ბუფონი: “იუვენტუსს რონალდუს და მესის დონის მოთამაშეები აკლია”

ტურინის “იუვენუტსის” გოლკიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა საკუთარი კლუბის შესახებ ისაუბრა. გოლკიპერის თქმით “იუვეს” ძველი დიდების დასაბრუნებლად მსოფლიო დონის ვარსკვლავები სჭირდება.

“იუვენტუსს და სხვა გუნდებს ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი სჭირდებათ… ამ ფეხბურთელებს ნებისმიერ, მათთვის ყველაზე ცუდ შეხვედრაშიც კი შეუძლიათ ერთ გის გატანა, რაც ყოველთვის დიდი უპირატესობაა. ჩვენც სწორედ ასეთ დონის მოთამაშეები გვჭირდება” – განაცხადა ბუფონმა.

ბუფონმა “ოქროს ბურთის” ნომინანტებს შორის საკუთარი ფავორიტი დაასახელა

ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯმა ჯანლუიჯი ბუფონმა “ოქროს ბურთის” ჯილდოზე წარდგენილ პრეტენდენტთა შორის ფავორიტი ამოარჩია.

“სავარაუდოდ, კრიშტიანუ რონალდუ გაიმარჯვებს. მას ჩემპიონთა ლიგა რომც არ მოეგო, ამ დროისთვის საუკეთესოა და სწორედ იგი უნდა დაჯილდოვდეს. გარდა იმისა, რომ მან შესანიშნავი კარიერა გაიკეთა, დიდი ხანია, უმაღლეს დონეზე თამაშობს. ბოლო ორი წელიწადია, ის საოცრებებს ახდენს და საყოველთაო აღიარებასაც იმსახურებს.

ამის მიუხედავად, მგონია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლეო მესია. მასსა და რონალდუს შორის დიდი განსხვავება არ არის: ორივე მათგანი უმაღლეს დონეზე თამაშობს და შესაძლოა, ერთმა მეორეს ნებისმიერ დროს აჯობოს”, – ბუფონის სიტყვები ფიფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ რონალდუსა და მესის გარდა “ოქროს ბურთზე” წარდგენილია გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” მეკარე მანუელ ნოიერი.

“ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2015 წლის 12 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.

 

ბუფონი: “იუვენტუსმა მცირე სპორტული სასწაული მოახდინა”

ტურინის “იუვენტუსის” გოლკიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში “ოლიმპიაკოსთან” მოგებული შეხვედრა შეაფასა.

“სტანდარტებიდან ორჯერ გავუშვით გოლი და ჩვენი პლეი-ოფში გასვლის შანსებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დაგდა, რაც ჩემი აზრით სამართლიანი არ იქნებოდა. მეორე ტაიმში არ მოვეშვით და მცირე სპორტული სასწაულიც მოვახდინეთ. ასეთ მატჩებში ფქისოლოგიური ფაქტორი, შესაძლოა, გადამწყვეიტც გახდეს. პირლოს გოლის შემდეგ მალევე გაგვიტანეს, თუმცა თამაშის ხასიათი არ შეცვლილა. გამარჯვების მოპოვება იოლი არ ყოფილა.

ვფიქრობ, კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ. “ოლიმპიაკოსს” გატანილი გოლების გარდა რეალური მოემნტი არ შეუქმნია. დაცვაში კარგად ვითამაშეთ. ძლიერი ჯგუფია და წარმატების მისაღწევად ბევრი შრომაა საჭირო” – განაცხადა ბუფონმა.

ბუფონი “იუვენტუსის” მიზნების შესახებ

ტურინის “იუვენტუსის” კიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა მიმდინარე სეზონში კლუბის წინაშე დასახული მიზნების შესახებ ისაუბრა.

“გვინდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მინიმუმ მეოთხედფინალურ ეტაპზე ვითამაშოთ. სურვილი გვაქვს, კვლავ მოვიგოთ სერია A”, – ციტირებს იტალიელი მეკარის სიტყვებს Sportsmole-ი.

“იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგაზე სახარბიელო მდგომარეობა ნამდვილად არ აქვს. “ბებერ სინიორას” ჯგუფში მესამე ადგილი აქვს დაკავებული. რაც შეეხება ეროვნულ ჩემპიონატს, “იუვენტუსი” “რომასთან” ერთად სატურნირო ცხრილს 22 ქულით ლიდერობს.

 

ბუფონი “ჯენოასთან” მატჩში კაპიტნის სპეციალურ სამკლავურს მოირგებს

ტურინის “იუვენტუსის” მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა გულშემატკივრებს ამცნო, რომ “ჯენოას” წინააღმდეგ გასამართ მატჩში კაპიტნის სპეციალურ სამკლავურს მოირგებს.

“მომდევნო შეხვედრა ჩემთვის მე-500 იქნება. ამის აღსანიშნავად, კაპიტნის სპეციალურ სამკლავურს მოვირგებ”, – დაწერა ბუფონმა სოციალურ ქსელში.

საგანგებოდ ამ დღისთვის ჯანლუიჯი ბუფონს სპეციალური ბუცები და ხელთათმანები დაუმზადეს.

მატჩი “ჯენოასა” და “იუვენტუსს” შორის ოთხშაბათს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

BuffonBuffon (2)

ბუფონი და იუვენტუსი შეთანხმდნენ

იტალიური პრესის ცნობით ჯანლუიჯი ბუფონი ტურინის “იუვენტუსთან” უახლოეს მომავალში ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

მოლაპარაკებები რამდენიმე კვირის მანძილზე მიმდინარეობდა და წარმატებით დასრულდა. 36 წლის მეკარის ახალი ხელშეკრულება 2017 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი.

მოსალოდნელია, რომ რამდენიმე დღეში ტურინული კლუბი აღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალურად დაადასტურებს.

ბუფონი “მილანზე”

იტალიელმა კიპერმა “როსონერიზე” ისაუბრა

“მილანს” საკმაოდ ენერგიული გუნდი ჰყავს. ინძაგი ბრწყინვალე სპეციალისტია, რომელიც გუნდს აძლევს იმ ქარიზმატულობას რაც თავად გააჩნდა ფეხბურთელობის პერიოდში. დღეისათვის ისინი ასპარეზობენ შემტევ სტილში და მათ რიგებში საკმაო რაოდენობის გამოცდილი ფეხბურთელი ირიცხება. ფერნანდო ტორესის გაფორმებამ კიდევ უფრო ძლიერი გახადა “მილანი”. ისინი  რეაბილიტირების სურვილით არიან სავსე.” – განაცხადა ჯანლუიჯი ბუფონმა

ბუფონი: „კონტეს გადადგომა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნაა“

ტურინის „იუვენტუსის“ კიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა კლუბიდან ანტონიო კონტეს წასვლის შესახებ ისაუბრა.

„ეს დიდი დანაკარგია, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავს. კონტეს ნამუშევარი ასე უკვალოდ არ გაქრება.

შესანიშნავი მწვრთნელი დავკარგეთ, თუმცა ჩვენს გუნდში საოცარი ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებიც მუდმივად ფიქრობენ ხვალინდელ დღეზე. სოლიდურად გამოვიყურებით. კიდევ უფრო უნდა შევიკრათ და დავატკიცოთ, რომ კონტეს გარეშეც ძლიერები ვართ.

არ ვიცი, რატომ წავიდა, თუმცა ეს ტრანსფერების გამო არ მომხდარა. შესაძლოა, კლუბის შიგნით მოხდა რაღაც. როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, ეს იმას ნიშნავს, რომ კლუბში მუშაობა აღარ გინდა“, – აღნიშნა „იუვენტუსის“ გამოცდილმა მეკარემ.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილება.

 

კასანო მუნდიალზე იტალიის ნაკრების წარუმატებლად ასპარეზობას ბუფონს აბრალებს?

იტალიური გამოცემა „ლა რეპუბლიკა“ იუწყება, რომ ანტონიო კასანო მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების წარუმატებლად გამოსვლის გამო ჯანლუიჯი ბუფონს ადანაშაულებს. წყაროს თანახმად, კასანომ გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელები დაიცვა და განაცხადა, რომ ყველა გადაწყვეტილებას დანიელე დე როსი და ჯანლუიჯი ბუფონი იღებდნენ, რამაც დანარჩენ მოთამაშეებზე უარყოფითი ზეგავლენა იქონია.

„მხოლოდ მაშინ მოვიგეთ, როცა შენ არ ითამაშე“, – წყაროს ცნობით, ეს სიტყვები უთხრა კასანომ ბუფონს ბრაზილიიდან სამშობლოში გამგზავრებისას.

შეგახსენებთ, რომ გამოცდილმა მეკარემ ტრავმის გამო ტურნირის სასტარტო მატჩი გამოტოვა, რომელშიც იტალიის ნაკრებმა ინგლისი ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში „სკუადრა აძურას“ კარს ბუფონის ნაცვლად, სალვატორე სირიგუ იცავდა.

ბუფონმა „კორიერე დელა სერასთვის“ მიცემულ ინტერვიუში კასანოსთან კონფლიქტი უარყო.

„არ მესმის, რატომ სურს პრესას სიტუაციის დაძაბვა“, – აღნიშნა იტალიელმა კიპერმა.

 

იტალია — ურუგვაი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იტალიისა და ურუგვაის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა სამხრეთამერიკელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მართალია, „სკუადრა აძურამ“ შეხვედრა დათმო და ჯგუფში ჩარჩა, თუმცა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად იტალიელთა მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი დაასახელეს.

ბუფონმა მატჩი სრულად ჩაამთავრა.

 

ბუფონი: „ვიმედოვნებ, ფინალში ბრაზილიას ან არგენტინას შევხვდებით“

იტალიის ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი სამუნდიალე პროგნოზების გაკეთებისგან თავს იკავებს, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ მისი გუნდი ტურნირის ფინალურ მატჩში ითამაშებს.

„არ მინდა, რაიმე პროგნოზი გავაკეთო. მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაფერი შესაძლებელია. გუნდების მდგომარეობასა და აკლიმატიზაციაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

პრანდელიმ დიდი სამუშაო გასწია. კარგი გუნდი გვყავს, თუმცა საკმაოდ რთული ჯგუფი შეგვხვდა. იმედი მაქვს, რომ ფინალამდე გავაღწევთ. სასიამოვნო იქნებოდა „მარაკანაზე“ ბრაზილიის ან არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ თამაში“, – ბუფონის სიტყვებს Football Italia აქვეყნებს.

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ოთხი დღე დარჩა. შეგახსენებთ, რომ ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე იტალიას მეტოქეებად ინგლისის, ურუგვაისა და კოსტა რიკის ნაკრებები ჰყავს. „სკუადრა აძურა“ პირველ შეხვედრას ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 15 ივნისს, თბილისის დროით 02:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

ბუფონი: „ინგლისსა და ურუგვაიზე მეტი ეტაპის დაძლევა შეგვიძლია“

იტალიის ნაკრების კაპიტანმა ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4 ფინალში გასვლა მისი გუნდის მინიმალური ამოცანაა.

„თუ მინიმუმ 1/4 ფინალში მოვხვდებით, ტურნირს ჩვენთვის წარმატებულად ჩავთვლით. რა თქმა უნდა, ნაჩვენები შედეგით ბოლომდე კმაყოფილი ვერასდროს იქნები. ამ მომენტისთვის არ შემიძლია ვთქვა, რომ ფინალში გასვლას მოვახერხებთ.

ჩვენმა გუნდმა უფრო სტაბილურად თამაში უნდა დაიწყოს და ის მატჩები მოიგოს, რომლებშიც ფავორიტად ითვლება. ზოგჯერ, როდესაც ფავორიტები არ ვართ, გულშემატკივრებს სიურპრიზებს ვთავაზობთ. ამ მომენტისთვის იმ გუნდთა კატეგორიას მივეკუთვნებით, რომელთაც სატურნირო ბადეში ინგლისსა და ურუგვაიზე მეტი ეტაპის დაძლევა შეუძლია.

რაც შეეხება ტურნირის ფავორიტებს, მათ შორის ბრაზილიას, ესპანეთს, გერმანიასა და არგენტინას დავასახელებდი“, – განაცხადა ვეტერანმა მეკარემ.

ალექსანდრე მატევოსოვი