ბენზემა “ხეტაფესთან” თამაშს შეძლებს

მადრიდის “რეალის” გულშემატკივართა სასიხარულად კარიმ ბენზემას ტრავმა რთული არ აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ ბენზემამ ტრავმის გამო “ესპანიოლთან” მატჩის დასრულება ვერ შეძლო. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით კი, დაზიანების გამო ფრანგი პრიმერას უკანასკნელ შეხვედრასასც გამოტოვებდა.

თუმცა, მარკას ცნობით კარიმის ტრავმა სერიოზული არ ყოფილა და მას სამედიცინო შემოწმებაც კი არ დასჭირდა.

პრიმერას მიმდიანრე სეზონში ბენზემამ 29 მატჩი ჩაატარა და 15 გოლთან ერთად 10 საგოლე პასი შეასრულა.

ინგლისური კლუბები ბენზემასთვის იბრძვიან

მადრიდელებს ფრანგი თავდამსხმელის გაყიდვა უახლოეს ზაფხულში სურთ.

ბრიტანული გამოცემა, Daily Star იტყობინება, რომ კარიმ ბენზემას ტრანსფერისთვის “მანჩესტერ იუნაიტედი”, “არსენალი” და “ლივერპული” იბრძვიან.

“სამეფო გუნდი” 9-იანში 40 მილიონ ფუნტს ითხოვს. რა თქმა უნდა, ეს თანხა არ შეაშინებს “მანჩესტერ იუნაიტედს” და “არსენალს”, რადგან ეს ორი გუნდი მზადაა, მომავალი სეზონიდან “ჩელსის” ჩემპიონობისთვის კონკურენცია გაუწიოს. ვნახოთ, რა გამოუვათ მერსისაიდელებს.

კარიმი “ბერნაბეუზე” მეექსვე სეზონს ატარებს. მიმდინარე წელს, 28 მატჩში 15 გოლი გაიტანა.

ბენზემას “ვალენსიასთან” თამაშის შანსი აქვს

“რეალის” ფორვარდმა, კარიმ ბენზემამ გამოჯანმრეთლდა და მზად არის საკუთარ გუნდს ლა ლიგის თამაშში დაეხმაროს. შეგახსენებთ, რომ ტრავმის ფრანგმა ფორვარდმა “იუვენტუსის” წინააღმდეგ ვერ ითამაშა, პრიმერაში კი 30-ე ტურის შემდეგ არ თამაშობს.

ბენზემამ მადრიდული კლუბის უკანასკნელი ვარჯიში სრული დატვირთვით ჩაატარა. მოსალოდნელია, რომ თამაშს ის უახლოეს ტურში, “ვალენსიასთან” შეძლებს.

პრიმერას მიმიდნარე სეზონშ ბენზემამ 15 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი შეასრულა.



ბენზემა ორი კვირით იუქმებს

მადრიდის “რეალის” ფრანგი წინახაზელის დაზიანება იმაზე უფრო რთულია, ვიდრე ყველას ეგონა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ კარიმ ბენზემა კარლო ანჩელოტის გუნდს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით შეხვედრაში ტრავმის გამო ვერ დაეხმარება, სადაც “სამეფო გუნდი” მადრიდის “ატლეტიკოს” დაუპირისპირდება.

სამედიცინო შემოწმების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ გამოცდილი თავდამსხმელი 10-14 დღის განმავლობაში იუქმებს.

ამდენად, 27 წლის ფეხბურთელი ლა ლიგაში გუნდს “სელტასთან”, “ალმერიასთან” და “სევილიასთან” მატჩში ვერ დაეხმარება.

მიმდინარე სეზონში, ბენზემამ პრიმერა დივიზიონში 28 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 15 გოლი და გააკეთა ცხრა ასისტენტი.

“რეალმა” ბენზემა დაკარგა

“ატლეტიკოსთან” მატჩის დროს მუხლში მიღებული დარტყმის შედეგად “რეალის” შემტევმა, კარიმ ბენზემამ ტრავმა მიიღო.

მართალია, ფრანგი გუნდის უკანასკნელ ვარჯიშზე გამოვიდა, მაგრამ რამდენიმე წუთში ტკივილი იგრძნო და საწვრთნელი პროცესის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ექიმების ვერდიქტის თანახმად ბენზემას “მალაგასთან” თამაში გამორიცხულია. კითხვის ნიშნის ქვეშ არის ფრანგის მონაწილეობა “ატლეტიკოსთან” გასამართ განმეორებით შეხვედრაშიც.

ბენზემა: “ოქროს ბურთის მოგება შემიძლია”

კარიმ ბენზემამ ოქროს ბურთის შესახებ ისაუბრა. მადრიდის “რეალის” შემტევის აზრით, მას ამ პრესტიჟული ჯილდოს მოგების შანსი აქვს.

“ტიტულების მოგებას თუ გავაგრძელებ “ოქროს ბურთის” მოგებაც შემეძლება. ყველამ იცის, რომ მესი და რონალდუმსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები არიან. ისიც ნათელია, რომ სეზონში 80-100 გოლის გატანაშ ვერ შევძლებ. ამავდროულად, მსოფლიოში უამრავი ფეხბურთელია ვინც ამ ჯილდოს იმსახურებს” – განაცხადა ბენზემამ.

აბიდალი: “ბარსელონასთვის რეალიდან ბენზემას შევიძენდი”

“ბარსელონას” ყოფილმა მცველმა, ერიკ აბიდალმა “რეალის” ფორვარდის, კარიმ ბენზემას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ფრანგი შემტევი “ბარსელონასთვის” კარგი შენაძენი იქნბოდა.

“ვთვლი, რომ ბენზემა “რეალისთვის” ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მას “ბარსელონაში” სიამოვნებით ვიხილავდი. ამჟამად ის ყველაზე მრავალფეროვანი ცენარლური თავდამსხმელია, რომელსაც ცენტრშიც და ფლანგზე ერთნირი წარმატებით შეუძლია თამაში” – განუცხადა აბიდალმა მარკას.

რა უთხრა რონალდუმ ბენზემას მატჩის შემდეგ? (ვიდეო)

“შალკესთან” გამართული მატჩის დასრულებისთანავე კამერებმა კრიშტიანუ რონალდუ და კარიმ ბენზემა დააფიქსირეს. პორტუგალიელი ფეხბურთელმა თანაგუნდელს მხოლოდ “Vergüenza, vergüenza” უთხრა, რაც სირცხვილის ნიშნავს.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ მატჩის შედმეგ “რეალის” შვიდიანმა პრესასთან საუბარზე უარი მაისამდე განაცხადა.

კარიმ ბენზემა “ადიდასის” ახალ რეკლამაში (ვიდეო)

მადრიდის “რეალის” ფრანგი თავდამსხმელი კარიმ ბენზემა ცნობილი სპორტული ბრენდის “ადიდასის” ახალ რეკლამაში გადაიღეს.

ბენზემამ გუშინდელი ვარჯიში ბოლომდე ვერ ჩაამთავრა

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე გელზენკირხენის “შალკესა” და მადრიდის “რეალს” შორის პირველი მატჩი გაიმართება.

სამშაბათის ვარჯიში “სამეფო კლუბის” თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ სრულად ვერ ჩაამთავრა. ფრანგ ფეხბურთელს გრიპის სიმპტომები აღენიშნა.

მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. შეხვედრას მარტინ ატკინსონის ხელმძღვანელობით ინგლისელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

 

ბენზემა: “მატჩის დროს არ მაინტერესებს, როგორ გამოვიყურები კადრში”

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ განაცხადა, რომ მატჩის მიმდინარეობის დროს არ ღელავს იმაზე, თუ როგორ გამოიყურება კადრში. გარდა ამისა, ფრანგმა ფორვარდმა ისიც აღნიშნა, რომ კრიტიკას მხოლოდ პროფესიონალებისგან იღებს.

“მსახიობი არ ვარ. მატჩის მიმდინარეობის დროს არ მაინტერესებს, როგორ გამოვიყურები კადრში. ზოგიერთს უყვარს კამერის წინ პოზიორობა.

ქუჩაში ხალხი ჩემ მიმართ სიყვარულს გამოხატავს. ასე იქცევიან მოხუცებიც და ახალგაზრდებიც, ქალებიც და ბავშვებიც.

კრიტიკას სერიოზულად მხოლოდ მათგან ვიღებ, ვისაც უმაღლეს დონეზე აქვს ნათამაშები. არ მაინტერესებს იმათი აზრი, ვისაც ფეხბურთი არასდროს უთამაშია. ჩემი საქმე გოლების გატანაა”, – ბენზემას სიტყვები Surface Magazine-მა გამოაქვეყნა.

 

კარიმ ბენზემამ “სოსიედადს” საოცარი გოლი გაუტანა

პრიმერა დივიზიონის 21-ე ტურში მადრიდის “რეალის” ფორვარდმა კარიმ ბენზემამ “სოსიედადს” შესანიშნავი გოლი გაუტანა.