TOP 10: ფეხბურთელები, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს

სპორტულმა პორტალმა Sportskeeda-მ დაასახელა ის ათი ფეხბურთელი, რომელთა შესაძენად კლუბებმა დიდი თანხა გადაიხადეს, თუმცა მათ იმედები ვერ გაამართლეს.

10. ალეშანდრე პატო (“ინტერნასიონალიდან” “მილანში”)
22 მილიონი ევრო

Ufficiale: Pato al Corinthians, addio Milan

9. ალბერტო აკვილანი (“რომადან” “ლივერპულში”)
20 მილიონი ევრო

Alberto+Aquilani

8. ჯეკ როდუელი (“ევერტონიდან” “მანჩესტერ სიტიში”)
15 მილიონი ევრო

jack southampton

7. ანდერსონი (“პორტუდან” “მანჩესტერ იუნაიტედში”)
31.5 მილიონი ევრო

Anderson_1978240i

6. ხუან სებასტიან ვერონი (“ლაციოდან” “მანჩესტერ იუნაიტედში)
43.3 მილიონი ევრო

veron

5. რობინიო (“რეალიდან” “მანჩესტერ სიტიში”)
42.5 მილიონი ევრო

Manchester City's Robinho celebrates scoring against FC Twente during their UEFA Cup soccer match at Eastlands stadium in Manchester

4. ანდრეი შევჩენკო (“მილანიდან” “ჩელსიში”)
46 მილიონი ევრო

Andriy-Shevchenko-Chelsea

3. ენდი კეროლი (“ნიუკასლიდან” “ლივერპულში”)
41 მილიონი ევრო

_61946247_143906084

2. კაკა (“მილანიდან” “რეალში”)
65 მილიონი ევრო

Kaka-ISIPhotos.com_

1. ფერნანდო ტორესი (“ლივერპულიდან” “ჩელსიში”)
58.5 მილიონი ევრო

_59821658_torres_ap

კაკა მეუღლეს „მის ბრაზილია 2013“-ს გამო დაშორდა?

დღეს ღამით ბრაზილიელი ფეხბურთელის კაკას პირადმა მდივანმა დაადასტურა, რომ მოთამაშე თავის მეუღლეს კაროლინას დაშორდა.

კაროლინასთან ერთად კაკამ ცხრა წლის განმავლობაში იცხოვრა. დაქორწინებამდე მომავალ მეუღლეს რიკარდო ოთხი წლის განმავლობაში ხვდებოდა.

რამდენიმე ბრაზილიური გამოცემის ცნობით, კაკას მეუღლესთან დაშორების მიზეზი „მის ბრაზილია 2013“-თან რომანია, რომლის შესახებაც ცნობილი აგვისტოში გახდა.

Miss Brazil

TOP 10: ყველაზე პოპულარული ფეხბურთელები სოციალურ ქსელებში

რამდენიმე დღის წინ მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ ინტერნეტ-სივრცეში ყველაზე პოპულარული სპორტსმენი გახდა.

Bleacher Report-მა კი სოციალურ ქსელებში ყველაზე პოპულარული ათი სპორტსმენი დაასახელა.

10. ლუის სუარესი
Facebook: 10.3 მილიონი
Twitter: 3.9 მილიონი
სულ: 14.2 მილიონი

hi-res-65667a546d579f5c942996c44ee15c48_crop_north

9. დავიდ ვილა
Facebook: 15.8 მილიონი
Twitter: –
სულ: 15.8 მილიონი

hi-res-ba750f3e5dfc43c0144f60f582652a22_crop_north

8. ჟერარ პიკე
Facebook: 15.8 მილიონი
Twitter: 9.6 მილიონი
სულ: 25.4 მილიონი

hi-res-6b688cd9d6e837c0402252ce09d72639_crop_north

7. ანდრეს ინიესტა
Facebook: 22.9 მილიონი
Twitter: 9.7 მილიონი
სულ: 32.6 მილიონი

hi-res-e41e149162f18916e004228325f089a0_crop_north

6. მესუთ იოზილი
Facebook: 26.4 მილიონი
Twitter: 8.1 მილიონი
სულ: 34.5 მილიონი

hi-res-adcc497c07cafe6bb2402e6d1bcd1c00_crop_north

5. რონალდინიო
Facebook: 27.9 მილიონი
Twitter: 10.9 მილიონი
სულ: 38.8 მილიონი

hi-res-8dd3500caaf79c242c7ba53c8fb968bd_crop_north

4. კაკა
Facebook: 31.9 მილიონი
Twitter: 21.1 მილიონი
სულ: 53 მილიონი

hi-res-ccf2f8ab57b9bc31d2807c557e5ab524_crop_north

3. ნეიმარი
Facebook: 47.8 მილიონი
Twitter: 14.8 მილიონი
სულ: 62.6 მილიონი

hi-res-f328d3a9a6da3d8d6f0a4a7952fcafcd_crop_north

2. ლიონელ მესი
Facebook: 74 მილიონი
Twitter: –
სულ: 74 მილიონი

hi-res-e333c43902e3325563dde65eaa529331_crop_north

1. კრიშტიანო რონალდუ
Facebook: 100.1 მილიონი
Twitter: 30.5 მილიონი
სულ: 130.6 მილიონი

hi-res-347d6e1528a6545017a1b3febeade923_crop_north

რა მოხდა სინამდვილეში კაკასა და მესის შორის?

11 ოქტომბერს, ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის დასრულების შემდეგ კამერებმა საინტერესო კადრი დააფიქსირეს. “სან პაულოს” ბრაზილიელი ლეგენდა რიკარდო კაკა ლიონელ მესისთან მივიდა და თმაზე შეეხო, მესიმ კი კაკას ხელი “უხეშად” მოიშორა. ეს ვიდეო მთელს ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა. თითქმის ყველა ჟურნალისტი ამ ფაქტს, მესის ბრაზილიელების მიერ სიძულვილს უკავშირებდა.

რა მოხდა სინამდვილეში? ამ კითხვას პასუხი კაკამ გასცა.

“ჩემსა და ლიონელს შორის კონფლიქტი არ ყოფილა. მე მას უბრალოდ მაისურის გაცვლა ვთხოვე, მან კი მიპასუხა, რომ ოსკართან პირობა დადო და მაისური მისთვის უნდა გადაეცა.”-აცხადებს ბრაზილიელი.

thumb

მესის არ მოწონს, როცა მას კაკა ეხება (ვიდეო)

11 ოქტომბერს, ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის დასრულების შემდეგ კამერებმა საინტერესო კადრი დააფიქსირეს.

სად იზამთრებენ იანკები? ლეგენდები, რომლებიც გადავიდნენ ან გადავლენ MLS-ში

Eurosport.ru–გთავაზობთ იმ ლეგენდათა სიას, რომლებიც უკვე გადავიდნენ ან გადავლენ MLS-ში.

ამერიკული კლუბები, მულტი მილიარდელი შეიხების საშუალებით 30 წელს გადაცილებულ სუპერვარსკვლავებს ყიდულობენ და თანდათან ძლიერდებიან. გასული ორი წლის განმავლობაში MLS-ში თამაშობდა ისეთი მსოფლიო დონის ლეგენდები როგორებიც იყვნენ: დევიდ ბექჰემი, ტიერი ანრი, ჟუნინიო პერმანბუკანუ, ჟერმეინ დეფო, რობინ კინი და ალესანდრო ნესტა. ცნობილი სპორტული საიტი და არხი Eurosport-ი გთავაზობთ შვიდ ლეგენდას, რომლებიც უკვე შეუერთდნენ და შეუერთდებიან MLS ლიგას.

ანდრეა პირლო (“იუვენტუსი”)

დაინტერესებული კლუბი: “ლოს ანჯელეს გალაქსი”

Pirlo

სექტემბერში “გალაქსის” მთავარმა მწვრთნელმა ბრიუს არენამ განაცხადა, რომ მას ძალიან სურს საკუთარ გუნდში იტალიელი მაესტროს ხილვა და ისინი პირლოს შესაძენად ყველაფერს გააკეთებენ. 36 წლის ჰავბეკი ლოს ანჯელესში ლანდონ დონოვანის(რომელიც სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს) შემცვლელად სახელდება. ამავე დროს, გუნდში წმენდა განხორციელდა, რომლის შემდეგადაც ლოს ანჯელესელებმა სამი ფეხბურთელი გაუშვეს. ასევე ტრანსფერს ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ ლიგის რეგლამენტის თანახმად, ფეხბურთელების ანაზღაურება შეუზღუდავი არ არის. იტალიელმა მაესტრომ ზაფხულში განაცხადა, რომ ოკეანის გაღმა, თამაში სურს(მხოლო რამოდენიმე წლით).

ეშლი კოული (“რომა”)

დაინტერესებული კლუბები: “ორლანდო სიტი”; “ტორონტო”.

ashley-cole

ლონდონში, წვიმასა, ქარსა და ნისლში თამაშში მიჩვეულ ეშლი კოულს, მზიან რომში თამაში და ადაპტაცია ცოტა გაუჭირდა. სწორედ ამ მიზეზის გამო შეიძლება ინგლისელმა დატოვოს “რომა” და ამერიკულ კლუბებს მიაშუროს. იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კოული რომს ზამთარში დატოვებს. ამა წლის ზაფხულში ეშლი იტალიაში სრულიად უსასყიდლოდ გადავიდა. Transfermarkt–ის გამოთვლებით, ამერიკულ კლუბებს მისი შეძენა 3 მილიონი ევრო დაუჯდებათ. კოულით “ორლანდო სიტი” (რომლსი დებიუტიც “მაჟორ” ლიგაში მომავალ წელს შედგება) და “ტორონტო” ინტერესდება.

კაკა (“სან პაულუ” იჯარა)

გადავიდა: “ორლანდო სიტი”

Kaka

კაკა ერთ–ერთია იმ 30 წელს გადაცილებულ ლეგენდებს შორის, რომლებმაც სათამაშოდ ამერიკა აირჩიეს. “ორლანდო სიტიმ” ზაფხულში “მილანთან” გარიგებას მიაღწია. ბრაზილიელი ლეგენდა ფლორიდაში გადავიდა და მომდევნო წლიდან “ლურჯების” შემადგენლობაში გამოჩნდება. მანამდე, ფლორიდულმა გუნდმა, კაკა მშობლიურ ქალაქში “სან პაულუში” იჯარის წესით გაუშვა. “ორლანდო სიტისთან” ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, კაკა ამერიკაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. ის წელიწადში 7,2 მილიონ დოლარს მიიღებს. ადრე ყველაზე მაღალი ანაზღაურება დევიდ ბექჰემს ჰქონდა. მისი ხელფასი წელიწადში 6,5 მილიონ დოლარს შეადგენდა.

დევიდ ვილა (“მელბურნი” იჯარა)

გადავიდა: “ნიუ იორკ სიტი”

Villa

2015 წელს შეიხი მანსური აბუ დიაბიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებში “მანჩესტერ სიტის” შვილობილს “ნიუ იორკ სიტის” გახსნის. კლუბი უკვე ჩამოყალიბდა, 2014 წლის ზაფხულში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლეგენდარული დევიდ ვილა “ნიუ იორკ სიტიში” გადავიდა და კლუბის პირველი ფებხრუთელი გახდა, მაგრამ ესპანელის სადებიუტო მატჩი მომდევნო წელს შედგება. ზამთრამდე ჯერ კიდევ რამონენიმე თვე დარჩა, ფორმის შესანარჩუნებლად ესპანელი იჯარის წესით ავსტრალიაში, კერძოდ “მელბურნ სიტიში” გადავიდა. თავად ფეხბრუთელი აცხადებს : “მე აქ საშუალება მექნება, გავხსნა ახალი მსოფლიო, ახალი ფეხბურთი.”

ფრენკ ლამპარდი (“მანჩესტერ სიტი” იჯარა)

გადავიდა: “ნიუ იორკ სიტი”

Lampard

“ნიუ იორკ სიტის” მეორე მოთამაშეა, ლეგენდარული ფრენკ ლამპარდი, რომელიც ლონდონის “ჩელსიდან” 2014 წლის ზაფხულში მოულოდნელად გადავიდა. მოგეხსენებათ, გუნდი ახალი ჩამოყალიბებულია და მხოლოდ 2015 წლიდან ითამაშებს. ამიტომ, ინგლისელი ლეგენდა “მანჩესტერ სიტიში” გადავიდა და რამოდენიმე თამაში ჩაატარა. სადებიუტო გოლი ყოფილი კლუბის “ჩელსის” კარში გაიტანა და გულშემატკივრებს გაშვებით გული დასწყვიტა.

ხავი (“ბარსელონა”)

დაინტერესებული კლუბი: “ნიუ იორკ სიტი”

Xavi

უკვე გიამბეთ შეიხი მანსურის ამბიციური პროექტის შესახებ. აბუ დიაბელ მულტი მილიარდელს ამის განხორციელებაში, ძალიან ბევრი ვარსკვლავი და ლეგენდა სჭირდება. ვილიასა და ლამპარდის შემდეგ, “ნიუ იორკ სიტის” მესამე მოთამაშე ხავი ჰერნანდესი იქნება. თავდაპირველად, ესპანელი გენია ყატარში, 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადადიოდა, მაგრამ შემდეგ მან გადაიფიქრა და კატალონიაში ერთი წლით დარჩენა გადაწყვიტა. ამ სეზონში ხავის არც თუ ისე დიდი სათამაშო დრო აქვს, ამიტომ მისი სწორედ სათამაშო პრაქტიკა იქნება, მისი შესაძლო წასვლის ერთ–ერთი მიზეზი.

ჯონ ტერი (“ჩელსი”)

დაინტერესებული კლუბი: “ნიუ იორკ სიტი”

Terry
ახალ სეზონში, ლონდონის “ჩელსის” კაპიტანმა კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს ხელი მოაწერა. შეთანხმების თანახმად, ტერი პრემიერ ლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მცველი გახდა, მაგრამ როგორც ბრიტანული ტაბლოიდები წერენ ინგლისელი გაცილებით დიდ ანაზღუარებას მიიღებს, ამერიკაში კერძოდ “ნიუ იორკ სიტიში”. ტრანსფერი რეალურია, რადგან შეიხ მანსურს შეტევის შემდეგ დაცვის ხაზში რამოდენიმე ვარსკვლავის დამატება სურს.

რობინიო (“სანტოსი” იჯარა)

დაინტერესებული კლუბები: “ორლანდო სიტი” , “ჩიკაგო ფაიერი”, “გალაქსი” და “ნიუ ენგლანდ რევოლუშენი”.

Robinho

მეორე ბრაზილიელი და ყოფილი “მილანელი”, რომელიც შეიძლება კაკას გზას გაჰყვეს და აშშ–ში გადაბარგდეს. “რობინიოს MLS-ში თამაში სურს, ჩვენ “ორლანდო სიტისთან” მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ.”–განაცხადა “მილანის” ვიცე–პრეზიდენტმა ანდრიანო გალიანიმ. ბრაზილიელი ფორვარდი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის საშუალებით “სანტოსში” იჯარის წესით გადავიდა. ბრაზილიელის კონტრაქტი მილანურ კლუბთან მომავალ წელს იწურება. “ორლანდო სიტის” გარდა, რობინიოს ამერიკის სხვა კლუბები: “ჩიკაგო ფაიერი”, “გალაქსი” და “ნიუ ენგლანდ რევოლუშენი” ეპატიჟებიან.

კაკა: “ნაკრებში დაბრუნებით ბედნიერი ვარ”

32 წლის ნახევარმცველმა კაკამ ბრაზილიის ნაკრებში დაბრუნების შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა. “მილანის” ყოფილი მოთამაშე ეროვნულ გუნდში ტრავმირებული რიკარდო გულარტუს ნაცვლად გამოიძახეს.

ბრაზილიის მაისურით კაკამ ბოლოს 2013 წლის 25 მარტს ითამაშა, როდესაც ლუის ფელიპე სკოლარის მიერ დამოძღვრილი გუნდი რუსეთს ხვდებოდა.

“ნაკრებში დაბრუნებით წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შრომა დამიფასდა” – განაცხადა კაკამ.

შეგახსენებთ, 11 ოქტომბერს ბრაზილიის ნაკრები პეკინში არგენტინას შეხვდება, ხოლო 14-ში სინგაპურში იაპონიის გუნდთან გაარკვევს ურთიერთობას.

პატომ და კაკამ ერთმანეთს კვერცხები დაახალეს

“სან პაულუს” ერთ-ერთი ვარჯიშის მიმდინარეობისას კამერებმა ძალიან სახალისო კადრები დააფიქსირეს.

კაკა MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია

„ორლანდოს“ ბრაზილიელი ნახევარმველი კაკა აშშ-ს MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. კონტრაქტის მიხედვით, სამხრეთ ამერიკელი მიმდინარე სეზონში 7,167 მილიონ დოლარს მიიღებს.

ლიგის მაღალანაზღეურებად ფეხბურთელებს შორის ასევე კლინტ დემპსი (6,695 მილიონი დოლარი), მაიკლ ბრედლი (6,5 მილიონი), ჯერმეინ დეფო (6,18), ლენდონ დონოვანი (4,58 მილიონი), ტიერი ანრი (4, 35 მილიონი) და რობინი კინი (4,5 მილიონი) არიან.

ცივი წყალი კაკასაც გადაასხეს

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ გადაასხეს კაკას ცივი წყალი.

კაკას წარმატებული დებიუტი

“სან პაულუში” “ორლანდო სიტიდან” განათხოვრებულმა კაკამ ბრაზილიურ კლუბში დებიუტი გოლით აღნიშნა.

“გოიასის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, 0:2-ზე კაკამ ანგარიშში სხვაობის შემცირება მოახერხა, თუმცა საკუთარი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.

12 ტურის შემდეგ “სან პაულუ” ბრაზილიის სერია A-ში მე-8 ადგილზეა.

ბრაზილიაში კაკა MLS-ის დაწყებამდე ითამაშებს, რის შემდეგაც “ორლანდოს” დაუბრუნდება.

ათი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში

რაც დრო გადის, კლუბები თავიანთი შემადგენლობების გასაძლიერებლად მით უფრო მეტ თანხას ხარჯავენ.

FTBPRO-მ ფეხბურთის ისტორიაში ათი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი დაასახელა.

* თანხები მოცემული ფუნტ სტერლინგის სახით

10. დავიდ ლუისი – 50 მილიონი
“ჩელსიდან” “პარი სენ-ჟერმენში”

9. ფერნანდო ტორესი – 50 მილიონი
“ლივერპულიდან” “ჩელსიში”

8. რადამელ ფალკაო – 51 მილიონი
“ატლეტიკოდან” “მონაკოში”

7. ედინსონ კავანი – 55 მილიონი
“ნაპოლიდან” “პარი სენ-ჟერმენში”

6. კაკა – 56 მილიონი
“მილანიდან” “რეალში”

5. ზლატან იბრაჰიმოვიჩი – 59 მილიონი
“ინტერიდან” “ბარსელონაში”

4. ხამეს როდრიგესი – 63 მილიონი
“მონაკოდან” “რეალში”

3. ლუის სუარესი – 75 მილიონი
“ლივერპულიდან” “ბარსელონაში”

2. კრიშტიანო რონალდუ – 80 მილიონი
“მანჩესტერ იუნაიტედიდან” “რეალში”

1. გარეტ ბეილი – 86 მილიონი
“ტოტენჰემიდან” “რეალში”