპი: „რეალს“ გულშემატკივრების გახარება შეუძლია“

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ მადრიდის „რეალთან“ მოახლოებულ განმეორებით მატჩზე ისაუბრა.

„რეალისთვის“ ეს საუკეთესო სეზონი არ ყოფილა, თუმცა გუნდს გულშემატკივრების ფინალში გასვლით გახარება შეუძლია. თუმცა, „იუვენტუსს“ ევროთასებზე დიდი გამოცდილება აქვს.

ვფიქრობ, განმეორებით შეხვედრაში გადამწყვეტი ბუფონისა და ნახევარმცველების თამაში იქნება. რაც შეეხება პოგბას, ის გუნდს 70 წუთის განმავლობაში მაინც გამოადგება“, – განაცხადა ლიპიმ.