ჯანო ანანიძე სეზონის აღმოჩენად დაასახელეს

რუსეთის პრემიერლიგის გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა ტელეარხ „ნაშ ფუტბოლის“ გამოკითხვაში 2013-14 წლების სეზონის აღმოჩენად „როსტოვის“ ნახევარმცველი ჯანო ანანიძე დაასახელეს.

„როსტოვის“ ისტორიაში საუკეთესო სეზონის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედად სწორედ ქართველი ფეხბურთელი იქცა. შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძემ, რომელიც „როსტოვში“ იჯარის წესით თამაშობდა, გუნდთან ერთად რუსეთის თასი მოიგო. გარდა ამისა, ქართველმა ნახევარმცველმა რუსეთის პრემიერლიგის აწ უკვე დასრულებულ გათამაშებაში 22 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ჯანო ანანიძე ამ დრომდე მოსკოვის „სპარტაკს“ ეკუთვნის.

ბექა დოგრაშვილი

ჯანო ანანიძე: “დავამტკიცებ, რომ სპარტაკში თამაში შემიძლია”

“როსტოვის” ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, რომლის სატრანსფერო უფლებები მოსკოვის “სპარტაკს” ეკუთვნის, იმედოვნებს, რომ მოსკოვურ კლუბში დაბრუნების და თამაშის საშუალება ექნება.

რუსული პრემიერლიგის მიმიდნარე გათამაშებაში ანანიძემ “როსტოვის” შემადგენლობაში 21 შეხვედრა ჩაატარა და სამ გოლთან ერთად შვიდი საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში.

“მინდა “სპარტაკში” დავბრუნდე და ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე წარმოვაჩინო. ეს გუნდი ძალიან მიყვარს და მინდა დავამტკიცო, რომ “სპარტაკში” თამაშის ღირსი ვართ. მოსკოველებთან ერთად შეკრებაზე გავემგზავრები და იმედია ახალ მწვრთნელზე დადებითი შთაბეჭდილების მოხდენას შევძლებ” – განაცხადა ანანიძემ.

ანანიძემ ისევ გაიტანა

17 აპრილს, რუსეთის თასის ნახევარფინალში, “როსტოვმა” საკუთარ მოედანზე “ლუჩ ვლადივოსტოკი” მიიღო და მეტოქეს ანგარიშით 3:1 სძლია. აღსანიშნავია, რომ როსტოველთა გამარჯვებაში თავისი წვლილი ქართველმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემაც შეიტანა, რომელმაც მეტოქის კარი 27-ე წუთზე დალაშქრა.

ამ გამარჯვების შემდეგ, “როსტოვი” თასის ფინალში გავიდა, სადაც “კრასნოდარს” დაუპირისპირდება.

ანანიძემ ისევ გაიტანა

რუსეთის პრემიერლიგაში ჯანო ანინიძის “როსტოვი” “კრასნოდარს” სტუმრობს. პირველი ტაიმის ბოლოს როსტოველები წინ სწორედ ანანიძის დარტყმით გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ ეს ქართველის ზედიზედ მესამე გოლია.

ამჟამად მიმდინარეობს შეხვედრის მეორე ტაიმი, ანგარიში უცვლელია.

 

“როსტოვმა” ანანიძის გოლით მოიგო (ვიდეო)

რუსეთის პრემიერლიგის მატჩი “რუბინსა” და “როსტოვს” შორის სტუმრათა გამაჯრვებით დასრულდა. გამარჯვების გოლი პირველი ტაიმის ბოლოს ჯანო ანანიძემ გაიტანა.

ჯანო ანანიძე ბაქარი სანიას წინააღმდეგ

როგორც იცით, 6 სექტემბერს, საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.

თამაშის მიმდინარეობისას, ქართველთა ნახევარმცველმა, ჯანო ანანიძემ გულშემატკივრებს რამდენიმე ლამაზი ეპიზოდი შესთავაზა. ერთხელ კი, მან ლონდონის “არსენალის” მცველი, ბაქარი სანია ოსტატურად ჩამოიცილა.

გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც “Georgian Football & Footballers”-მა გაავრცელა:

Fanebi.Com-ის არქივიდან

ჯანო ანანიძის შესანიშნავი საგოლე გადაცემა

21 მარტს, რუსეთის ჩემპიონატში, “როსტოვმა” საკუთარ მოედანზე “ამკარი” მიიღო და ფრედ, 3:3 ითამაშა.

აღნიშნულ შეხვედრაში, როსტოველთა ძირითად შემადგენლობაში იყო ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე. საქართველოს ნაკრების მოთამაშემ, მე-18 წუთზე, თანაგუნდელ კალაჩევს გენიალური გადაცემა გაუკეთა, რასაც გოლი მოყვა.

იხილეთ ჯანოს საგოლე გადაცემა 00:36-დან:

ჯანო: ბედნიერი ვიქნები თუ “როსტოვი” თასს მოიგებს

საქართველოს ნაკრებისა და “როსტოვის” ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ განაცხადა, რომ ბედნიერი იქნებოდა “როსტოვთან” ერთად რუსეთის თასის მოგებას თუ შესძლებდა. როსტოვული კლუბი გათამაშების მერვედფინალში გავიდა, სადაც ვლადიკავკაზის “ალანიას” დაუპირისპირდება.

“ფინალში გასვლა სავსებით რეალურია. წილისყრა საკმაოდ კარგი გამოდგა ჩვენთვის და ფინალამდე პრემიერლიგიდან მხოლოდ “ტომი” თუ შეგვხვდება. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ თასს მოვიგებთ. ეს ჩემს კარიერაში პირველი ტიტული იქნება. ამასთან ერთად “როსტოვის” გულშემატკივარსაც გავაბედნიერებთ, რაც დიდი სტიმულია ჩვენთვის” – განაცხადა ანანიძემ.

“როსტოვის” ხელმძღვანელობას ანანიძის შენარჩუნება ძალიან უნდოდა

“როსტოვის” ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდე შიკუნოვმა დაადასტურა, რომ გუნდში “სპარტაკიტან” იჯარის წესით მყოფი ანანიძე და ძიუბა კარიერას როსტოვულ კლუბში გააგრძელებენ.

“ძიუბა და ჯანო ნამდვილად რჩებიან ჩვენს გუნდში ივნისამდე, მერე კი ვნახოთ. ჯანოს საკითხის გადაწყვეტა ახალი სპონსორის მოსვლას უკავშირდება. ის ჩინებული ფეხბურთელია. ცოტას ფიზიკაში თუ მოუმატებს, ნამდვილად დიდი მომავალი ექნება. მაგრამ, გულახდილად რომ ვთქვათ, რუსეთის ჩემპიონატი მისთვის არ არის. მაგალითად ჰოლანდიაში ის უკვე ტოპ ფეხბურთელი იქნებოდა” – განაცხადა შიკუნოვმა.

ჯანო ანანიძე „როსტოვში“ სეზონის ბოლომდე დარჩება

დღეს საფეხბურთო კლუბ „როსტოვის“ ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრ შიკუნოვასი მოსკოვის „სპარტაკის“ ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, რომ მხარეებმა ქართველი ლეგიონერის ჯანო ანანიძის საკითხი განიხილეს. შედეგად, გადაწყდა, რომ ანანიძე „როსტოვში“ სეზონის ბოლომდე დარჩება. მასთან ერთად „სპარტაკში“ მიმდინარე სეზონის დასრულებამდე არც თავდამსხმელი არტიომ დიუბა დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ „როსტოვში“ საქართველოს ნაკრების მოთამაშე მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს იჯარის წესით გადავიდა.

ალექსანდრე მატევოსოვი

მიოდრაგ ბოჟოვიჩი: “ჯანოს და ძიუბას მოსამზადებელი ეტაპის გავლა როსტოვში სურთ”

“როსტოვი” მწვრთნელ, მიოდრაგ ბოჟოვიჩის განცხადებით, ჯანო ანანიძეს და არტიომ ძიუბას ზამთრის შეკრების გავლა როსტოვულ გუნდთან ერთად უნდათ. შეგახსენებთ, რომ ორივე ფეხბურთელი მოსკოვის “სპარტაკს” ეკუთვნის და ისინი “როსტოვში” იჯარის წესით თამაშობენ. თუმცა, მოსკოველებს ახალგაზრდა ფეხბურთელების დაბრუნების უფლება უკვე ზამთარში აქვთ.

“ბიჭებს ჩვენთან უნდათ მოსამზადებელი ეტაპის გავლა. ეს კარგი ამბავია. ჩვენი გუნდისათვის ჯანო და ძიუბა ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურები არიან” – განაცხადა ბალკანელმა სპეციალისტმა.

ჯანო ანანიძემ წელს ბოლო მატჩი ჩაატარა

დღეს, რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურში „როსტოვმა“ მოსკოვის „ცსკა“-ს უმასპინძლა. „ყვითელ-ლურჯთა“ რიგებში ჯანო ანანიძემ წლის ბოლო მატჩი ჩაატარა. ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ჩვეულებისამებრ, ერთ-ერთი გამორჩეულიც იყო. ჯანოს შეხვედრის მეორე ტაიმის დასაწყისში გოლის გატანაც მართებდა, თუმცა ახლო მანძილიდან ბურთს ფეხი ხეირიანად ვერ მოარტყა, არადა, მეკარე კარის კუთხეს ვეღარ იცავდა. სიმართლე რომ ვთქვათ, „როსტოვს“ გოლის გატანის ბევრი შანსი მიეცა, თუმცა ყველაზე რეალური სწორედ ჯანოს მომენტი იყო. მასპინძლები გაცილებით აქტიურად გამოიყურებოდნენ, ბურთს აკონტროლებდნენ და უტევდნენ, „ცსკა“-ს ფეხბურთელები კი ძირითადად თავდაცვით იყვნენ დაკავებულნი. ანანიძე 82-ე წუთზე შეცვალეს. ქართველ ფეხბურთელს მოედნის დატოვებისას აშკარად ეტყობოდა გაფუჭებული მომენტის გამო სინანული. საბოლოო ჯამში, შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელთა გამოსავლენად მოწყობილ გამოკითხვაში გულშემატკივრებმა ჯანოს მესამე ადგილი არგუნეს.

მიუხედავად იმისა, რომ წლის ბოლომდე კიდევ ერთი მატჩია დარჩენილი, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანო ანანიძემ „როსტოვის“ შემადგენლობაში წელს ბოლო მატჩი ჩაატარა. მომდევნო ტურში „როსტოვი“ მოსკოვის „სპარტაკს“ მასპინძლობს. „სახალხო გუნდის“ მფლობელმა ლეონიდ ფედუნმა განაცხადა, თუ გინდათ, რომ თქვენთან იჯარით მყოფებმა – ჯანო ანანიძემ და არტიომ ძიუბამ ითამაშონ, მაშინ მილიონი (ვალუტა არ დაუკონკრეტებია) გადაგვიხადეთო. „როსტოვი“ თანხის გადახდას არ აპირებს, შესაბამისად ანანიძე და ძიუბა მათ საკუთრებასი მყოფი კლუბის წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანომ რამდენჯერმე გამოთქვა „როსტოვში“ სეზონის ბოლომდე დარჩენის სურვილი. ანანიძეს საიჯარო ხელშეკრულება 1 წლის ვადით აქვს გაფორმებული, თუმცა არ არის გამორიცხული, „სპარტაკმა“ ის ზამთრის შესვენებისას დაიბრუნოს.

ცნობისთვის, ჯანომ „როსტოვის“ რიგებში 15 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი