კარიკატურა: ზუმას რეაქცია მატიჩის გოლზე (ფოტო)

გუშინ ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალში ლონონის “ჩელსიმ” თანაქლაქელი “ტოენჰემი” ანგარიშით, 4:2 დაამარცხა და ფინალში გავიდა. ერთ-ერთი გოლი გაიტანა ნემანია მატიჩმა. მან საჯარიმოს გარედან ულამაზესი დარტმით აიღო “სპურსების” კარი, რაზეც თანაგუნდელს, კურტ ზუმას რეაქცია ასეთი იყო:

 

ომარ მომანიმაც კარიკატურა შემოგვთავაზა.

კარიკატურა: მოურინიომ იბრაჰმოვიჩი მინდორზე ძალით შეათრია (ფოტო)

გასულ ხუთშაბათს ევროპის ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში “მანჩესტერ უნაიტედმა” ბელგიური “ანდერლეხტი” მიიღო, დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავდია. საგულისხმოა, რომ “წითელი ეშმაკების” შვედმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მარჯვენა ფეხზე ტრავმა მიიღო. როგორც შემდეგში გაირკვა, “იბრა” დარჩენილ სეზონს გამოტოვებს.

წინ მნიშვნელოვანი შეხვედრებია, ზლატანი კი გუნდში არაა. ჟოზე ასე იქცევა…

 

კარიკატურა: ნახევარფინალში ორი პრინციპული დუელი გველის (ფოტო)

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. მადრიდის “რეალი” თანაქლაქელ “ატლეტიკოს”, ხოლო ტურინის “იუვენტუსი” მონაკოს “მონაკოს” დაუპირისპირდება.

ამასთან დაკავშირებიტ ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.

 

კარიკატურა: კიელინიმ და ბონუჩიმ კატალონიური ზვიგენები დაიჭირეს (ფოტო)

ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კატალონიის “ბარსელონა” ტურინის “იუვენტუსს” დაუპირისპირდა. მატჩი ანგარიშით, 0-0 დასრულდა. ორი შეხვედრის ჯამში 3-0 “იუვეს” სასარგებლოდ და შემდეგ ეტაპზე სწორედ ეს გუნდი გავიდა.

საგულისხმოა, რომ “ბლაგურნას” შემტევმა ტრიომ, “მსნ”-მა ორი მატჩის მანძილზე, ფაქტობრივად, ვერაფერი გააკეთა. ეს უმეტესად დაცვის ბურჯების, ჯორჯო კიელინისა და ლეონარდო ბონუჩის დამსახურებაა. ასევე, არ უნდაადაგვავიწყდეს, ჯანლუიჯი ბუფონიც.

ამასთან დაკავშრებით ომარ მომანიმ კარიკატურა შემოგვთავაზა.

 

კარიკატურა: “ზვიგენები” – “იუვენტუსი (ფოტო)

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში (წინა მატჩი 3:0) კატალონიის “ბარსელონა” ტურინის “იუვენტუსს” მიიღებს. ამ უკანასკნელის დაცვის ბურჯმა, ჯორჯო კიელინიმ განაცხადა, რომ მას და მის გუნდელებს “ზვიგენებთან” მოუწევთ თამაში.

ომარ მომანიმაც არ დააყოვნა…

 

კარიკატურა: ერერამ აზარი არ გაახარა (ფოტო)

პრემიერ ლიგის 33-ე ტურში “მანჩესტერ უნაიტედმა” ლონდონის “ჩელსის” უმასპინძლა და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ამ შეხვედრაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა “წითელი ეშაკების” ნახევარმცველი, ანდერ ერერა იყო. ესპანელი ფეხბურთელი პერსონალურად ედენ აზარზე იყო მიმაგრებული. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ბელგიელმა შემტევმა, ფაქტობრივად, ვერაფერი ღირებული გააკეთა.

ამასთან დაკავშრებით ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.

 

კარიკატურა: ისკოს საუკეთესო სათადარიგო ფეხბურთელის ჯილდო გადაეცა (ფოტო)

ლა ლიგის უკანასკნელ ტურში მადრიდის “რეალი” ხიხონს ესტუმრა და ადგილობრივ “სპორტინგს” დაუპირისპირდა. ზინედინ ზიდანმა სასტარტო შემადგენლობაში დააყენა ისკო ალარკონი, რომელსაც არც ისე დიდი სათამაშო დრო ეძლევა. იგი ძირითადად შეცვლებზე შედის ხოლმე. ესპანელმა ნახევარმცველმა მთელი მატჩის მანძილზე ულიდერა გუნდს და ორი გოლიც გაიტანა – ერთ-ერთი მათგანი გამარჯვების იყო.

ომარ მომანიმ კარიკატურა შემოგვთავაზა, სახელწოდებით: “ისკოს საუკეთესო სათადარიგო ფეხბურთელის ჯილდო გადაეცა”.

 

კარიკატურა: მშვიდობის მოსურნე ბარტრა (ფოტო)

დორტმუნდის “ბორუსიას” მცველი, მარკ ბარტრა, როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის წინ ტერორისტების აფეთქების დროს დაშავდა. ფეხბურთელმა საავადმყოფოდან მთელს მსოფლიოს მშვიდობისკენ მოუწოდა.

ომარ მომანიმ ამ ფაქტთან დაკავშირებით კარიკატურა შემოგვთავაზა.

კარიკატურა: როგორ მოექცნენ კიელინი, ალვეში და დიბალა “მსნ”-ს?

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “იუვენტუსმა” “ბარსელონას” სამი უპასუხო გოლი გაუტანა და განმეორებითი მატჩის წინ დიდი უპირატესობა შეიქმნა.

ომარ მომანიმ კარიკატურაში  წარმოგვიდგინა სამი დუელი, რომლებიც ნახსენები მატჩიდანაა აღებული.

 

 

 

კარიკატურა: “ბარსას” იმედები დასამარდა (ფოტო)

გუშინ ლა ლიგის 31-ე ტურის შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონა” სტუმრად “მალაგასთან” დამარცხდა (0:2). ამჟამად ისინი ლიდერ “რეალს” სამი ქულით ჩამორჩებიან. გარდა ამისა, სამეფო კლუბს ერთი შეხვედრა რეზერვში აქვს. ორივე გუნდმა ითამაშა “ატლეტიკოსთან”. მართალია, ერთი “ელ კლასიკო” დარჩენილია, თუმცა თუ “რეალი” რეზერვში მქონე მატჩს (“სელტას” წინააღმდეგ) არ წააგებს, “ბლაგურნას” მიერ “რეალის” დამარცხების შემთხვევაშიც, კატალონიელები ზიდანის შეგირდებზე უკან იქნებიან. ერთი სიტყვით, ლუის ენრიკეს ბიჭები ცუდ დღეში არიან.

ომარ მომანიმ ამ სიტუაციას კარიკატურა მიუძღვნა.

 

კარიკატურა: ისკო ჩიფსების გამო “ბარსაში” აღარ გადავა (ფოტო)

სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი, ისკო ალარკონი მეგობრებთან ერთად ერთობა. მის წინ კი “ბარსელონას” პაკეტიანი ჩიფსები დევს. ჟურნალისტებმა ეს დეტალიც ესპანელის “ბარსაში” გადასვლას დაუკავშირეს.

აი, რა გააკეთა შეშინებულმა ზიდანმა…

 

კარიკატურა: გვარდიოლა აზარის რადიაციის ქვეშ მოექცა (ფოტო)

პრემიერ ლიგის 31-ე ტურში ლონდონის “ჩელსიმ” “მანჩესტერ სიტი” მიიღო და ანგარიშთ, 2-1 დაამარცხა. დედალაქელთა მხრიდან ორივე გოლი ედენ აზარმა გაიტანა.

საგულისხმოა, რომ ამ მარცხით პეპ გვარდიოლას გუნდის პრემიერ ლიგის მოგების შანსები ძალიან მიზერული გახდა. ამასთან დაკავშირებით ომარ მომანიმ სახალისო კარიკატურა შემოგვთავაზა.