“ბაიერნი” ანჩელოტის დაუკავშირდა

ცნობილი იტალიელი სპეციალისტი კარლო ანჩელოტი დამდეგ ზაფხულს შესაძლოა, მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნოს.

ბავარიული კლუბი უკვე დაუკავშირდა იტალიელს და შესაძლო თანამშრომლობა შესთავაზა.

გერმანული წყაროების ცნობით, “ბაიერნის” პრიორიტეტად კვლავ ხოსეპ გვარდიოლა რჩება, რომელსაც საკმაოდ სარფიან კონტრაქტს უმზადებენ. თუ ესპანელი სპეციალისტი მაინც მოისურვებს მიუნხენიდან აბარგებას, მეორე ვარიანტად სწორედ ანჩელოტის კანდიდატურა განიხილება. იტალიელ სპეციალისტთან კავშირზე სწორედ ის აგენტი გავიდა, რომელიც 2012 წელს გვარდიოლასთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს.

 

ანჩელოტი: „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა“

ფეხბურთის იტალიელ სპეციალისტს კარლო ანჩელოტის არ სჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საწყის ორ ტურში მარცხის შემდეგ მისი გუნდი ტურნირის პლეიოფში გასვლას მოახერხებს.

„შეიძლება ითქვს, რომ „არსენალი“ ჩემპოიონთა ლიგას უკვე გამოეთიშა, რადგან გუნდს „ბაიერნთან“ ზედიზედ ორი მატჩი ელის. ვფიქრობ, ამ სეზონში ლონდონელების პრობლემა მათი პირველი შეხვედრაა, რომელშიც „მეთოფეებმა“ ზაგრების „დინამო“ არ დააფასეს. „დინამოს“ ჩემპიონთა ლიგაზე მრავალი წლის განმავლობაში არ მოუგია, რამაც „არსენალის“ კონცენტრაციაზე იმოქმედა. ვფიქრობ, მეტოქე როგორც მწვრთნელმა, ასევე ფეხბურთელებმა არ დააფასეს“, – თვლის ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი.

ანჩელოტი: „ინტერში“ არასდროს ვიმუშავებ“

იტალიელმა სპეციალისტმა კარლო ანჩელოტიმ „მილანის“ წარმომადგენლებთან გასულ ზაფხულს კონტრაქტზე ისაუბრა. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ „როსონერის“ პრინციპული მეტოქეების რიგებში სამუშაოდ არასდროს წავა.

„ინტერს“ არასდროს ვუთავკაცებ, რადგან „მილანში“ იმდენი წელი ვიმუშავე, რომ ეს კლუბის ისტორიის საკითხს ეხება. არსებობენ კლუბები, რომელთა სტრუქტურაში მუშაობას უნდა მოვერიდო. ეს ჩემი პრინციპისა და პირადი ისტორიის ამბბავია.

როდესაც „რეალი“ დავტოვე, გალიანისთან კონტაქტი მქონდა. ერთმანეთს მადრიდში შევხვდით, თუმცა ზურგის ოპერაცია უნდა გამეკეთებინა, რის შემდეგაც კიდევ ოთხი თვის განმავლობაში დამატებით კურსი გამევლო. ამიტომ, 100%-თ ვერ ვიმუშავებდი. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტუაციაში ცოტა გული დამწყდა, სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომელსაც „მილანი“ დაეთანხმა“, – განაცხადა ანჩელოტიმ.

ცნობისთვის, ბოლო დროს ანჩელოტის სახელს მიუნხენის „ბაიერნს“ უკავშირებენ.

ანჩელოტიმ, შესაძლოა, „ბაიერნს“ უთავკაცოს

იტალიელმა სპეციალისტმა კარლო ანჩელოტიმ, შესაძლოა, მომავალში მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთელის პოსტი დაიკავოს. ამის შესახებ Football-Italia წერს.

მიუნხენელები იტალიელს იმ შემთხვევაში მოიწვევენ, თუ სეზონის ბოლოს კლუბს ხოსეპ გვარდიოლა დატოვებს, რომლის სახელს ბოლო დროს „მანჩესტერ სიტისა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ უკავშირებენ. თანაც, მიუნხენელებთან მქომედი კონტრაქტი გვარდიოლას 2016 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მის გახანგრძლივებაზე კი ის ჯერ არ დაფიქრებულა.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ანჩელოტი უმუშევარია. „რეალიდან“ წასვლის შემდეგ მან გარკვეული პერიოდით დასვენება გადაწყვიტა. არადა, სპეციალისტს „მილანში“ დაბრუნების ვარიანტიც ჰქონდა, თუმცა ის „შავ-წითლების“ წინადადებას არ დათანხმდა.

ანჩელოტი „რომაში“?

სეზონის ცუდი სტარტის გამო „რომას“ ხელშძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის რუდი გარსიას დათხოვებას გეგმავს. ამ მომენტისთვის რომაული კლუბი სერია ა-ს მეცხრე ადგილს იკავებს და მის აქტივში ხუთ მატჩში რვა ქულაა.

„მედიასეტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი სპეციალისტი, შესაძლოა, კარლო ანჩელოტიმ შეცვალოს, რომელმაც ბოლოს მადრიდის „რეალში“ იმუშავა. სათქმელია, რომ ფეხბურთელობის პერიოდში ანჩელოტი „რომას“ მაისურით რვა სეზონის განმავლობაში თამაშობდა.

ანჩელოტიმ „მილანის“ გაწვრთნა იუარა

„მილანის“ ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი რამდენიმე დღის განმავლობაში მადრიდში იმყოფებოდა, სადაც „როსონერის“ ექს-თავკაცთან კარლო ანჩელოტისთან, რომელიც ცოტა ხნის წინ „რეალიდან“ გაათავისუფლეს, კლუბში დაბრუნებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას ცდილობდა.

რამდენიმე დღის წინ ანჩელოტიმ განაცხადა, რომ აღიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სამ ივნისს მიიღებდა. საბოლოოდ, იტალიელმა სპეციალისტმა „შავ-წითლების“ წიანდადებაზე უარი თქვა.

„დიდი მადლობა „მილანს“ თანადგომისა და ინტერესისთვის. ჩემთვის ასეთი საყვარელი კლუბისთვის „არას“ თქმა რთული იყო, მაგრამ ამჟამად ცოტა დასვენება მჭირდება. „როსონერის“ ყველაფერ საუკეთესოს ვურუსვებ“, – დაწერა ანჩელოტიმ თავისი „ტვიტერის“ გევრდზე.

რატომ გაუშვა პერესმა ანჩელოტი? ვინ მეთაურობდა გუნდს გასახდელში?

როგორც ესპანური გამოცემა “მარკა” წერს, მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კარლო ანჩელოტი იმიტომ გაუშვა, რომ ის გუნდს მხოლოდ ფორმალურად ხელმძღვანელობდა, სინამდვილეში კი გასახდელში კრიშტიანუ რონალდუ და სერხიო რამოსი ლიდერობდნენ.

წყაროს თანახმად, კლუბის პრეზიდენტსა და აწ უკვე ყოფილ თავკაცს შორის გამართული ბოლო შეხვედრის მთავარი თემა სწორედ ეს საკითხი გახლდათ. პერესი უკმაყოფილო იყო იმით, რომ იტალიელი სპეციალისტი გუნდს სათანადოდ ვერ მეთაურობდა.

“რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე რაფაელ ბენიტესი ინიშნება, რომელსაც უკვე მიეცა პირველი დავალება: გუნდს ერთპიროვნულად იგი უნდა ხელმძღვანელობდეს, რონალდუსა და რამოსს მის ფუნქციებში ჩარევის შესაძლებლობა არ უნდა მიეცეთ. პერესის დავალებაა, რომ გუნდში იერარქია რაც შეიძლება მალე აღდგეს.

 

დელ ბოსკე: „ბენიტესი „რეალისთვის“ კარგი მწვრთნელი იქნებოდა“

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ მადრიდის „რეალიდან“ კარლო ანჩელოტის გათავისუფლების შესახებ ისაუბრა.

„ანჩელოტიმ „რეალთან“ კარგად იმუშავა. ამ სპეციალისტს პატივს ვცემ, რადგან კარიერაში მან წარმატებას სხვადასხვა კლუბთან მიაღწია. მასთან საუბრის შემდეგ მის პროფესიონალიზმში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.

ბენიტესი? „რეალისთვის“ ის კარგი მწვრთნელი იქნებოდა. რაფა გამოცდილია, ამიტომაც უკეთესი გუნდის ჩამოსაყალიბებლად ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა დელ ბოსკემ.

რა გააკეთა ანჩელოტიმ “რეალისთვის” – იტალიელი სპეციალისტის მონაგარი

მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობამ კარლო ანჩელოტის უტიტულო სეზონი არ აპატია და თანამდებობიდან გაათავისუფლა. თუმცა, იტალიელმა მადრიდისთვის ბევრი სარგებლის მოტანა მოასწრო:

 

1. კარში კასილიასი დააბრუნა

ჟოზე მოურინიოს დროს “რეალის” უცვლელმა მეკარემ ძირითადის სტატუსი დაკარგა და ადგილი ჯერ ანტონიო ადანს, შემდეგ კი დიეგო ლოპესს დაუთმო. თუმცა, კასილიასისა და მოურინიოს კონფლიქტი რომ არა, ეს ალბათ არც მოხდებოდა.

მადრიდში ჩასული კარლო ანჩელოტიც თავიდან იკერს არ ენდობოდა. 2013/14 წლების სეზონი კასილიასმა სათასო მეკარის როლში ჩაატარა. თუმცა, ჩემპიონთა ლიგაში ჩადენილმა გმირობებმა იკერი პირველი ნომრის პოზიციაზე დააბრუნა. მართალია, მიმდინარე სეზონში კაპიტანს ბევრი შეცდომა ჰქონდა, მაგრამ ანჩელოტი მას ბოლომდე ენდობოდა.

 

2. რონალდუს საუკეთესოს სტატუსი დაუბრუნა

რონალდუმ საკუთარ თავზე ბევრი იმუშავა და მისი პროგრესი რა თქმა უნდა სწორედ ამის დამსახურებაა, თუმცა ისიც აღსანიშნავია ანჩელოტი საკუთარ შეგირდს ასეთი შედეგების მიღწევაში ძალიან დაეხმარა.

ძლიერი შემტევი ტრიოს, ბენზემა-ბეილი-რონალდუს შექმნა, სადაც პორტუგალიელს სრული თავისუფლება ჰქონდა მინიჭებული, სწორედ იტალიელის იდეა იყო. მისი კარგი ტაქტიკა გახდა კრიშტიანუს საოცარი შედეგიანობის მთავარი მიზეზი.

 

3. მოიპოვა გულშემატკივრების პატივისცემა

“რეალის” გულშემატკივრების გაღიზიანება ძალიან მარტივია. ისინი ერთი შეცდომის გამო გუნდის ლეგენდასაც კი დაუსტვენენ ტრიბუნებიდან. თუმცა, კარლო ანჩელოტის მადიდელი ფანები ყოველთვის განსაკუთრებულად აფასებდნენ, რაც დიდწილად გასულ სეზონში მოპოვებულ დესიმას უკავშირდება. ცოტა ხნის წინ ესპანური პრესის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მადრიდული პუბლიკის 63 პროცენტი ანჩელოტის დარჩენას ითხოვდა.

ანჩელოტიმ ფეხბურთელების სიყვარულიც დაიმსახურა. მოთამაშეთა ნაწილი კლუბის პრეზიდენტს კარლოს დატოვებას სთხოვდა, თუმცა პერესის დარწმუნება ვერ მოხერხდა.

 

4. გუნდის თამაშილუკა მოდრიჩის ირგლივ ააწყო

ანჩელოტის მშვენივრად ესმოდა, რომ ლუკა მოდრიჩის გამოყენება გაცილებით პროდუქტიულად იყო შესაძლებელი და საბოლოოდ ეს გამოუვიდა კიდეც. მადრიდული კლუბის უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ სწორედ ხორვატი ჩამოყალიბდა და არა კრიშტიანუ რონალდუ, რასასც “იუვენტუსთან” წაგებული ნახევრფინალური დაპირისპირებაც ადასტურებს.

მოდრიჩის როლი გასული ორი სეზონის ფორმაციის “რეალში” ძალიან დიდი იყო. ნახევარმცველი შეტევებს შესანიშნავად იწყებდა და რონალდუსა და კომპანიას გადაცემებით ამარაგებდა. გარდა ამისა მოდრიჩი საკუთარი კარის დაცვის დროსაც ძალიან პროდუქტიულია და თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი საუკეთესო box-to-box ტიპის ნახევარმცველია.

 

5. გუნდს საინტერესო იდეებით ამარაგებდა

ანჩელოტი ექსპერიმენტებს სეზონის გადამწყვეტ, ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტებშიც კი მიმართავდა. გამორჩეული ტრიოს, ВВС-ის შექმნის გარდა სერხიო რამოსის ნახევარდაცვაშიც გადაწევაც კარლოს ინიციატივა იყო.

თუმცა, უკანასკნელ სეზონში მისი იდეებს შედეგები აღარ მოჰქონდა. ნახევარდაცვაში რამოსის ჩაგდებული უმნიშვნელოვანესი მატჩი ალბათ ყველას ახსოვს, ВВС-დან ერთი В-ს, გარეტ ბეილის ცუდმა ფორმამ კი გუნდის შემტევ პოტენციალზეც იმოქმედა.

 

6. მოიგო ესპანეთის თასი

გასულ სეზონში “რეალმა” დესიმასთან ერთად ესპანეთის თასიც მოიპოვა. მადრიდელთა გულშემატკივრებს “ბარსელონასთან” შეხვედრაში გარეტ ბეილის შესანიშნავი სპრინტი კიდევ დიდხანს არ დაავიწყდებათ. ამ გამარჯვების გამო იტალიელი მადრიდს თავაწეული ტოვებს.

 

7. დესიმა

ჩემპიონთა ლიგაში “რეალისთვის” მეათე გამარჯვების მოპოვებას უამრავი მწვრთნელი ცდილობდა, თუმცა ამის გაკეთება მხოლოდ კარლო ანჩელოტიმ შეძლო.

იტალიელმა დაცვის და შეტევის შესანიშნავი სინთეზი შექმნა, კრიშტიანუ რონალდუს გადამწყვეტ ეტაპში მოამატებინა და ბუნდესლიგის გრანდებისგან ქვა ქვაზე არ დატოვა. ფინალურ შეხვედრაში “სამეფო კლუბი” “ატლეტიკოთან” მარცხს ძირითადი დროის ბოლო წუთზე გადაურჩა და მეტოქეს ოვერტაიმში დამაჯერებლად სძლია.

მადრიდელ გულემატკივრებს ანჩელოტი როგორც დესიმას ავტორი ყოველთვის ემახსოვრებათ.

ანჩელოტიმ “მილანთან” მოლაპარაკებები დაადასტურა

“რეალის” უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ “მილანთან” მოლაპარაკებების მიმდინარეობა დაადასტურა.

“ადრიანო გალიანისთან კარგი ურთიერთობა მაქვს. საბოლოო გადაწყვეტილებას 3 ივნისს მივიღებთ. ჯერჯერობით არ ვიცი ავიღებ თუ არა ერთწლიან შვებულებას.” – განაცხადა ანჩელოტიმ “მილანის” ტელევიზიასთან საუბრისას.

თავად გალიანიმ კი განაცხადა, რომ მწვრთნელთან პრაქტიკულად ყველაფერზე შეთანხმდა.

“კარლოს ოთხშაბათს დავურეკავ. ბევრ რამეზე შევთანხმდით თუმცა საბოლოო პასუხის მისაღებად მაინც დავურეკავ”.

ვისი გაწვრთნა სურს ანჩელოტის?

“რეალის” გათავისუფლებულ კარლო ანჩელოტის ინგლისში სურს დაბრუნება. იტალიელელ სპეციალისტს “ლივერპულის” სამწვრთნელო შტაბის თავკაცობა სურს და ამის გამო დაანონსებულ ერთწიან პაუზაზე უარსაც კი იტყვის. აღნიშნულ ინფორმაცის ინგლისური გამოცემა, The Sun ავრცელბს.

ანჩელოტი ინგლისში 2009-2011 წლებში მუშაობდა. ამ პერიოდში 55 წლის სპეციალისტი ლონდონის “ჩელსის” ედგა სათავეში.

 

სამ ივნისს საბოლოოდ გადაწყდება, დაბრუნდება თუ არა ანჩელოტი „მილანში“

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მყოფი „მილანის“ ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი დღეს „რეალის“ ექს-თავკაც კარლო ანჩელოტის კიდევ ერთხელ შეხვდა და მისი შესაძლო დაბრუნების დეტალები განიხილა.

„ანჩელოტიმ მითხრა, რომ მისი „მილანში“ დაბრუნების ალბათობა 50%-ს უდრის. აქამდე მან ერთწლიანი შვებულების შესახებ ისაუბრა, თუმცა ვიმედოვნებ, რომ კარლოს დაბრუნებაში დავარწმუნებ. საბოლოო პასუხს ის სამ ივნისს მომცემს.

კარლოს შემდეგ ოთხშაბათს დავურეკავ. ვნახოთ, რას მეტყვის. ანჩელოტის მსგავსი მონაცემები მოურინიოსა და გვარდიოლასაც კი არ აქვთ.

მადრიდში ჩასვლის წინ ამ ყველაფრის შესახებ ფილიპო ინძაგის ვუამბე“, – განაცხადა გალიანიმ.