იტალიური “მილანის” ფეხბურთელი რიკარდო კაკა აცხადებს, რომ “კიევოსთან” გამართული შეხვედრა მისთვის მნიშვნელოვანი იყო.
შეგახსენებთ, რომ 29 მარტს, “მილანმა” საკუთარ მოედანზე “კიევო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ კაკასათვის ეს მატჩი “როსონერის” მაისურით რიგით მე-300 იყო. 31 წლის ნახევარმცველმა “კიევოს” კარში ორი გოლის გატანა მოახერხა, აქედან მეორე კი განსაკუთრებით ლამაზი აღმოჩნდა.
“ჩემთვის ნამდვილად განსაკუთრებული მატჩი იყო და რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, რომ პირველ რიგში გამარჯვება მოვიპოვეთ, ხოლო შემდეგ, დუბლის გაფორმება მოვახერხე. უზომოდ ბედნიერი ვარ”, – თქვა კაკამ.