კაკას ყველა გოლი “ინტერის” კარში

დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე, იტალიაში, მილანური დერბი დაიწყება. “ინტერსა” და “მილანს” შორის გასამართ შეხვედრას, რა თქმა უნდა, დიდი ყურადღება ექცევა.

ყურადღების ცენტრში იქნება რიკარდო კაკაც. იმ შემთხვევაში თუ ბრაზილიელი დღევანდელ მატჩში გოლის გატანას მოახერხებს, ეს მისთვის, “როსონერის” მაისურით რიგით მე-100 იქნება.

ჩვენ კი გთავაზობთ კაკას მიერ, “ინტერის” კარში გატანილ ყველა გოლს.

კაკა: “ზეედორფი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი იქნება”

იტალიური “მილანის” ბრაზილიელი ფეხბურთელი, რიკარდო კაკა აცხადებს, რომ კლარენს ზეედორფი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი შანსია ზეედორფი “როსონერის” თავკაცი გახდეს. კაკას, რომელსაც ჰოლანდიელთან ერთად ექვსი წელი უთამაშია, სჯერა, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში არაერთ წარმატებას მიაღწევს.

“რასაც კლარენსი აკეთებს, ყველაფერი კარგად გამოსდის. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი იქნება”, – ამბობს კაკა.

დიდი ფეხბურთელები ერთმანეთის წინააღმდეგ

გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ თამაშობენ ერთმანეთის წინააღმდეგ დიდი ფეხბურთელები.

“მილანმა” წარუმატებელი სერია “კატანიასთან” შეწყვიტა

1 დეკემბერს, იტალიის სერია A-ში, “კატანიამ” საკუთარ მოედანზე “მილანი” მიიღო. “როსონერიმ” ხუთმატჩიანი წარუმატებელი სერია სწორედ დღეს დაასრულა.

ანგარიში მე-13 წუთზე გაიხსნა, “მილანის” საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, სიტუაციაში კი ყველაზე პირველი მასპინძელთა ნახევარმცველი კასტრო გაერკვა, რომლის დარტყმულის მოგერიება ბონერამ სცადა, თუმცა ბურთი საბოლოოდ “როსონერის” კარის ბადეში მოექცა.

სტუმრებმა საპასუხო გოლის გატანა ექვს წუთში მოახერხეს, როდესაც ურბი ემანუელსონის ჩაწოდებულ ბურთს რიკარდო მონტოლივო ერთი შეხებით გამოეხმაურა.

63-ე წუთზე, ბალოტელიმ საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა – 1:2.

შეხვედრაში საბოლოო შედეგი კი ბრაზილიელმა კაკამ დასვა, რომელმაც “კატანიას” მეკარეს ძლიერი დარტყმის შემდეგ შანსი არ დაუტოვა – 1:3.

“კატანია” – “მილანი” 1:3
13000 მაყურებელი

“კატანია”: ანდუხარი, სპოლი, მონცონი (კეკო 61′), პერუცი, ბირაგი, როლინი, პლაშილი, ბარიენტოსი (ლეტო 88′), ტაკციდისი, კასტრო (გუარენტე 68′), ლოპესი.
მთავარი მწვრთნელი: ლუიჯი დე კანიო.

“მილანი”: გაბრიელი, ბონერა, სილვესტრე, კაკა, ბირსა (ელ შაარავი 74′), დე იონგი, ემანუელსონი, მონტოლივო, ნოჩერინო, პოლი, ბალოტელი (მატრი 83′).
მთავარი მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

გოლები: კასტრო 13′ – მონტოლივო 19′, ბალოტელი 63′, კაკა 81′.
გაფრთილებები: პლაშილი 59′, ბარიენტოსი 74′ – პოლი 25′, სილვესტრე 31′, კაკა 80′.
გაძევება: ტაკციდისი 64′.
მთავარი მსაჯი: ნიკოლა რიცოლი.

კაკა: “პრობლემა ისაა, რომ გამარჯვებას ვერ ვახერხებთ”

იტალიური “მილანის” ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რიკარდო კაკამ გლაზგოს “სელტიკის” წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ, “როსონერის” ბოლოდროინდელ ცუდ ასპარეზობაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს, გლაზგოში, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “სელტიკი” “მილანს” საკუთარ მოედანზე მიიღებს.

“ამჟამად, ჩვენი მთავარი პრობლემა ისაა, რომ გამარჯვებას ვერ ვახერხებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, შევეცდებით, მომდევნო შეხვედრაში აუცილებლად მოვიგოთ. “მილანი” ყოველთვის დიდი წნეხის ქვეშ არის მოქცეული. ყოველი, მომდევნო ვერმოგებული მატჩის შემდეგ კი, წნეხი კიდევ უფრო იზრდება.

სამი ქულის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია. “სელტიკი” ძლიერი გუნდია. მათ სტადიონზე არაჩვეულებრივი ატმოსფერო სუფევს. რთულ თამაშს ველით”, – ამბობს კაკა.

დიტო ჭიჭინაძე

კაკა ფორმაშია: ბრაზილიელი ვარჯიშზე ფინტებს აკეთებს

“მილანში” დაბრუნებული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რიკარდო კაკა “როსონერის” ვარჯიშზე ტექნიკის დემონსტრირებას ახდენს.

ემანუელსონი: “კაკა გუნდისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია”

იტალიური “მილანის” ჰოლანდიელი ფეხბურთელი, ურბი ემანუელსონი აცხადებს, რომ რიკარდო კაკა გუნდისათვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი “როსონერიში” გასულ ზაფხულს, მადრიდის “რეალიდან” დაბრუნდა.

“კაკა “მილანში” ადრეც თამაშობდა და მან ამ კლუბის შესახებ ბევრი რამ იცის. ის გუნდისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა აღარაა, რიკარდო ისევ დიდი მოტივაციით ვარჯიშობს და თამაშობს”, – ამბობს ემანუელსონი.

სიცოცხლე „რეალის“ შემდეგ არსებობს

სიცოცხლე „რეალის“ შემდეგ არსებობს და ამას ფაქტები ადასტურებს, ამას ის ადამიანები ადასტურებენ, რომელბმაც გასულ ზაფხულს „სამეფო კლუბი“ დატოვეს: გონსალო იგუაინი, ხოსე კალეხონი და რაულ ალბიოლი – „ნაპოლიში“, მესუთ იოზილი – „არსენალში“, რიკარდო კარვალიუ – „მონაკოში“ და კაკა – „მილანში“.

იოზილი „არსენალს“ ძალიან კარგად მოერგო. ლონდონური კლუბი კარგ ფორმაშია და პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს, რაშიც გერმანელი ფეხბურთელის წვლილი საკამოდ დიდია: 8 მატჩში 2 გოლი მიითვალა და 4 საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, დიდ ბრიტანეთში ყველაზე კარგად სწორედ იოზილის მაისურები იყიდება.

კალეხონის, ალბიოლისა და იგუაინის „ნაპოლი“ სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთ პრეტენდენტად ითვლება. არგენტინელ თავდამსხმელს „ნაპოლის“ რიგებში ჩატარებულ 14 მატჩში უკვე 8 გოლი აქვს მითვლილი. მას დიდად არც კალეხონი ჩამორჩება, რომელმაც 16 შეხვედრაში 7 გოლის გატანა შეძლო. ალბიოლი გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრია. თუ ჯანმრთელადაა, ის აუცილებლად ხვდება სასტარტო განაცხადში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ესპანეთის ნაკრებში ადგილის შესანარჩუნებლად.

კაკას სახეზე ღიმილი დაუბრუნდა. ბრაზილიელი ფეხბურთელი საკმაოდ სარგებლიანად თამაშობს და ბრაზილიის მუნდიალზე მისი თამაშის შანსებიც გაიზარდა.

35 წლის რიკარდო კარვალიუს საფრანგეთის პირველი ლიგის ჯერ ერთი წუთიც არ გამოუტოვებია. ყველა მატჩში სასტარტო შემადგენლობაშია და ყველა მატჩს ბოლომდე ამთავრებს.

ერთადერთი გამონაკლისი შემთხვევა მაიკლ ესიენი გახლავთ, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგის არცერთ და ქვეყნის თასის მხოლოდ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ბექა დოგრაშვილი

შევჩენკო: “მასიმილიანო ალეგრის რჩევები გამომადგება”

რამდენიმე დღის წინ, ყოფილი უკრაინელი ფეხბურთელი, ანდრეი შევჩენკო მილანში იმყოფებოდა, სადაც რა თქმა უნდა, “მილანელო” და “როსონერის” წევრები მოინახულა.

ცხადია, იტალიელმა ჟურნალისტებმა დრო იხელთეს და შევჩენკოს ინტერვიუ ჩამოართვეს.

allegri

– როგორ გრძნობთ თავს “მილანელოზე”?
– როდესაც “მილანელოზე” მოვდივარ, ყოველთვის ბედნიერი ვარ. თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ვხვდები ძველ მეგობრებს და აქედან წასვლის სურვილი აღარც კი მიჩნდება. სამწვრთნელო კურსებს გავდივარ. მასიმილიანო ალეგრის ვესაუბრე, მან თავისი ხედვები გამიზიარა, რაც ვფიქრობ, მომავალში აუცილებლად გამომადგება.

– ყოფილ თანაგუნდელებთან ისევ მეგობრობთ?
– რა თქმა უნდა. მათთან ხშირად ვსაუბრობ. გატუზომ და ინძაგიმ სამწვრთნელო კარიერა უკვე დაიწყეს. შესაძლოა, მალე მათ გზას მეც გავუდგე.

– “სან სიროზე” თბილად შეგხვდნენ. (შევჩენკო და მალდინი “ლაციოსთან” გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ – ავტ.)
– მინდა, რომ გულშემატკივრებს დიდი მადლობა გადავუხადო. ისინი ყოველთვის ჩემს გულში არიან და როცა აქ მოვდივარ, ძველი დრო მახსენდება. მიხარია, რომ იმ დიდი ოჯახის ერთ-ერთი წევრი მეც ვარ, რომელსაც “მილანი” ჰქვია.

maldin

– რას გვეტყვით “ლაციოსთან” გამართულ შეხვედრაზე?
– “მილანმა” მოგება დაიმსახურა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ვერ მოახერხა. მიხარია, რომ კაკამ გოლი გაიტანა. ჩემი აზრით, “როსონერის” ბევრად უკეთ თამაში შეუძლია, უბრალოდ, გუნდს ამ პერიოდში, პატარა ჩავარდნა აქვს.

– რას გვეტყვით კაკაზე?
– დრო გადის, მაგრამ კაკა კვლავაც მოტივირებული და შრომისმოყვარეა. მან “მილანისთვის” ბევრი რამ გააკეთა და კარგია, რომ ისევ აქ დაბრუნდა.

– მოგწონთ ელ შაარავი? თქვენ მას სტადიონზე ესაუბრეთ.
– ელ შაარავი ახლა რთულ მდგომარეობაშია, რადგან ტრავმა აწუხებს. თუმცა, სტეფანს ვუთხარი, რომ მშვიდად უნდა იყოს, ტრავმას მალე მოირჩენს და გუნდს ისევ დაეხმარება. ის ძალიან ნიჭიერია.

el

– რომელი წელი იყო საუკეთესო, “მილანში” ყოფნისას?
– გამოვარჩევდი იმ წელს, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტურინის “იუვენტუსი” დავამარცხეთ. როდესაც ბოლო პენალტი შევასრულე და გოლი გავიტანე, ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი.

დიტო ჭიჭინაძე

ალეგრი: „კაკა სამაგალითოდ იქცევა“

„მილანის“ მთავარმა მწვრთვნელმა მასიმილიანო ალეგრიმ აღნიშნა, რომ „ფიორენტინასთან“ შეხვედრაში მისი გუნდის მხრიდან გამორჩეული თამაში რიკარდო კაკამ უნდა აჩვენოს.

„კაკა პირველივე წუთებიდან ითამაშებს. იგი თავს კარგად გრძნობს, რისი წყალობითაც, მისი თამაშის გაუმჯობესდა. მას ძველი ფორმის დაბრუნების დიდი სურვილი აქვს. რიკარდო – დიდებული მოთამაშეა, რომელსაც თანაგუნდელებისთვის გამოცდილების გაზიარება შეუძლია. გარდა ამისა, სამაგალითოდ იგი მოედნის გარეთაც იქცევა“, – აღნიშნა „როსონერის“ თავკაცმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

კაკა: “შეცდომები აღარ უნდა დავუშვათ”

იტალიური “მილანის” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, რიკარდო კაკამ რომის “ლაციოსთან” გამართული შეხვედრა შეაფასა და თქვა, რომ “როსონერიმ” მომავალში იგივე შეცდომები არ უნდა გაიმეოროს.

შეგახსენებთ, რომ 30 ოქტომბერს, “შავ-წითლებმა” “ლაციო” საკუთარ მოედანზე მიიღეს და ფრედ, 1:1 ითამაშეს. ანგარიში 52-ე წუთზე კაკამ გახნსა, ხოლო 72-ე წუთზე, რომაელებმა სიანის გოლი წონასწორობა აღადგინეს.

“ლამაზი გოლი გამომივიდა. მიხარია, რომ თავის გამოჩენა შევძელი, თუმცა მატჩი ვერ მოვიგეთ, რაც სამწუხაროა. ბალოტელი? მარიო გუნდისათვის ძალიან მნიშნველოვანი ფიგურაა და რა თქმა უნდა, სანერვიულო არაფერი აქვს. რასაკვირველია, ქულების დაკარგვა ცუდია. შეცდომები უნდა გაავანალიზოთ და ისინი მომავალში აღარ გავიმეოროთ. რაც შემეხება მე, ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ საუკეთესო ფორმაში შევიდე. ძალიან მინდა, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ვითამაშო”, – ამბობს კაკა.

დიტო ჭიჭინაძე

აბატე: “ბალოტელიმ კაკასგან უნდა ისწავლოს”

იტალიური “მილანის” მარჯვენა მცველი, იგნასიო აბატე აცხადებს, რომ “როსონერის” თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ თანაგუნდელ კაკასგან ბევრი რამ უნდა ისწავლოს.

“ჩემი აზრით, კაკა ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელისათვის მისაბაძი მოთამაშეა. როდესაც რიკარდოს ტრავმა ჰქონდა, ის “მილანელოზე” დილით მოდიოდა და საღამოს მიდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთში ბევრს მიაღწია, ის ჩვენთან ერთად ყოფნას მაინც არ თაკილობდა და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ მოედანს მალე დაბრუნებოდა.

ბალოტელი უნდა მიხვდეს, რომ ის ბავშვი აღარაა. ვფიქრობ, მას შეუძლია კაკასგან ბევრი რამ ისწავლოს. მარიო მალე უნდა გაიზარდსო, ეს კი ყველასათვის კარგი იქნება”, – ამბობს აბატე.

დიტო ჭიჭინაძე