ჯორდან ჰილმა ალკოჰოლი დაივიწყა და ექვსი კილოგრამით დაიკლო

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდმა ჯორდან ჰილმა განაცხადა, რომ ალკოჰოლზე უარის თქმის შემდეგ ექვსი კილოგრამით დაიკლო.

„სასმელზე და სხვა დამოკიდებულებებზე უარის თქმისა და გაზრდის დრო მოვიდა. ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. გამძლეობა მომემატა, ჩემი სხეული კი, ჩინებულ მდგომარეობაშია. თანაც, 6 კილოგრამითაც დავიკელი“, – განუცხადა 27 წლის მოთამაშემ „Inside The Lakers“-ს.

ჰილი: „ლეიკერსის“ მოთამაშეები ყველაფერს ერთმანეთს აბრალებდნენ“

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდმა ჯორდან ჰილმა გასულ სეზონში თავისი გუნდის უიღბლო სერიაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის დასაწყისის წინ, კალიფორნიულმა კლუბმა ყველა მოსამზადებელი შეხვედრა წააგო. წელს, „ლეიკერსმა“ ორი მოსამზადებელი თამაშის ჩატარება მოასწრო, პირველში გუნდმა გამარჯვება მოიპოვა, მეორეში კი დამარცხდა.

„მას შემდეგ, რაც გასული სეზონის დაწყების წინ ყველა მატჩი წავაგეთ, ბიჭები ყველაფერს ერთმანეთს აბრალებდნენ, რაც სამწუხაროდ, დიდი ხნით გაგრძელდა. ამიტომაც გასული სეზონი ჩვენთვის მეტად უიღბლო გამოდგა“, – განაცხადა ჰილმა.

ცნობისთვის, ხვალ, გამთენიისას, „ლეიკერსი“ მორიგ საკონტროლო მატჩს გამართავს, რომელშიც მისი მეტოქე „დენვერ ნაგეტსი“ იქნება.

ალექსანდრე მატევოსოვი