ზიდანი: “ბენზემა სეზონში 60 გოლს ვერასდროს ვერ გაიტანს”

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანმა მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კარიმ ბენზემა დაიცვა, რომელსაც დაბალი შედეგიანობის გამო აკრიტიკებენ.

“კარიმმა აუცილებლად 10-ნომრიანი მაისური უნდა ჩაიცვას, რომ ყველა ბედნიერი იყოს? არ მესმის, რატომ არის მის მიმართ ამდენი პრეტენზია. შესაძლოა, ხალხს სურს, რომ კრიშტიანუ რონალდუს მსგავსად, მანაც 60 გოლი გაიტანოს სეზონში, თუმცა ეს არასდროს არ მოხდება. ბენზემა უფრო მეტად ფლეიმეიქერია, რომელსაც ბურთის გათამაშებაში მონაწილეობა უყვარს და “რეალს” ეს უფრო უხდება”, – ზიდანის სიტყვები “მარკამ” გამოაქვეყნა.

 

ბენზემა შესაძლოა, პარაშუტით დაშვების გამო დასაჯონ

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კარიმ ბენზემა შესაძლოა, დისციპლინის დარღვევისთვის დასაჯონ.

როგორც ირკვევა, დუბაიში ყოფნის დროს ფრანგი ფეხბურთელი პარაშუტით დაშვებულა. ფაქტის ამსახველი ფოტომასალა უკვე გავრცელდა ინტერნეტსივრცეში.

საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. “რეალში” სურთს, ბენზემა გააფრთხილონ, რომ ასეთი ქმედებით შესაძლოა, მას ტრავმა მიეღო.

 

ბენზემა საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელია

ცნობილმა ფრანგულმა გამოცემა „France Football“-მა 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა დაასახელა.

Benzema

გამოკითხვაში მეორე ადგილი ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ დაიკავა, ხოლო მესამე პოზიციაზე ბენზემას თანაგუნდელი რაფაელ ვარანი აღმოჩნდა.

ესპანეთს ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის გათამაშებაში 26 წლის ფორვარდმა 13 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ბენზემა: “რეალი ბარსელონას კარგ მდგომარეობაში ხვდება”

მადრიდის “რეალის” ფორვარდი კარიმ ბენზემა დარწმუნებულია, რომ “ბარსელონასთან” გასამართ მოახლოებულ კლასიკოში გამარჯვება “სამეფო კლუბს” დარჩება.

“ბარსელონას წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. თუმცა, ჩვენი გუნდი კარგ მდგომარეობაში და გამარჯვების მოპოვებას ვაპირებთ” – განაცხადა ბენზემამ.

შეგახსენებთ, მორიგი ესპანური კლასიკო 25 ოქტომბერს, მადრიდში შედგება. რვა ტურის შემდეგ კატალონიელები 22 ქულით პირველ ადგილზეა არიან, “რეალი” კი მეორეზეა და მადრიდელთა აქტივში 18 ქულაა.

რონალდუმ ბენზემაზე ისაუბრა

მადრიდის “რეალის” შემტევმა კრიშტიანუ რონალდუმ “ბილბაოსთან” მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ კარიმ ბენზემაზე ისაუბრა. პორტუგალიელმა ასევე აღნიშნა, რომ მადრიდული კლუბი პროგრესირებს და ვითარდება.

შეგახსენებთ, “ბილბაოსთან” ბენზემამ დუბლი გაიფორმა, ხოლო რონალდუმ – ჰეთ-თრიკი.

“კარიმის გოლებმა ძალიან გამახარა. ის პრიმერას და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია. კრიტიკა, რომელიც ხშირად მისი მისამართით ისმის – ეს ნორმალურია და ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია. მასთან და ბეილთან ერთად თამაში ძალიან მომწონს.

მთლიანად გუნდიც პროგრესირებს და თამაშის გარკვეულ ასპექტებს ვაუმჯობესებთ. “ბილბაოსთან” კარგი მატჩი ჩავატარეთ და მეტოქეს ხუთი უპასუხო გოლი გავუტანეთ” – განაცხადა რონალდუმ.

ბენზემას და რონალდუს წყვილი ყველაზე შედეგიანია

კრიშტიანუ რონალდუმ და კარიმ ბენზემამ ერთობლივი რეკორდი დაამყარეს. მათი წყვილი, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, თავდამსხმელებს შორის ყველაზე შედეგიანი გახდა.

ორივე ფეხბურთელი, მადრიდის ”რეალში” 2009 წლის ზაფხულში მოვიდა. აქედან მოყოლებული, რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე 54 გოლი გაიტანა, ბენზემამ კი 26. საერთო ჯამში, 2009 წლიდან, ამ ორი ფეხბურთელის ანგარიშზე 80 გოლია. 1992 წლიდან მოყოლებული, ვერცერთა თავდამსხმელების დუეტმა ვერ მოახერხა ამდენი გოლის გატანა. აქამდე რეკორდი, ”ბარსელონას” ფეხბურთელებს, ლიონელ მესის და პედრო როდრიგესს ეკუთვნოდათ. მათ, საერთო ჯამში 75 გოლი აქვთ გატანილი.

მიმდინარე სეზონში, რონალდუმაც და ბენზემამაც, ჩემპიონთა ლიგის ორივე თამაშში მოახერხეს გოლის გატანა.

FIFA 15 — ყველაზე მაღალრეიტინგული ცენტრალური თავდამსხმელები

ვიდეოთამაშ FIFA 15-ის გამოსვლამდე სულ ცოტა დრო რჩება, მანამდე კი ვებგვერდმა Purely Football იმ ცენტრალურ თავდამსხმელთა სავარაუდო სია გამოაქვეყნა, რომელთაც აღნიშნულ თამაშში ყველაზე მაღალი რეიტინგი ექნებათ.

Purely Football-ის ვერსიით, FIFA 15-ის ყველაზე მაღალრეიტინგული ცენტრალური ფორვარდები იქნებიან:

ადგილი: მეკარე: რეიტინგი:
12. დიეგო კოსტა (“ჩელსი”) 86
11. ედინსონ კავანი (“პსჟ”) 86
10. კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) 87
9. კარიმ ბენზემა (“რეალი”) 87
8. უეინ რუნი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) 87
7. რობინ ვან პერსი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) 88
6. რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) 88
5. სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) 88
4. რადამელ ფალკაო (“მონაკო”) 89
3. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პსჟ”) 90
2. ლუის სუარესი (“ბარსელონა”) 90
1. ლიონელ მესი (“ბარსელონა”) 94

 

ბენზემამ “რეალთან” გაახანგრძლივა

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ფრანგ ფეხბურთელსა და “ბლანკოსს” შორის ახალი ხელშეკრულება 2019 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში.

შეგახსენებთ, რომ ბენზემა “რეალის” ღირსებას 2009 წლიდან იცავს. 26 წლის თავდამსხმელს “სამეფო კლუბის” რიგებში ჩატარებულ 235 მატჩში 111 გოლი აქვს გატანილი და 70 საგოლე გადაცემა გაკეთებული.

“რეალთან” ერთად ბენზემამ ესპანეთის ჩემპიონატი და ორჯერ ქვეყნის თასი მოიგო, გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც.

 

შვეიცარია — საფრანგეთი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე შვეიცარიისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა დიდიე დეშამის გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:2 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ფრანგთა თავდამსხმელი კარიმ ბენზემა დაასახელეს, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. აღსანიშნავია, რომ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელს 32-ე წუთზე თერთმეტმერიანის გატანის შესაძლებლობა მიეცა, თუმცა მისი დარტყმული შვეიცარიელთა კიპერმა დიეგო ბენალიომ მოიგერია. სათქმელია ისიც, რომ ბენზემამ მეორე ბურთი მაინც შეაგდო, თუმცა მატჩის მთავარმა არბიტრმა ბიორნ კეიპერსმა ზუსტად იმ დროს დაასრულა შეხვედრა და გოლი არ ჩათვალა.

ბენზემამ მატჩი სრულად ჩაამთავრა, გააკეთა 26 გადაცემა და კარში 8-ჯერ დაარტყა. ფრანგ თავდამსხმელს ტურნირზე უკვე 3 გოლი აქვს გატანილი.

 

საფრანგეთი — ჰონდურასი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთისა და ჰონდურასის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „მამლების“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ფრანგთა თავდამსხმელი კარიმ ბენზემა დასახელდა, რომელმაც შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 37 გადაცემა და კარში დაარტყა 7-ჯერ.

 

ფრანგებმა ჰონდურასი დაამარცხეს

მუნდიალის პირველ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა საფრანგეთის ნაკრებმა. დეშამის გუნდმა ჰონდურასის ნაკრებს სამი უპასუხო გოლი გაუტანა.

ანგარიში ბენზეამ პენალტით, 45-ე წუთზე გახსნა და საკუთარი გუნდი შესვენებაზე ლიდერის სტატუსში გაიყვანა.

მეორე ნახევარის მესამე წუთზე ვალადარესმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ფრანგების უპირატესობა ორამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში 72-ე წუთზე ბენზემამ დააფიქსირა – 3:0.

ბენზემა ხელფასის მომატებას ითხოვს

მადრიდის “რეალის” ფორვარდი კარიმ ბენზემა კლუბთან ახალ კონტრაქტს მხოლოდ ხელფასის მომატების შემთხვევაში მოაწერს ხელს.

26 წლის მიმდინარე ხელშეკრულება მომავალი წლის ზაფხულში მთავრდება. “რეალის” ხელმძღვანელობა წამყვანი ფორვარდის დაკარგვას არ აპირებს და კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

თუმცა, ესპანური პრესის ცნობით მხარეები შეთანხმებას ვერ აღწევენ. ფრანგი ფეხბურთელი ანაზღაურების გაზრდას ითხოვს. მისი ამჯამინდელი ხელფასი წელიწადში 4,5 მილიონ ევროს შეადგენს.

პრიმერას გასულ გათამაშებაში ბენზემამ 35 ჩატარებულ შეხვედრაში 17 გოლის გატანა მოახერხა.