25 ოქტომბერს, ჰოლანდიის ერედივიზიონში, არნემის “ვიტესმა” საკუთარ მოედანზე “აიაქსი” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.
შეხვედრის მიმდინარეობისას, ერთ-ერთ ეპიზოდში, გურამ კაშიამ მცირე დაზიანება მიიღო, გულშემატკივრები კი მას ამხნევებდნენ.
25 ოქტომბერს, ჰოლანდიის ერედივიზიონში, არნემის “ვიტესმა” საკუთარ მოედანზე “აიაქსი” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.
შეხვედრის მიმდინარეობისას, ერთ-ერთ ეპიზოდში, გურამ კაშიამ მცირე დაზიანება მიიღო, გულშემატკივრები კი მას ამხნევებდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და არნემის “ვიტესის” მცველი გურამ კაშია ჰოლანდიაში კიდევ ერთხელ აღიარეს.
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ გურამ კაშიამ ჰოლანდიის ერედივიზიონის მიმდინარე სეზონში, მცველებს შორის ყველაზე მეტი საჰაერო დუელი მოიგო.
ქართველმა ფეხბურთელმა ამ კომპონენტში მეტოქეებს 39-ჯერ აჯობა.
39 – @MijnVitesse‘s Guram Kashia has won more aerial duels than any other Eredivisie defender this season. Passionate.
— OptaJohan (@OptaJohan) October 15, 2015
არნემის “ვიტესის” კაპიტანმა გურამ კაშიამ 20 სექტემბერს “გრააპსპახის” კარის დალაშქრა და ევროპაში, მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მცველი გახდა.
ამჟამად, ევროპულ ტოპ ჩემპიონატებში კაშიას მსგავსი შედეგი მხოლოდ “ნორვიჩის” მცველს, რასელ მარტინს აქვს.
გურამ კაშია (“ვიტესი”) – 3 გოლი
რასელ მარტინი (“ნორვიჩი”) – 3 გოლი
ვინსენ კომპანი (“მანჩესტერ სიტი”) – 2 გოლი
ჯოელ ვარდი (“კრისტალ პალასი”) – 2 გოლი
მარკოს მენდოზა (“ფიორენტინა”) – 2 გოლი
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ერედივიზიონის მიმდინარე სეზონში, “გრააპსპახის” გარდა, “კამბურსა” და “უტრეხტს” გაუტანა.
ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-6 ტურში არნემის “ვიტესმა” “გრააპსხაპი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 გაანადგურა. აქედან ორი გოლი ქართველი ლეგიონერების ანგარიშზეა: მასპინძლები გურამ კაშიამ მე-6 წუთზე თავური დარტყმით დააწინაურა. მისთვის ეს ამ სეზონში გატანილი მესამე ბურთია. ზუსტად 15 წუთში თავისი გოლი ვაკო ყაზაიშვილმაც მიითვალა. 73-ე წუთზე მესამე გოლი ალბანელმა ნახევარმცველმა მილოტ რაშიცამ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 3:0.
“ვიტესს” 10 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა. უქულო “გრააპსხაპს” უკანასკნელი პოზიცია უკავია.
ჰოლანდიის ჩემპიონატი (VI ტური)
“ვიტესი” “გრააპსხაპი” 3:0 (2:0)
გოლები: კაშია 6′, ყაზაიშვილი 21′, რაშიცა 73′.
გაფრთხილება: რობინ პრიოპერი 71′.
30 აგვისტოს, ჰოლანდიის ჩემპიონატში არნემის “ვიტესმა” საკუთარ მოედანზე “კამბური” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
შეხვედრის 85-ე წუთზე “კამბურის” კარი ქართველმა მცველმა გურამ კაშიამ დალაშქრა და ანგარიში 3:1 გახადა.
9 ივნისს, საქართველოსა და უკრაინის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში, გურამ კაშიამ კონოპლიანკას ბურთი ძალიან კარგად აართვა.
31 მაისს, ჰოლანდიის ჩემპიონატში, “ვიტესსა” და “ჰერენვენს” შორის გამართულ მატჩში, მე-11 წუთზე ანგარიში ქართველმა ფეხბურთელმა გურამ კაშიამ გაათანაბრა.
“ფეინოორდი” – “ვიტესის” დასრულების შედმეგ კალინ კაზიმ-რიჩარდსა და ზაქარია ლაბადიას შორის დაპირისპირება მოხდა.
საშინაო კედლებში მარცხის შემდეგ “ფეინოორდის” შემტევმა ემოციები ვერ შეიკავა და “ვიტესის” ნახევარმცველთან ურთიერთობების გარკვევა დაიწყო. თუმცა, მასშტაბურ ჩხუბამდე საქმე არ მისულა, ვინაიდან კონფლიქტის განმუხტვა გუნდების სხვა ფეხბურთელები სცადეს, რაც გამოუვიდათ კიდეც.
შეგახსენებთ, რომ მატჩი “ვიტესის” გამარჯვებით, 4:1 დასრულდა. ერთ-ერთი გოლი კი ულამაზესი დარტყმით ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა.
ჰოლანდიის ჩემპიონატის 30-ე ტურში “ვიტესი” “ექსელსიორს” ესტუმრა და ანგარიშით 3:1 სძლია.
არნემელთა შემადნგელობაში კაშიაც და ყაზაიშვილიც ძირითადში იყვნენ და მატჩი სრულად ჩაატარეს. აღსანისნავია, რომ უკანასკნელი გოლი იბარამ სწორედ ყაზაიშვილის პასით გაიტანა.
30 ტურში მოპოვებული 51 ქულით “ვიტესი” მე-4 საფეხურზე იმყოფება.
ჰოლანდიის ჩემპიონატის 29-ე ტურში არნემის “ვიტესმა” საკუთარ მოედანზე “გრონინგემი” მიიღო. შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა.
გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. კაშაიმ შეხვედრა სრულად ჩაატარა, ყაზაიშვილი კი 68-ე წუთზე შეცვალეს.
29 ტურში მოპოვებული 48 ქულით “ვიტესი” ერედივიზიონში მეხუთე პოზიციაზეა.
ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-17 ტურის შეხვედრაში “ვიტესმა” საკუთარ მოედანზე პსვ მიიღო და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. მატჩის ბედი მაჰერის მიერ მე-10 წუთზე გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.
არნემელთა სასტარტოში იყვნენ გურამ კაშიაც და ვაკო ყაზაიშვილიც. კაშიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა, ხოლო ყაზაიშვილი მწვრთნელმა 74-ე წუთზე შეცვალა.
18 მატჩში მოპოვებული 22 ქულით “ვიტესი” მეათე პოზიციაზეა.
არნემის “ვიტესის” ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.