ანჩელოტი:”ბენზემა და რონალდო ფინალში ითამაშებენ”

„კრიშტიანუმ დისკომფორტი იგრძნო და რასაკვირველია, მისი მოედანზე გამოყვანა არ გავრისკეთ.ვფიქრობ, საგანგაშო არაფერია, რამეთუ პორტუგალიელი მზადყოფნაში შეხვდება ჩემპიონთა ლიგის ფინალს.რაც შეეხება ბენზემას, ფრანგი კუნთმა შეაწუხა და მყისვე გავიყვანეთ.ისიც მოახერხებს 24-ში ასპარეზობას.“

„ესპანიოლის წინააღმდეგ ჩემმა ფეხბურთელებმა მშვენივრად ითამაშეს,ახლა ყველა ფინალზე ვფიქრობთ.“

„პეპეს მდგომარეობა უმჯობესდება.აქამდე სატრენაჟორო დარბაზში ირჯებოდა, ხოლო ხვალიდან სრული დატვირტთვით მოედანზე ივარჯიშებს.გვჯერა, რომ არც მას შეექმნება პრობლემა ფინალში ასპარეზობასთან დაკავშირებით.“

„ალონსოს ყველაზე რეალურ შემცვლელად ილიარა მოიაზრება.კიდევ ერთი კვირა მაქვს, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო.ასიერის თამაშებით კმაყოფილი ვარ.“

„გუნდი კონდიციები მოსაწონია. ახლა მთავარია, ალონსოსა და ხესეს გარდა, ყველა მოთამაშე 100 პროცენტით მზად იყოს ფინალისათვის.“

„ხედირა რთული ტრავმის შემდეგ მწყობრში ჩადგა.ადვილი როდია, ამდენხნიანი უქმობის შემდეგ დაბრუნება.ილიარას უფრო დიდი შანსი აქვს ფინალურ დაპირისპირებაში მოედანზე გამოსვლისა.“

„მარსელომ მოახერხა კონდიციების აკრეფა.მარცხენა ფრთაზე დიდი კონკურენციაა და ჯერჯერობით არვიცი, რომელ ფეხბურთელს ავირჩევ სასტარტო თერთმეტეულისათვის.“

„როდესაც წინ ფინალი გაქვს, რისკზე წასვლა არ შეიძლება.კრიშტიანუ თავს მშვიდად გრძნობს და მოუთმენლად ელოდება მოედანზე დაბრუნებას.“

“არსენალს” ბენზემას შეძენა სურს

“არსენალის” მთავარ მწვრთნელს გუნდის გაძლიერი მაღალი კლასის ფორვარდით სურს.

“რეალთან” კარიმ ბენზემას კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება. მადრიდულ კლუბში აცხადებენ, რომ ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ დაიწყება.

ინგლისური პრესის ცნობით ბენზემა ლონდონის “არსენალის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. “მეთოფეები” მზად არიან 26 წლის ფრანგში 30 მილიონი გირვანქა გადაიხადონ. წყაროს ინფორმაციით ტრანსფერი იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ “რეალი” “ლივერპულიდან” ლუის სუარესის ყიდვას შესძლებს.

ბენზემა: “რეალმა ბაიერნს ტაქტიკურად აჯობა”

მადრიდის “რეალის” ფორვარდმა კარიმ ბენზემამ მიუნხენის “ბაიერნთან” გამართული დაპირისპირება შეაფასა. შეგახასენებთ, კარლო ანჩელოტის შეგირდებმა მიუნხენელებს მინიმალური ანგარიშით აჯობეს. ერთადერთი გოლის ავტორი სწორედ ფრანგი ფორვარდი გახდა.

“ბაიერნს ტაქტიკურად ვაჯობეთ. კიდევ ორი-სამი გოლის გატანა შეგვეძლო. მეც და გუნდი დანარჩენი წევრები შედეგით კმაყოფილები ვართ. ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა. “ბაიერნს” ბურთის ფლობა ჰქონდა, მაგრამ ჩვენ საგოლე მომენტები” – განაცხადა ბენზემამ.

ბენზემა: “დარწმუნებულები ვართ, რომ ფინალში გასვლას მოვახერხებთ”

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი კარიმ ბენზემა აცხადებს, რომ “სამეფო კლუბის” ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას მოახერხებენ.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩი, “რეალმა” “ბაიერნი” “სანტიაგო ბერნაბეუზე” ბენზემას გოლის წყალობით, ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

“ვფიქრობ, მეორე მატჩი ძალიან რთული იქნება, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ გავიმარჯვებთ და ფინალში გასვლას მოვახერხებთ. ძალიან ძლიერი გუნდია, რაც “ბაიერნთან” შეხვედრაშიც გამოჩნდა. ჩემი აზრით, მეტოქის კარში უფრო მეტი გოლი უნდა გაგვეტანა”, – ამბობს ბენზემა.

ბენზემა და რიბერი გაამართლეს

როგორც იქნა, ბენზემასა და რიბერის 4 წლიან სკანდალით მოცულ ამბავს წერტილი დაესვა.

მოგეხსენებათ, „ბაიერნისა“ და „რეალის“ ფრანგი შემტევები, არასრულწლოვან გოგონასთან, ფულის გადახდის გზით, სექსუალური ურთიერთობის დამყარებაში იყვნენ ბრალდებულნი, თუმცა სასამართლო სხდომაზე, პროკურატურის გადაწყვეტილებით, ფეხბურთელებს ბრალი მოეხსნათ, რამეთუ მათ წინასწარ არ შეიძლებოდათ სცოდნოდათ ზაჰია დერას ასაკი (გოგონა, რომელთანაც სექსუალური კავშირი დაამყარეს „მამლების“ შემტევებმა).

დღეიდან, კარიმსა და ფრანკს მშვიდად ძილის საშუალება ექნებათ.ამ უკანასკნელებს არც დაპატიმრება ემუქრებათ და არც ჯარიმების გადახდა.ისინი გამართლებულნი არიან.

დორტმუნდელები ბენზემათი დაინტერესდნენ

სპორტული ინტერნეტ-პორტალი Football Espana იუწყება, რომ დორტმუნდის „ბორუსიას“ ხელმძღვანელობა მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელ კარიმ ბენზემათი დაინტერესდა.

როგორც მოგეხსენებათ, ზაფხულში „ბორუსიას“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენის „ბაიერნს“ მიაშურებს, დორტმუნდელებმა კი მის შემცვლელზე ფიქრი აქედანვე დაიწყეს. უცხოური წყაროს ცნობით, გერმანელები ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელს მოიაზრებენ. გავრცელებული ინფორმაციით, დორტმუნდელები მზად არიან, რომ ბენზემას ტრანსფერის გასაჩარხად ნახევარმცველი ილკაი გიუნდოგანიც დათმონ.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი თავდამსხმელის მიმართ ინტერესს ლონდონის „ჩელსიც“ იჩენდა.

ბექა დოგრაშვილი

ბენზემა: „დარწმუნებული ვარ, რომ მუნდიალზე გავალთ“

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი ორი მატჩის ჯამში უკრაინის დამარცხებასა და მუნდიალზე გასვლას შეძლებს.

„მწვრთვნელს ჩემი სჯერა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩემი სათადარიგოთა სკამზე დატოვებას ამჯობინებს, მის გააწყვეტილებას მშვიდად მივიღებ. ჩემთვის პირველ რიგში გუნდის ინტერესებია მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ქარიმმა.

„ამ ორ მატჩში ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაჩვენებთ. მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლაში დარწმუნებული ვარ. სასწორზე პლანეტის პირველობის საგზურია. ეს ფეხბრუთში ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია“.

გარდა ამისა, მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა აღნიშნა, რომ მას ბოლო დროს საკმაოდ ბევრს აკრიტიკებენ.

„ჩემი კარიერის ყველაზე მძიმე პერიოდი გადავიტანე. ჩემი აზრით, უბრალოდ არ მიმართლებს. პრესა ჩემზე ყოველდღე საუბრობს, კრიტიკას უკვე შევეჩვიე. მხოლოდ მსურს, რომ ეს კრიტიკა ობიექტური იყოს. თუ არც ისე კარგად ვითამაშებ, ამის შესახებ პირველი თვითონ ვიტყვი“, – დაასრულა ბენზემამ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინასა და საფრანგეთს შორის პირველი მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ინტერი“ ბენზემას დამატებაზე ფიქრობს

სხვადასხვა ევროპული გამოცემები მადრიდის „რეალისა“ და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის ქარიმ ბენზემას სხვა კლუბში გადასვის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებას აგრძელებენ.

მაგალითად, Fichajes-ის ჟურნალისტთა ცნობით, „სამეფო კლუბის“ ფორვარდის შეძენის დიდი სურვილი მილანის „ინტერის“ ახალ მფლობელს ერიკ ტოხირს აქვს.

არაოფიციალური ინფორმაციით, „ნერაძური“ ქარიმის ტრანსფერის სანაცვლოდ მადრიდელებს 30 მილიონ ევროს შესთავაზებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბენზემა: „გულშემატკივრების მესმის“

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ ბოლო შეხვედრებში მისი თამაშით უკმაყოფილო გულშემატკივრებზე ისაუბრა.

„ქომაგების რეაქციის მესმის და მათ აზრს პატივს ვცემ. მოედანზე თავს კაგრად ვგრძნობ. კარლო ანჩელოტიმ მინდორზე ყოფნისგან სიამოვნების მიღება მირჩია, რაც თამაშის გაუმჯობესებაში შემიწყობს ხელს. ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ. გულშემატკივარები ბევრს ითხოვენ, თუმცა ეს გასაგებია. უკეთესი თამაშის ჩვენებაზე უნდა გავაგრძელოთ ფიქრი, რათა დასახულ მიზნებს მივაღწიოთ“, – განაცხადა ბენზემამ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბენზემა „ჩელსიში“?

ევროპული პრესა კვლავ საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელის კარიმ ბენზემას მადრიდის „რეალიდან“ შესაძლო წასვლაზე ალაპარაკდა.

პორტუგალიური მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობამ ბენზემას წასვლა უარყო, 25 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი გამორიცხული მაინც არ არის.

არაოფიციალური ინფორმაციით, ქარიმის შეძენის სურვილი ლონდონის „ჩელსის“ მთავარ მწვრთვნელს ჟოზე მოურინიოს აქვს, რომელმაც ბენზემას შესაძლებლობების შესახებ ყველაფერი ძალიან კარგად იცის.

ალექსანდრე მატევოსოვი

კარიმ ბენზემამ “ელჩეს” ფეხბურთელს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა

“ელჩესთან” გამართულ შეხვედრაში, მადრიდის “რეალის” ფრანგმა თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა.

გთავაზობთ ვიდეომასალას:

დეშამის 11 პრობლემა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა გუშინ, თბილისში დაფიქსირებული შედეგის (0:0) გამო სინანული გამოხატა და ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ ვერ იტანს კარიმ ბენზემა გოლს 20 საათის განმავლობაში, ფეხბურთის  ფრანგმა სპეციალისტმა უპასუხა, რომ პრობლემა „მამლების“ მე-10 ნომერში არ მდგომარეობს.

„პრობლემა ბენზემა კი არა, ის არის, რომ ყოველი მატჩის წინ 11 ფეხბურთელი უნდა შევარჩიო. ბენზემა მარტო არ თამაშობს, ბევრი რამ არის დამოკიდებული მოედანზე მის გვერდით მყოფ მოთამაშეებზეც. მე მათ სიტუაციის განხილვა შევთავაზე. ბენზემა და ჟირუ ერთად ცუდად არ გამოიყურებიან, მაგრამ აღნიშნული ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში  4-4-2 სქემით არ თამაშობენ, ამიტომ ამ ყველაფერს დრო დასჭირდება“, – ამბობს საფრანგეთის ნაკრების თავკაცი.

„ვერ ვიტყოდი, რომ საფრანგეთის ნაკრებს ახლა ყველაზე ცუდი გუნდი ჰყავს. თაობებს არ ვადარებ. ეს ფეხბურთელები კლუბებში გოლებს იტანენ, თუმცა ამას ნაკრებში ვერ ახერხებენ. პრობლემები უნდა გადავჭრათ, თუმცა სასწაულმოქმედი წამალი არ მაქვს. ესპანეთის ნაკრებს თბილისში უფრო ნაკლები შესაძლებლობა მიეცა, თუმცა მათ 86-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით მაინც გაიმარჯვეს. ჩემს გუნდს ეფექტურობის გაუმჯობესება მართებს“, – განაცხადა დეშამმა.

ბექა დოგრაშვილი