ბექჰემი: „ანჩელოტი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, რომელთან ერთადაც მუშაობა მომიწია“

მადრიდის „რეალისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის დევიდ ბექჰემის თქმით, კარლო ანჩელოტი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთბელია, რომელთან ერთადაც მას მუშაობა მოუწია.

„კარლო მივყარს, ის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია, რომელიც ჩემი თავკაცი იყო. ის გამარჯვებულია და წარმატებას ყოველთვის მიაღწევს. ვფიქრობ, „რეალისთვის“ ანჩელოტი ჩინებული დამრიგებელია.

მან იცის, თუ როგორ დაიმსახურის ფეხბურთელების პატივისცემა. მას მოთამაშეები დიდ პატივს სცემენ, ისევე, როგორც მთლიანი საფეხბურთო სამყარო“, – განუცხადა ინგლისელმა AS-ს.

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტი ბექჰემის თავკაცი „მილანსა“ და „პარი სენ-ჟერმენში“ იყო.

ანჩელოტი: „რეალში“ დარჩენა მსურს“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს მადლობა გადაუხადა. მიმდინარე კვირას „ბლანკოსის“ პრეზიდენტმა იტალიელი სპეციალისტის შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებული ინფორმაცია უარყო.

„რეალის“ პრეზიდენტი კარგად მოიქცა, როდესაც ის ინფორმაცია უარყო, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. შედეგების მიუხედავად, ის ყოველთვის მხარს მიჭერდა. „რეალში“ დარჩენა მსურს, აქ ყველაფრით კმაყოფილი ვარ და პრობლემები არ მაწუხებენ“, – განაცხადა ანჩელოტიმ.

პეპე: „მოურინიო არ მენატრება“

მადრიდის „რეალის“ მცველმა პეპემ განაცხადა, რომ მას კარლო ანჩელოტის თავკაცობით მუშაობა მოსწონს და ჟოზე მოურინიო არ ენატრება.

„მოურინიო არ მენატრება. ეს სხვა ეპოქა იყო, რომელიც დსასრულდა. ვერ ვიტყვი, რომ ანჩელოტი მკაცრი არ არის. ის ორიგინალურ ვარჯიშებს წარმოგვიდგენს და ჩვენგან ბევრს ითხოვს. მოურინიოსთან შედარებით, მისი მუშაობა უფრო ინტენსიურია“, – განაცხადა პორტუგალიელმა.

ანჩელოტი: “შალკესთან ბევრი პასები კი არა, სწრაფი თამაში გვჭირდება”

მადრიდის “რეალის” თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ და გელზენკირხენის “შალეს” დამრიგებელმა რობერტო დი მატეომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის დღევანდელი საპასუხო მატჩის წინ გამართული პრესკონფერენციებზე შემდეგი სახის კომენტარები გააკეთეს.

კარლო ანჩელოტი: “ბენზემა, ბეილი და რონალდუ კვლავაც ძირითად შემადგენლობაში და ერთად ითამაშებენ. მე მათ ვენდობი და სხვაგვარ მოსაზრებებს ვერ გავიზიარებ. ბოლო მატჩებში ფორვარდები ნაკლებად შედეგიანები არიან იმიტომ, რომ გუნდისგან ნაკლებ დახმარებას იღებენ. “შალკესთან” მატჩშიც და ისედაც, პასებით ზედმეტად ვერთობით. ეს არ გამოგვადგება, უფრო სწრაფად უნდა ვითამაშოთ”.

რობერტო დი მატეო: “ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ ცდას არ მოვაკლებთ. ძირითადაც შემადგენლობაში უძლიერესი ფეხბურთელები გავლენ. რაც შეეხება “რეალის” ბოლო წაფორხიალებას, ეს შემთხვევითობა და კრიზისზე საუბარი საუბარი სასაცილოდ მიმაჩნია. ჩვენ ნომერ პირველი ამოცანა გოლის გატანაა და თუ ეს მოვახერხეთ, საინტერესო თამაში დაიწყება”.

ანჩელოტი: „ედეგორი „შალკესთან“, ალბათ, ვერ ითამაშებს“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მარტინ ედეგორი, „შალკესთან“, დიდი ალბათობით, არ ითამაშებს.

„ვარჯიშზე ის თავს ყოველთვის იჩენს. ითამაშებს თუ არა ის „შალკესთან“? არამგონია, რადგან ცოტა ხნის წინ მოდრიჩი გამოგვიჯანმრთელდა“, – განაცხადა ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ „რეალსა“ და „შალკეს“ შორის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურიე ტაპის განმეორებით მატჩი ათ მარტს შედგება.

ანჩელოტი: “მომენტების რეალიზაცია დასახვეწი გვაქვს”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ “ვილიარეალთან”(1-1) ჩატარებული მატჩი შეაფასა.

“პირველ ნახევარში ძალიან ნელა ვთამაშობდით. მეტოქის საჯარიმოში ხშირად შესვლას ვერ ვახერხებდით. მეორე ნახევარში სასურველი ტემპი დავაფიქსირეთ, მაგრამ მომენტები ვერ გამოვიყენეთ”.

“გუნდი დაღლილია? არანაირად, ფიზიკურად ბრწყინვალე ფორმაში ვართ”.

“ისკოს ცვლილება? მწვრთნელი მატჩის მიმდინარეობისას თავად ხვდება, თუ რა უფრო სარგებლიანი იქნება გუნდისთვის. თუ ეს არ ესმით გულშემატკივრებს, ბოდიში ჩემგან. ამგვარი გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ შემადგენლობა დაბალანსებულიყო,”-განაცხადა იტალიელმა.

ანჩელოტიმ ისკო შეაქო

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ნახევარმცველ ისკოს თამაში შეაფასა. მიმდინარე სეზონში 22 წლის ფეხბურთელმა 22 მატჩი ჩაატარა (აქედან 16 ძირითად შემადგენლობაში დაიწყო), რომელშიც თავის ანგარიშზე 3 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.

„რთულია იმის თქმა, თუ რომელ პოზიციაზეა უფრო ეფექტური ისკო. მან დაამტკიცა, რომ ერთდროულად რამდენიმე ადგილას თამაში შეუძლია. ისკომ ნამდვილად გამაკვირვა. თუ იგი კარგ ფორმაშია, მაშინ აუცილებლად ითამაშებს. ეს განხილვის საგანი არც კი უნდა იყოს“, – ციტირებს „ბლანკოსის“ დამრიგებელს AS-ი.

ანჩელოტი: “მომდევნო სამი მატჩი “რეალისთვის” ისეთივე მნიშნელოვანია, როგორც ელ კლასიკო”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მისი გუნდის მოთამაშეები პრიმერა დივიზიონის ყველა მატჩს იგივე მნიშვნელობით უყურებენ, როგორც ელ კლასიკოს.

როგორც იცით, 22 მარტს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაპირისპირება, ელ კლასიკო გაიმართება, ხოლო მანამდე “რეალს” სამ გუნდთან აქვს თამაში. “ვილიარეალთან”, “ლევანტესთან” და “ატლეტიკთან”.

“სანამ “ბარსელონას” დავუპირისპირდებით, მანამდე სამი მატჩი გვაქ, რომლებიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კლასიკო”.

“რაც შეეხება როტაციას, არ ვაპირებ მივმართო მას. გუნდი სუფთა და კარგ ფეხბურთს აჩვენებს, ხოლო ცვლილებები ძალიან აგვრევს”.

“ლუკა მოდრიჩი? – იგი მუშაობს, მაგრამ მზად ჯერაც არ არის. ვიმედოვნებ, “შალკესთან” თამაშს შეძლებს,”-განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

ესპანეთის 24-ე ტურის შემდეგ, “ბარსელონა” “რეალს” ოთხი ქულით ჩამორჩება.

კასილასსა და ანჩელოტის სამახსოვრო მაისურები გადაეცათ (ფოტოები)

მადრიდის “რეალის” მეკარე იკერ კასილასსა და თავკაც კარლო ანჩელოტის კლუბისგან სამახსოვრო მაისურები გადაეცათ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პრიმერადივიზიონის 24-ე ტურში “ელჩეს” წინააღმდეგ გამართული შეხვედრა (2:0) კასილასისთვის ლა ლიგაში “სამეფო კლუბის” რიგებში ჩატარებული მე-500 მატჩი გახლდათ. იგივე შეხვედრა ანჩელოტისთვის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მე-100 მატჩი გახლდათ.

Casillas 500Ancelotti 100

კასილიასისა და ანჩელოტის საიუბილეო მატჩი

„ელჩესთან“ გამართული მატჩი მადრიდის „რეალის“ მეკარე იკერ კასილიასისთვისა და მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტისთვის საიუბილეო გამოდგა.

იტალიელმა სპეციალისტმა მადრიდელებს მე-100 მატჩში უთავკაცა. რაც შეეხება იკერს, მისთვის ესპანეთის პრიმერა დივიზიონში ხსენებული შეხვედრა მე-500 გამოდგა. ამ მაჩვენებლით კასილიასი ისტორიაში მეშვიდე ადგილზე აღმოჩნდა. მასზე წინ სოლერი (504 მატჩი), სანჩსი (523), ბუიო (542), ეუსებიო (543), რაული (550) და სუბისარეტა (622) არიან.

ანჩელოტი: “პირველი გოლის შემდეგ თამაში უფრო გაიოლდა”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე გელზენკირხენის “შალკესა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართული მატჩი ესპანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა

შეხვედრა “სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ შეაფასა.

“მშვენიერი თამაში გამოვიდა. მატჩი კარგ რიტმში დავიწყეთ და პირველი გოლის შემდეგ თამაში უფრო გაიოლდა. მარსელომ გოლი მარჯვენა ფეხით გაიტანა, რაც მშვენიერი სიურპრიზი აღმოჩნდა.

ბეილი კარგ კონდიციებშია, მშვენივრად ითამაშა. იგივეს ვიტყოდი დანარჩენ ფეხბურთელებზეც. ჩვენ ახლაც შარშანდელი სეზონის მსგავსი წნეხის ქვეშ ვართ. შარშან “დეჩიმაზე” ვსაუბრობდით, წელს კი – ჩემპიონთა ლიგის მე-11-ედ მოგებაზე”, – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

 

მადრიდის „რეალს“ იოახიმ ლიოვი ჩაიბარებს?

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა, შესაძლოა, მადრიდის „რეალი“ ჩაიბაროს. „სამეფო კლუბის“ ამჟამინდელი თავკაცის კარლო ანჩელოტის კონტრაქტი 2016 წლამდე მოქმედებს. როგორც „Tuttomercato“ ვარაუდობს, მადრიდელები გერმანელ სპეციალისტს სწორედ ამ პერიოდში მიიწვევენ.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ლიოვის 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გერმანიის ნაკრებიდან წასვლაზე საუბარი აქამდეც ყოფილა.

ანჩელოტიმ „რეალი“ 2013 წელს ჩაიბარა. იტალიელი სპეციალისტის პერიოდში „ბლანკოსმა“ ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფა-ს სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.