21 თებერვალს, ამერიკულ კლუბებს – “ორლანდო სიტისა” და “ნიუ იორკ სიტის” შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა.
“ორლანდო სიტის” მხრიდან ერთადერთი გოლი ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კაკამ გაიტანა.
21 თებერვალს, ამერიკულ კლუბებს – “ორლანდო სიტისა” და “ნიუ იორკ სიტის” შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა.
“ორლანდო სიტის” მხრიდან ერთადერთი გოლი ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კაკამ გაიტანა.
“ორლანდო სიტიში” გადასულმა კაკამ ახალი კლუბის მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა. “ორლანდო სიტი” ამხანაგურ შეხვედრაში “დალასს” დაუპირისპირდა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ამ მატჩში გოლის გატანა მოახერხა. ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ მოატყუა მადრიდის “რეალისა” და “მილანის” ყოფილმა შემტევმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელი.
“ორლანდო სიტიში” გადასულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კაკამ ახალი კლუბის მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა. “ორლანდო სიტი” ამხანაგურ შეხვედრაში “დალასს” დაუპირისპირდა, კაკამ კი პენალტის გატანა მოახერხა.
სპორტულმა პორტალმა Sportskeeda-მ დაასახელა მსოფლიო ფეხბურთის ხუთი ვარსკვლავი, რომელთაც ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინეს.
1. კრიშტიანო რონალდუ
2. ლიონელ მესი
3. კაკა
4. ზლატან იბრაჰიმოვიჩი
5. უეინ რუნი
“მილანის”, მადრიდის “რეალისა” და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა კაკამ, რომელიც ამჟმად “ორლანდო სიტიში” გამოდის, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.
მისთვის ბრაზილიელი რონალდო იდეალური მოთამაშის გამოხატულებაა.
“ჩემთვის საუკეთესო ფეხბურთელები ისინი არიან, ვისაც ყველაზე სწრაფად და უკეთ შეუძლიათ ფიქრი და შესრულება. ამ მხრივ რონალდო საუკეთესოა. მისთვის დამახასიათებელი სწრაფი აზროვნება და მოქმედება სრულყოფილი ფეხბურთელის გამოხატულებაა. მართლაც გასაოცარი იყო. ბევრ სხვა ფეხბურთელზე მიფიქრია, თუმცა რონალდო უბრალოდ მოვლენა იყო”, – კაკას სიტყვებს საფეხბურთო ინტერენეტგამოცემა Goal-ი აქვეყნებს.
ტურინის “იუვენტუსის” ნახევარცმველმა ანდრეა პირლომ ბრიტანული Daily Mail-ისათვის ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
პირლომ, რომელსაც ევროტურნირებზე სულ 130 მატჩი აქვს ჩატარებული, ჩემპიონთა ლიგის მოგება ორჯერ მოახერხა. იტალიელმა ფეხბურთელმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის თასის აწევა “მილანის” მაისურით, 2003 და 2007 წლებში მოახერხა.
მეკარე
ჯანლუიჯი ბუფონი
პირლო: “დიდი ხანია, ბუფონი უმაღლეს დონეზე თამაშობს. მას შეუძლია ისეთი სეივი გააკეთოს, როგორსაც სხვა ვერ შეძლებს. ასევე, ჯიჯიმ იცის, რა უნდა უკარნახოს თავისი გუნდის მცველებს, ამ დროს კი დაცვის ხაზი დამაჯერებელია.”
დაცვა
ფილიპ ლამი
პირლო: “ლამი ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელიც შეცდომას არასოდეს უშვებს. ის “ბაიერნისთვისაც” და გერმანიის ნაკრებისთვისაც საიმედოა.”
პაოლო მალდინი
პირლო: “ძალიან ჭკვიანი მცველი, რომელსაც თამაშის წაკითხვა ყველაზე კარგად შეუძლია. როცა ის შენს გვერდით თამაშობს, მშვიდად ხარ. ვფიქრობ, მალდინი იტალიისა და “მილანის” ნამდვილი ლეგენდაა.”
ფაბიო კანავარო
პირლო: “ფაბიო ნამდვილი ლიდერია. ჩემი აზრით, ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია.”
კაფუ
პირლო: “კაფუ ერთ-ერთი პირველი მარჯვენა მცველი იყო, რომელიც შეტევაში კარგად ერთვებოდა. შეტევაში კარგი თამაშის გარდა, ის დაცვაშიც საიმედო იყო.”
ნახევარდაცვა
პოლ სქოულზი
პირლო: “შესანიშნავი ნახევარმცველი. ის მხოლოდ ფეხბურთს არ თამაშობს, ის მატჩის მიმდინარეობისას ძალიან ბევრს ფიქრობს. შეგიძლიათ, ნახოთ მისი ნებისმიერი პასი, მოძრაობა ან მიღებული გადაწყვეტილება, სქოულზი ძალიან ჭკვიანია.”
ჯენარო გატუზო
პირლო: “რინო მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებისათვის კოშმარივით იყო. ვარჯიშზეც, ის ისე თამაშობდა, თითქოს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი ყოფილიყოს. ვფიქრობ, გატუზოს მსგავსი მოთამაშე ყველა გუნდს ჭირდება.”
ჩავი
პირლო: “კიდევ ერთი ჭკვიანი ნახევარმცველი. ის სირბილისთვის ბევრ დროს არ ხარჯავს, თუმცა რამდენიმე მოძრაობით, პასით ან დარტყმით მთელი თამაშის კონტროლი შეუძლია.”
თავდასხმა
კაკა
პირლო: “მახსოვს, როგორ გვეწყინა, როცა კაკამ “მილანი” დატოვა. ორი-სამი წლის განმავლობაში, ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო.”
ლიონელ მესი
პირლო: “მან უკვე ძალიან ბევრს მიაღწია, მაგრამ ვფიქრობ, კიდევ ბევრ ტიტულს მოიგებს. ზედმეტ საუბარს არ ვაპირებ, ყველამ იცის, რომ ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.”
ფილიპო ინძაგი
პირლო: “თამაშის მიმდინარეობისას, უმეტესად ჩვენ ერთმანეთს ვერ ვხედავდით. პიპომ იცოდა, სად გავუკეთებდი მას პასს, ხოლო მე ვიცოდი, სად იქნებოდა ის. მთავარი იყო, მისთვის შანსი მიგეცა, ის კი ამ შანსს იყენებდა.”
“მილანისა” და მადრიდის “რეალის” ყოფილმა ნახევარმცველმა რიკარდო კაკამ განქორწინება გადაიფიქრა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კაროლინა სელიკოსთან დაშორება გადაწყვიტა, ნოემბრის დასაწყისში გაჩნდა, თუმცა კაკამ დღეს განაცხადა, რომ მეუღლეს შეურიგდა.
წყვილი 2005 წელს დაქორწინდა. მათ ორი შვილი ჰყავთ – ვაჟიშვილი ლუკა და ქალიშვილი იზაბელა.
ნეიმარისა და ნენეს მეგობრებს შორის გამართულ საქველმოქმედო მატჩში ნეიმარმა კაკას გაატანინა.
“ორლანდო სიტის” ნახევარმცველმა რიკარდო კაკამ საჯაროდ გააკრიტიკა თანამედროვე ბრაზილიური ფეხბურთი. 32 წლის ფეხბურთელმა Globoesporte-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბრაზილიურ ფეხბურთში დღეს არსებულ სიტუაციაზე მწვავე კომენტარი გააკეთა.
“მგონია, რომ ბრაზილიურმა ფეხბურთმა განვითარება შეწყვიტა. ის დროში გაჩერდა” , – აღნიშნა კაკამ.
საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ მსოფლიოს ათი ყველაზე მდიდარი ფეხბურთელი დაასახელა.
*თანხები მოცემულია ფუნტ სტერლინგის სახით
10. ტიერი ანრი – 47 მილიონი
9. ჯანლუიჯი ბუფონი – 52 მილიონი
8. ზლატან იბრაჰიმოვიჩი – 57 მილიონი
7. რონალდინიო – 64 მილიონი
6. ნეიმარი – 66 მილიონი
5. კაკა – 67.5 მილიონი
4. უეინ რუნი – 69 მილიონი
3. სამუელ ეტოო – 70 მილიონი
2. ლიონელ მესი – 120.5 მილიონი
1. კრიშტიანო რონალდუ – 122 მილიონი
ბრაზილიელი ნახევარმცველი კაკა “სან-პაულუს” დაემშვიდობა. ამ კლუბის ღირსებას ფეხბურთელი იჯარის წესით ზაფხულიდან იცავდა.
“დამშვიდობება ფეხბურთის ნაწილია. თუმცა, “სან-პაულუს” მე მხოლოდ დროებით ვემშვიდობები. ამ გუნდის ნაწილი ყოველთვის ვიქნები, კლუბი კი ჩემს გულში დარჩება” -განაცხადა კაკამ.
პირველ ივლისს კაკამ კონტრაქტი ამერიკულ “ორლანდო სიტისთან” გააფორმა, რომელიც 2015 წელს მლს-ში ჩაერთვება. სატამაშო პრაქტიკის შესანარჩუნებლად 32 წლის ფეხბურთელი დროებით “სან-პაულუში” გადავიდა, სადაც პროფესიონალური კარიერა დაიწყო.