“მილანმა” ანჩელოტის ტრანსფერებისთვის 120 მილიონი შესთავაზა

“როსონერი” ყველაფერს აკეთებს, რათა კარლო ანჩელოტის შვებულებაში გასვლა გადააფიქრებინოს და მწვრთნელად აიყვანოს.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტი “რეალიდან” გაანთავისუფლეს და მისი თქმით, ერთწლიანი შვებულების აღებას აპირებს.

Corriere della Sera-ის ინფორმაციით, “მილანი” გამოცდილ სპეციალისტს ტრანსფერებისთვის 120 მილიონ ევროს გამოუყოფს, რათა გადმობირება გაუადვილდეთ.

ამ ფულით, იტალიელები ორი თავდამსხმელის, ერთი ნახევარმცველით და მცველის დამატებას ეცდებიან.

ანჩელოტის ალტერნატივად “როსონერის” უნაი ემერი და ანტონიო კონტე ჰყავს.

ანჩელოტი “რეალისგან” 4 მილიონს მიიღებს

მადრიდის “რეალი” კლუბის აწ უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის კონტრაქტის გაწყვეტისთვის ოთხ მილიონ ევროს გადაუხდის.

შეგახსენებთ, რომ “ბლანკოსის” ხელმძღვანელობამ ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი დაკავებული პოსტიდან ორშაბათს გაათავისუფლა.

ხელშეკრულების თანახმად, ანჩელოტი მომავალ სეზონში ასაღები ხელფასის 50 პროცენტს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ იტალიელ სპეციალისტს “რეალთან” გაფორმებული კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულში ეწურებოდა.

 

ტონი კროოსის კომენტარი კარლო ანჩელოტის გათავისუფლების შემდეგ

როგორც იცით, რამდენიმე საათის წინ, ფლორენტინო პერესმა კარლო ანჩელოტის გათავისუფლება ოფიციალურად დაადასტურა.

ამ ინფორმაციას “რეალის” ფეხბურთელებიც და მათ შორის, ტონი კროოსიც გამოეხმაურა.

“დიდი სიამოვნება იყო შენთან ერთად მუშაობა. გისურვებ ყოველივე საუკეთესოს მომავალში”.

toni kroos on carlo

ოფიციალურად: “რეალმა” ანჩელოტი დაითხოვა

რამდენიმე წუთის წინ, “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა მედიას კარლო ანჩელოტის გათავისუფლების შესახებ ამცნო.

დღეს, ფლორენტინო იტალიელ სპეციალისტს პირადად შეხვდა და ეს ინფორმაციაც დაუდასტურა.

ჯერ-ჯერობით “სამეფო გუნდის” ახალი მწვრთნელის ვინაობა უცნობია, თუმცა ამ პოსტს ყველაზე მეტად რაფაელ ბენიტესსა და იურგენ კლოპსს უწინასწარმეტყველებენ.

რაც შეეხება ანჩელოტის კარიერას, იგი ერთწლიან შვებულებას აიღებს.

„ვესტ ჰემი“ კარლო ანჩელოტით ინტერესდება

ბრიტანული ვებსაიტი sportsmole.co.uk-ი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვით, მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი, შესაძლოა, „ვესტ ჰემის“ თავკაცი გახდეს.

აქამდე იტალიელმა განაცხადა, რომ „რეალიდან“ გათავისუფლების შემთხვევაში ერთწლიან პაუზას აიღებდა.

აღსანიშნავია, რომ წამყვან ევროპულ გამოცემებში ბოლო დროს იტალიელი სპეციალისტის „მილანში“ შესაძლო დაბრუნების შესახებაც იწერებოდა.

ხამეს როდრიგესი: „ანჩელოტის წასვლა დიდი დარტყმა იქნება“

ხამეს როდრიგესი: „ანჩელოტის წასვლა დიდი დარტყმა იქნება“

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა გუნდის მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ანჩელოტის წასვლა მძიმე დარტყმა იქნებოდა. მან აქ ორი წლის განმავლობაში იმუშავა და გუნდს კარგად იცნობს, იცის, რისი გაკეთება შეგვიძია და როგორ ვთამაშობთ. თუმცა, გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით მე არ ვიღებ, შესაბამისად, ამაზე საუბარი არ შემიძლია“, – განაცხადა კოლუმბიელმა.

ანჩელოტი: “ან “რეალში” დავრჩები, ან…”

რონალდუ: “იმედია, ანჩელოტისთან ერთად მომდევნო სეზონშიც ვიმუშავებთ” (ფოტო)

მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ იმედი გამოთქვა, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი “სანტიაგო ბერნაბეუზე” მუშაობას გააგრძელებს.

“დიდებული მწვრთნელი და საოცარი პიროვნებაა. იმედი მაქვს, მომდევნო სეზონშიც ერთად ვიმუშავებთ”, – დაწერა რონალდუმ სოციალურ ქსელში და ანჩელოტისთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.

თავად იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას ორშაბათს ან სამშაბათს გამართავს.

Carlo Ancelotti - Cristiano Ronaldo

კრიშტიანუ რონალდუს კომენტარი სეზონის დასრულების შემდეგ

დღეს პრიმერა დივიზიონის სეზონის ბოლო მატჩები გაიმართა. ტურნირის გამარჯვებული “ბარსელონა” გახდა. მადრიდული გუნდი ვერცხლს დასჯერდა. “ხეტაფესთან” მატჩის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ მიმდინარე წელზე კომენტარი გააკეთა.

“დიდი მწვრთნელი და შესანიშნავი პიროვნება. იმედი მაქვს, მომდევნო სეზონში ერთად ვიმუშავებთ”.

criss

Marca: ანჩელოტიმ უკვე იცის, რომ მას გაათავისუფლებენ

ესპანური პრესის ცნობით, მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ უკვე იცის, რომ დღევანდელი მატჩის შედმეგ ის დაკავებულ თანამდებობას დაემშვიდობება.

მიმდინარე სეზონის “რეალისთვის” წარუამტებელი გამოდგდა. გუნდმა ასპარეზობა ტიტულების გარეშე დაასრულა. ცნობილია, რომ ანჩელოტი კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას მიიღებს და 2016 წლამდე გაფორმებული კონტრაქტი უბრალოდ გაწყდება.

ანჩელოტის ადგილის დაკავების მთავარი კანდიდატი ამ ეტაპზე რაფაელ ბენტიესია, რომელიც სეზონის ბოლოს “ნაპოლის” დატოვებს.

ანჩელოტი შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი კლუბიდან შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„ამის შესსახებ ჩემთან არავის უსაუბრია, ამიტომაც „რეალის“ მწვრთნელად ვრჩები. ტურის ბოლო მატჩის შემდეგ ვისაუბრებთ.

კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან კარგი ურთიერთობა მაკავშირს და ბოლო თვეებში არაფერი შეცვლილა. ურთიერთობა არც ჩემი გათავისუფლების შემთხვევაში გაგვიფუჭდება. „რეალში“ გატარებული ორი სეზონი ყოველთვის მემახსოვრება“, – ციტირებს ანცელოთის  AS-ი.

ანჩელოტი დღეს “მილანის” წარმომადგენლებს შეხვდება

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” იუწყება, რომ მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი დღეს საღამოს “მილანის” წარმომადგენლებს შეხვდება.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიელი სპეციალისტი მიმდინარე სეზონის ბოლოს “სამეფო კლუბს” დატოვებს. დღევანდელ შეხვედრას “მილანის” მრჩეველი ერნესტო ბრონცეტიც უნდა დაესწროს, რომელიც “რეალთან” ანჩელოტის კონტრაქტის გაწყვეტაზე მოლაპარაკებას აწარმოებს. თუ შრომითი ხელშეკრულება ვადაზე ადრე გაწყდება, მადრიდულ კლუბს იტალიელი სპეციალისტის სასარგებლოდ 3,5 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრება. შეგახსენებთ, რომ ანჩელოტის “რეალთან” მოქმედი კონტრაქტი 2016 წლის 30 ივნისს ეწურება.

“მილანი” კარლო ანჩელოტის ოთხწლიან შრომით ხელშეკრულებას სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი “როსონერის” 2001-დან 2009 წლამდე თავკაცობდა. ამ დროის განმავლობაში მან ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგის თასი.

 

El País: ლუის ენრიკეს წასვლის შემთხვევაში “ბარსელონას” “რეალის” მწვრთნელი ჩაიბარებს

“რეალის” მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, რომელიც დიდი ალბათობით კვირას მადრიდულ კლუბს უკანასკნელად უთავკაცებს, “ბარსელონას” ინტერესთა სფეროში მოხვდა.

El País-ის ცნობით, კატალონიური კლუბი 55 წლის იტალიელის კანდიდატურას ლუის ენრიკეს წასვლის შემთხვევაში განიხილავს. თავად ლუი ენრიკეს კი ჯერჯერობით საბოლოო გადწყვეტილება არ მიუღია.

წყარო იწუყება, რომ “ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა არიედო ბრაიდამ ანჩელოტისტან წინასწარი მოლაპარაკებები უკვე გამართა.

შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკეს კონტრაქტი “ბარსელონასთან” 2016 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.