მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის ასისტენტმა პოლ კლემენტმა, შესაძლოა, „დერბი ქაუნთის“ წინადადება მიიღოს.
კლუბი, რომელიც მიმდინარე სეზონის შედეგების მიხედვით პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეიოფშიც ვერ მოხვდა, გუნდის დამრიგებლის სტივ მაკლარენის გაშვებას აპირებს, რაც კლემენტის დანიშნის ალბათობას ზრდის.
აქამდე ანჩელოტის ასისტენტის სახელს ასევე „სანდერლენდს“ უკავშირებდნენ.