უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ბარსელონასა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართული მატჩის (6:1) შესახებ საუბრები გრძელდება. ამჟერად აღნიშნული შეხვედრა პარიზული გუნდის ნახევარმცველმა იულიან დრაქსლერმა გაიხსენა.
“როდესაც ანგარიში 0:3 გახდა, ძალიან ავნერვიულდით, თან 90 ათასი გულშემატკივრის წინაშე ვთამაშობდით. შემდეგ გოლი გავიტანეთ და უკვე დავრწმუნდი, რომ მომდევნო ეტაპზე ჩვენ გავიდოდით. ვიცოდი, რომ ეს ჩვენი საუკეთესო დღე არ იყო, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ საქმე ამაზე უარესად წარიმართებოდა. მხოლოდ ისეთ ფეხბურთელებს შეუძლიათ გუნდთან ერთად რვა წუთში სამი გოლის გატანა, როგორებიც მესი და ნეიმარი არიან.
ძალიან ცუდი მატჩი ჩავატარეთ. დაცვაში ბევრ დროს ვატარებდით, “ბარსელონას” კი ამ სასწაულის სჯეროდა. ასეთი მარცხის დროს დამნაშავე მხოლოდ მსაჯი ვერ იქნება”, – ციტირებს დრაქსლერის სტიყვებს “ლე პარიზიენი”.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონასა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართული მატჩის შემდეგ შეხვედრის მთავარი არბიტრი გერმანელი დენიზ აითექინი რამდენიმე საეჭვო გადაწყვეტილების გამო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.