„საკრამენტო კინგსთან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში „ვაშინგტონის“ პლეიმეიკერმა ჯონ უოლმა 31 ქულა დააგროვა, რითაც მიმდინარე სეზონში თავისი რეკორდი გაიმეორა. გარდა ამისა, ხსენებულ შეხვედრაში მან 12 შედეგიანი პასიც მიითვალა.
ჭდე: ჯონ უოლი
უოლი: „პლეი-ოფში უნდა გავიდეთ“
„ვაშინგტონ უიზარდსის“ გამთამაშებელი ჯონ უოლი თვლის, რომ მის გუნდს ახალ სეზონში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფში გასასვლელად საჭირო რესურსი გააჩნია.
„უიზარდის“ მიზანი – პლეი-ოფში გასვლაა. ამისთვის ყველაფერი გაგვაჩნია. ხელს მხოლოდ ტრავმები თუ შეგვიშლიან“, – განუცხადა უოლმა ESPN.com-ს.
„რაც შეეხება ჩემს გარშემო შექმნილ სიტუაციას, იმ შემთხვევაში, თუ ახალ კონტრაქტს არ გავაფორმებდი, ჩემზე მაინც დიდი ზეწოლა განხორციელდებოდა“, – დაასრულა 23 წლის კალათბურთელმა.
ალექსანდრე მატევოსოვი