„ჰიუსტონ როკერსის“ უკანახაზელმა ჯეიმს ჰარდენმა „ტორონტოსთან“ ანგარიშთ 113:107 მოგებულო მატჩში 40 ქულა და 14 პასი მიითვალა.
სათამაშო დროის 43 წუთში თამაშიდან მან 20 მომენტიდან 11 გამოიყენა, ხაზიდან კი 19 სროლიდან 15 ჩააგდო. მის ანაგრიშზე ასევე 5 მოხსნა და 1 დაკარგვაა.
„20 მატჩი დაგვრჩა და დასავლეთ კონფერენციის რვიანს ვხურავთ. ყველა შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გამარჯვება აუცილებელია“, – ციტირებს ჰარდენს ESPN.com-ი.
ამ მოგებით „ჰიუსტონმა“ „ტორონტოს“ 12-მატჩანი საშინაო მოგებების სერია დაასრულა.